როგორ გაჩნდა S.O.S. სიგნალი და რას ნიშნავს იგი

ბავშვობაში ყველა ადამიანს სმენია სიგნალი SOS-ის შესახებ. როგორც ყველამ იცის, ამ სამი ასოს დახმარებით სხვებს ჩვენი სავალალო მდგომარეობის შესახებ უნდა შევატყობინოთ. მაგრამ, ბევრმა ადამიანმა არ იცის ამ სიგნალის გაჩენის ისტორია და მისი მნიშვნელობა. რატომ იყენებენ ზუსტად მას და არა სხვებს?

ალბათ, ბევრს სმენია ვერსია, რომ ის ინგლისური ფრაზის: „Save our souls/იხსენით ჩვენი სულების“ აბრევიატურაა. ლამაზად ჟღერს, მაგრამ ეს მხოლოდ პოპულარული ლეგენდაა. სიტყვების ასოებთან დამთხვევა უბრალოდ შემთხვევითობაა.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ SOS და სხვა მსგავსი კოდური სიგნალები აბრევიატურა სულაც არაა. საქმე იმაშია, რომ სწორედ ასეთი კომბინაცია მარტივად წარმოითქმევა ხმამაღლა და რაც ყველაზე მთავარია, მისი დამახსორვება მარტივია.

თავის გაჩენას საერთაშორისო სიგნალი „SOS” რადიო-ტელეგრაფულ კონფერენციას უნდა უმადლოდეს, რომელიც 1906 წელს გერმანიაში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს 29 წამყვანი ქვეყანა იღებდა. კომისიის მიხედვით გადაწყდა რადიოსა და ტელეგრაფში ახალი კოდი გამოეყენებინათ. როგორც მაღლა ავღნიშნეთ, სიგნალი SOS მარტივი დასამახსოვრებელი და წარმოსათქმელი იყო, მაშინ როცა საქმე ეკიპაჟის გადარჩენას ეხებოდა.

სიგნალი CQD, რომელსაც 1906 წლამდე იყენებდნენ, მხოლოდ ევროპის ქვეყნებში იყო დამკვიდრებული და არა მსოფლიოში. საზღვაო საზოგადოებას სურდათ გადარჩენის შანსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაეზარდათ.