როგორ აქცია კოსმეტოლოგმა ჩამოწერილი “ბოინგ 727” კომფორტულ სახლად

ამერიკაში საკმაოდ არაორდინალური შემთხვევა მოხდა. ძლიერი ქარიშხლის შემდეგ, ენ უსერი სახლის გარეშე დარჩა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ სახლი აღედგინა ან სხვა შეეძინა, მან დაშლილი თვითმფრინავი იყიდა. ქალმა ბევრი ენერგია და დრო დახარჯა, რათა ის კომფორტულ თავშესაფრად ექცია.

უკვე რამდენიმე წელია რაც ტბის ნაპირას, შტატ ვისკონსინში Boeing 727 დგას. თუმცა ის არა მოქმედი თვითმფრინავი, არამედ სახლია. ენი ოცნებობდა ჰქონოდა კომფორტული ნავსაყუდელი ბორბლებზე. მისმა ძმამ, რომელიც გრინვუდის აეროპორტში უშაობდა, გაიგო, რომ მათთან დაშლილი ლაინერი ჩამოვიდა, რომლის ყიდვაც შესთავაზა თავის დას.

ეს სიამოვნება 2 000 დოლარი დაჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალი პროფესიონალი კოსმეტოლოგია და მშენებლობის არაფერი გაეგებოდა, მან 40 მეტრიანი თვითმფრინავი სახლივით მოიწყო. რეკონსტრუქციული სამუშაოები თავად ჩაატარა და ხელოსნებს მხოლოდ სანტექნიკის, კანალიზაციის და ელექტროობისთვის მიმართა.

ილუმინატორი ფანჯრები ახალმა მფლობელმა არ მოაშორა და მის რეზიდენციაში 76 სინათლის წყაროა. ასევე, პანორამული ფანჯარა პილოტის კაბინაში. ენს არ შეუცვლია ბარგის შესანახი თაროები და საკუთარი ნივთებისთვის გამოიყენა.

საბოლოოდ, თვითმფრინავის შიგნით ორი საძინებელი, მისაღები, სამზარეულო და აბაზანა განლაგდა. აბაზანაში დიდი ჯაკუზი გაიკეთა.  მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი მიწაზეა, იქმნება ილუზია, რომ ის ისევ დაფრინავს, რადგანაც ძირითადი ნაწილი ტბას გადაჰყურებს.

მის მეგობრებსა და შვილიშვილებს მასთან სტუმრობა ძალიან ხიბლავთ. კომფორტულ დივნებსა და სავარძლებში ისინი თავს ცაში გრძნობენ, ენი კი მათ ბორტგამცილებლივით ემსახურება.

საკუთარ ოცნების სახლს ენ უსერმა „პატარა ტრამპი“ უწოდა. მას შემდეგ, რაც 2003 წელს მსოფლიომ დონალდ ტრამპის კორპორატიული ავიალაინერი იხილა.