მდიდრული მამულის მფლობელები უცნაურად გაუჩინარდნენ. სახლში ყველაფერი ხელუხლებელია

ეს სახლი ინგლისში, ჰარტფორდშირის საგრაფოში მდებარეობს და გამოიყურება ისე, თითქოს რამდენიმე წლის წინ მიატოვეს. ცოტა ხნის წინ ერთი ტურისტი საიდუმლო ადგილს ეწვია და ფოტო-სერია მოამზადა. მან ფირზე აღბეჭდა ცარიელი სახლი.

როგორც ჩანს, მფლობელები წასვლისას ჩქარობდნენ, შესაძლოა, სახლი შუაღამეს დატოვებს. გაჩერებული საათი ხელუხებლად დევს მაგიდაზე, გარდერობში კი მოდური სამოსია გამოფენილი. ეტყობა, აქ ღარიბები არ ცხოვრობდნენ, რადგანაც სამოსზე გარჩევადია სახელები: Yves St Laurent, Gucci და Louis Vuitton.

გარეთ მდიდრული ავტომობილები დგას.

სამზარეულო მაღალი დონის ტექნიკითაა აღჭურვილი, მთავარ დერეფანში ცარიელი აკვარიუმია.

მცენარე ქოთანში ჯერ კიდევ ცოცხლობს, გვერდით კი ტელესკოპი ცაში იყურება.

უზარმაზარ აბაზანაში ჯაკუზი და ნახევრად ცარიელი ბოთლებია.

სასტუმრო ოთახში პიანინო, ფაიფურის ჭურჭელი და თეთრი დივანია თითქმის მტვერის გარეშე. ყველაზე უცნაური – დაწყებული ჭადრაკის პარტიაა.

ტურისტი ამბობს, რომ ასე კარგად შენახული მიტოვებული სახლი ჯერ არ უნახავს.

შემოსასვლელში 2016 წლის ფოსტაა, როგორც სჩანს მაცხოვრებლები 4 წლის წინ წავიდნენ.

„ბევრი მიტოვებული სახლი მინახავს და მათი უმრავლესობა საშინელ მდგომარეობაში იყო. ეს ისე გამოიყურება თითქოს მფლობელებს ღამით გაქცევა მოუწიათ და ყველაფერი დარჩათ.“

ტურისტი ფიქრობს, რომ მფლობელები რუსები იყვნენ და მათ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება მოუწიათ.

როგორ ფიქრობთ, სად წავიდნენ სახლის მფლობელები?