ჩინურ ქალაქ ჩუნცინში „ცის კიბე“ გაიხსნა, რომელიც ყველაზე გასაოცარი ჰორიზონტალური ცათამბჯენია სამყაროში. სიგრძით 300მ შენობა Raffles City Chongqing-ის უდიდესი პროექტის ნაწილია. ეს ყველაზე საოცარი ცათამბჯენი 250 მეტრზე განლაგებული ეგზოტიკური პარკით სტუმრებს უკვე იღებს.

ეს გრანდიოზული პროექტი 8 ცათამბჯენისგან შედგება, 4 მათგანი ჰორიზონტალური ცათამბჯენის ერთგვარი საყრდენია. მას „კრისტალს“ და „ცის ხიდს“ უწოდებენ.

ხიდის მშენებლობისას ყველაზე რთული ამ სიმაღლეზე კონტრუქციის გარკვეული ნაწილების ატანა აღმოჩნდა, რომელთა წონაც 12 ათას ტონას შეადგენდა.

შენობაში ასვლა ექსპრეს-ლიფტით ხდება, რომელსაც სულ 50 წამი სჭირდება. მაღლა ასული თითოეული ადამიანი თავს სამოთხეში შეიგრძნობს, რადგანაც ცასთან სიახლოვეს იგრძნობს და ეგზოტიკური მცენარეებით სავსე პარკის გავლა მოუწევს. შენობიდან ქალაქზე მშვენიერი ხედი იშლება.

ეს არაა სუსტი ნერვების მქონე ადამიანების ატრაქციონი, რადგანაც 250 მეტრ სიმაღლეზე იატაკი სრულიად გამჭვირვალეა.

აქ ასევე განლაგებულია ბარი, რესტორანი, ღამის კლუბი, აუზი და ლაუნჯ-ზონა. „ცის ხიდზე“ დღეში 3 ათას ადამიანს შეუძლია ასვლა. ამ დროისათვის ბილეთის ფასი 25 დოლარს შეადგენს.

ჩინელები მუდამ ცდილობენ მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზული ან ყველაზე დიდი შექმნან. ამასთან, ეწევიან ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაციას.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი