თითქმის ყველა ავტომობილის შუშაზეა შავი წერტილების ერთობლიობით შექმნილი გაფორმება. წერტილებს სხვადასხვა დიამეტრი აქვთ, მაგრამ მუდამ სიმეტრიულად არიან განლაგებულნი ერთმანეთთან. სწორედ ამ წერტილებს ეწოდებათ ფრიტები და ყველამ არ იცის მათი დანიშნულების შესახებ. ბევრ ადამიანს შეცდომით ჰგონია, რომ ის საღებავია.

მანქანაზე შავი წერტილების დასატანად სპეციალური კერამიკული შემადგენლობა გამოიყენება. მას შემდეგ, რაც ფრიტებს შუშაზე დაიტანენ, მსგავსი „საღებავის“ წაშლა უკვე შეუძლებელია. პირველ რიგში ისინი იცავენ შუშის წებოს ულტრაიისფერი გამოსხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან. ასევე, ფრიტების უსწორმასწორო ზედაპირი შუშის ჰერმატიკას კონსტრუქციის შეერთების ადგილებში იცავს.

ამასთან, ფრიტებს დამატებითი ფუნქციაც აქვთ. გარკვეულ შემთხვევებში ისინი გამოიყენება მძღოლის და მგზავრების დასაცავად პირდაპირი მზის სხივებისგან. ასევე, კერამიკული ფენა – იდეალური ხერხია დამალოთ კოსნტრუქციის ზოგიერთი „ტექნიკური დეფექტი“, რომელიც გარეშე თვალისთვის შესამჩნევი არ ყოფილა.

საინტერესოა, რომ ზოგიერთი საავტომობილო კომპანია ფრიტებს განსაკუთრებულ ფორმებს უკეთებს. გვხვდება კვადრატული, სამკუთხა, რომბის ფორმის ფრიტები, ძირითადად სარეკლამო მიზნებისთვის. იმისათვის, რომ ავტომობილი უფრო გამორჩეული იყოს კონკურენტების გვერდზე.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი