რატომ არ უნდა შეინახოთ ეს 9 ნივთი საწოლის ქვეშ

პატარა საძინებელში ნივთების შენახვის ორგანიზებას დიდი დრო უნდა დავუთმოთ, რადგანაც ყველა საჭირო რამ მოვათავსოთ. დიზაინერები ამ პრობლემის გადასაჭრელად საწოლის ქვეშ არსებულ თავისუფალ სივრცეს გვირჩევენ, თუმცა იქ ყველაფრის დადება არ შეილება.

1. წიგნები

დაგვეთანხმებით, გაცილებით მარტივია იპოვნოთ საჭირო ლიტერატურა ღია თაროდან, ვიდრე ისინი საწოლის ქვეშ ეძებოთ. იდეალური ვარიანტი იქნება თუ საწოლის ქვეშ უბრალოდ იმ წიგნებს მოათავსებთ, რომლებიც აღარ გჭირდებათ. თუმცა ეს დროებითი გამოსავალია. არასაჭირო ბიბლიოთეკა სჯობს გააჩუქოთ, მათ საჭირო ადგილი არ უნდა დაიკავონ.

2. სამშენებლო მასალების ნარჩენები

რემონტის დროს იშვიათად იხარჯება ყველა სამშენებლო მასალა, რაც შეიძინეთ. ისინი გროვდება და მათი გადაყრა არ გვსურს, რადგანაც ბევრი ფული დავხარჯეთ. ამასთან, უცნობია როდის დაგვჭირდებიან. უმჯობესია თუ დაუთმობთ ადგილს აივანზე დადგმულ ძველ კარადაში. საწოლის ქვეშ ისინი დისკომფორტს შეგიმქნიან. მაგალითად, საღებავს სპეციფიკური სუნი აქვს, მშრალი მასალების მტვერი კი მთელ ბინაში გავრცელდება.

3. ნივთები, რომლებსაც ყოველდღე იყენებთ

ხშირად გამოყენებადი ნივთების საწოლის ქვეშ შენახვას აზრი არ აქვს. მაგალითად, ფეხსაცმელი, სამოსი და აქსესუარები პირველ რიგში მოუხერხებელია და მეორე რიგში არაჰიგიენური. თუ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაშინ საწოლის ქვეშ სეზონური ნივთები მოათავსეთ: ზაფხულში პალტოები, ზამთარში კი სარაფნები. თუმცა, აუცილებლად სწორად დაკეცეთ და შეფუთეთ. კარგი იქნება ვაკუუმიანი პაკეტები და ჩემოდნები.

4. ნივთები შეფუთვის გარეშე

ნივთები, რომლებიც უბრალოდ იატაკზე იქნებიან განთავსებულნი, ბევრ მტვერს შეისრუტავენ.

5. მძიმე ნივთები

მძიმე ნივთებს იატაკის გაფხაჭვნა შეუძლიათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოიღებთ და ისევ შედებთ ხოლმე.თუ საწოლს ჩაშენებული თაროები აქვს, აუცილებლად ექნება წონის შეზღუდვა. ეს დეტალი აუცილებლად გაარკვიეთ.

6. ცარიელი ყუთები

ეს ირაციონალური გადაწყვეტილებაა. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება ამ ყუთებში პლედების, ბალიშების, თეთრეულის განთავსება.

7. ცარიელი ჩემოდნები

ჩაალაგეთ მათში არასაჭირო ნივთები ან დოკუმენტები, რათა ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭიროთ.

8. ნივთები, რომლებიც შეიძლება დაგავიწყდეთ

ეს ადგილი არ უნდა გახდეს ბერმუდის სამკუთხედი ან შავი ხვრელი. თუ გაქვთ ნივთები, რომლებიც არ იცით როდის დაგჭირდებათ, ნუ მოათავსებთ საწოლის ქვეშ, რადგანაც რამდენიმე თვეში მათი არსებობა დაგავიწყდებათ.

9. ნოსტალგიური ნივთები

არის ნივთები, რომლებთანაც ბევრი მოგონება გვაკავშირებს. მათთან დაშორება რთულია, რადგანაც სასიამოვნო ემოციებს აღგვიძრავენ. თუმცა, ფენ-შუის მიხედვით, ისინი შეიძლება ცუდ ენერგეტიკასაც ატარებდნენ და საწოლის ქვეშ არ უნდა ინახებოდნენ, რათა ადამიანები ძილის დროს დაძაბულები არ იყვნენ.

ითვლება, რომ სუვენირებს, ფოტოებს და სხვადასხვა წვრილმანებს, რომლებიც წარსულს გვახსენებენ, შეუძლიათ ძილი დაგვირღვიონ და უსიამოვნო განცდები მოგვანიჭონ.