როგორ ვაქციოთ ძველი ნივთები უნიკალურ დეკორაციებად

ყოველთვის გვსურს სახლში რაღაც განსაკუთრებულის და ორიგინალურის გაკეთება. ამასთან, გვინდა, რომ ინტერიერის ამ მოდურ და ფუნქციურ ობიექტებზე დიდი თანხების გადახდა არ მოგვიწიოს. ამ საკითხში, ბევრად უფრო ფასეულია თქვენი კრეატიული აზროვნება და ხელსაქმის უნარები, რადგან საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები, განსაკუთრებულ სითბოსა და ენერგიას ფლობენ.

დღეს ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის მოამზადა 12 იდეა, თუ როგორ განაახლოთ ბინის ინტერიერი, მაგრამ ამავე დროს არ დახაროთ ზღაპრული თანხა. ასეთი ნაკეთობები სასარგებლოც იქნება და თქვენს სახლში სიმყუდროვესაც შემოიტანს.

ნაკეთობები სახლის დეკორაციისთვის

1. თუ სახლში ან აგარაკზე ძველი, მაგრამ მთელი კიბე გაქვთ, რომელიც კუთხეში უსაქმურად დგას, შეგიძლიათ იგი კედელზე მიამაგროთ. ასე ძალიან ორიგინალურ თაროს მიიღებთ.

2. მე განსაკუთრებით მომეწონა ეს ორიგინალური ჭაღი, რომელიც ერთჯერადი კოვზების რამდენიმე შეკვრით არის შექმნილი.

3. ძველი ფოცხები ხომ შესანიშნავად ჯდება ინტერიერში!

4. კიბის გამოყენება შესაძლებელია სტელაჟის სახით, თუ მის საფეხურებზე თაროებს გააკეთებთ.

5. შეხედეთ, როგორი ორიგინალური მაგიდა შეიძლება შეიქმნას ავტომობილის საბურავისგან! მთავარია დიდი სქელი თოკითა დაცხელი წებოთი აღიჭურვოთ.

6. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ობიექტებისგან მოდური ლარნაკის გაკეთება შეიძლებოდა. სწორედ ეს არის ლოფტის სტილის ინტერიერისთვის საჭირო.

7. შესანიშნავი იდეა თხილამურების შესანახავად. დროა გამოიტანოთ ისინი მტვრიანი საკუჭნაოდან!

8. უჩვეულო, მაგრამ ძალიან პრაქტიკული ვარიანტები ფეხსაცმლის შესანახავად. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენი ადგილი გათავისუფლდება ასეთი იდეების დახმარებით!

9. ასე საყურეები აღარ დაგეკარგებათ, თანაც, ძველი ნივთების გადაყრაც აღარ მოგიწევთ და მათ ახალ სიცოცხლეს შესძენთ.

10. მოსახერხებელი და პრაქტიკულია, არა?

11. ღვინის საცობების გამოყენებით ცხელი ფინჯანის დასადგამების, გასაღების ბრელოკის, აღსანიშნი დაფების, სააბაზანოს ხალიჩისა და სამზარეულოს წინსაფრის გაფორმებაც კი შეგიძლიათ. ეს ყველაფერი მხოლოდ საცობების რაოდენობაზე და თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული!

12. ასეთი იდეებით თქვენი სახლი ან ბინა ნამდვილად გარდაიქმნება და აივსება სიმყუდროვით!

რედაქციის რჩევა

მანქანის საბურავებს წელიწადში ორჯერ ვცვლით. ზოგი უბრალოდ სანაგვეზე ყრის ძველ რეზინს და არც კი ფიქრობს იმაზე, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ეფექტური და პრაქტიკული ნივთების დასამზადებლად.