3 გზა მანქანიდან ნაკაწრების მოსაშორებლად

ნაკაწრები პლასტიკურ ზედაპირზე არაა ის, რაც სმარტფონის, ავტომობილის თუ სხვა ნივთის მფლობელს სიამოვნებს.  ნაფხაჭნები არაესთეტიკურია და სწრაფად ბინძურდება. აუცილებელია გავიღოთ ძალისხმევა მათ მოსაწესრიგებლად.

1. ნაკაწრების მოშორება ფენით

პლასტიკური ზედაპირები უმეტეს შემთხვევაში თერმოპლასტიკურობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ეს ნიშნავს, რომ დეფექტების დამალვა საკმარისი გათბობითაა შესაძლებელი. გამოიყენეთ სამშენებლო, ხოლო გამოუვალ სიტუაციაში საყოფაცხოვრებო ფენი. ის მშვენივრად აალაგებს ნაკაწრებს მანქანის სალონიდან. გაწმინდეთ მტვერისგან და გააშრეთ.

2. გასაპრიალებელი საშუალებებით

სხვადასხვა გასაპრიალებელი პასტა მოაშორებს ნაკაწრებსა და სხვა დეფექტებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ აბრაზიული საშუალებები და საპრიალებელი ჩარხი. პასტის წასმის შემდეგ აცალეთ რამდენიმე წუთი გაშრეს.

3. წებოს შემადგენლობით

ღრმა დეფექტები სჯობს არა მოაშოროთ, არამედ დამალოთ. ამისათვის გამოიყენება სპეციალური საშუალებები წებოს შემადგენლობით. ისინი კარგად ნიღბავენ პრობლემურ ადგილს და უბრუნებენ მას ფუნქციურ ხასიათს. წასმამდე, ისევე როგორც დანარჩენ შემთხვევებში, სამუშაოების ჩატარების ადგილი უნდა გაიწმინდოს და გაშრეს. სჯობს თუ ბამბის ტამპონით გაწმინდავთ. ზოგიერთ შემთხვევაში 3 ფენის გაკეთება დაგჭირდებათ.