11 რამ სამზარეულოში, რაც დიასახლისის ფეთხუმობაზე მეტყველებს

სამზარეულო სახლში ყველაზე პოპულარული ოთახია, რადგან მას ყველა ხმარობს. თუკი ამ მარტივ მეთოდებს გამოიყენებთ, სახლის ეს ნაწილი მუდამ დალაგებული და მოვლილი გექნებათ. ნახეთ რა ანაგვიანებს თქვენს სამზარეულოს:

1. ღია ზედაპირზე პროდუქტების დაგროვება

ყველაფრის ზემოდან დადების ნაცვლად გამოიყენეთ ერთნაირი ტიპის კონტეინერები პროდუქტების და ნივთების შესანახად. სუნელების შესანახი ქილები და კონტეინერებიც თქვენი სამზარეულოს ფერებს უნდა უხდებოდეს.

2. ჭურჭელი

გატეხილი, დაკაწრული ან დაბზარული ჭურჭელი უნდა შეაკეთოთ ან გადააგდოთ, რადგან მათი ვიზუალი სამზარეულოს ამახინჯებს. თანაც, ყოველი ბზარი ბაქტერიების დასაგროვებელ სივრცედ იქცევა.

3. ნიჟარა

დაითვალეთ რამდენი ჭურჭელი სჭირდება თქვენს ოჯახს ყოველდღიური გამოყენებისთვის და შეინახეთ დანარჩენი ჭურჭელი ნიჟარიდან შორს. ამის წყალობით უბრალოდ სუფთა თეფშების აღების ნაცვლად ჭუჭყიანი თეფშების გარეცხვის მეტი მოტივაცია გექნებათ ყოველ ჯერზე.

4. სარეცხი საშუალებების შენახვა

პირსაბანის ირგვლინ საწმენდი საშუალებების ბოთლების დაგროვება ყოველთვის ამახინჯებს სამზარეულოს. შეინახეთ ისინი პირსაბანის მაღლა ან ქვემოთ დამაგრებულ თაროზე.

5. სამზარეულოს მაგიდა

რეგულარულად გაწმინდეთ საშაქრე და სამარილე, ასევე არასდროს დატოვოთ მაგიდაზე ხელსაწმენდები, ჭიქები და შეკვეთილი საჭმლის ყუთები. მსგავსი ნივთების მაგიდიდან მოშორების ჩვევა თქვენი სამზარეულოს ვიზუალს საგრძნობლად გააუმჯობესებს.

6. ღრუბლები და ჩვრები

აუცილებლად მოათავსეთ ღრუბლები თავის კონტეინერში გამოყენების შემდეგ. ასევე არ გააშროთ ნაჭრები კრანზე გადაკიდებით, რადგან ეს მის ზედაპირს დააჟანგებს და სამზარეულოს ვიზუალსაც გააფუჭებს.

7. კარადების კარები

სამზარეულოს კარადების კარები საჭმლის კეთებისას ყოველთვის ჭუჭყიანდება. გაწმინდეთ მათი ზედაპირი სახლის დალაგებაზე უფრო ხშირად, რათა ზედმეტი ცხიმის ფენის დაგროვება აიცილოთ თავიდან.

8. სამზარეულოს ქსოვილები

შეხედეთ თქვენს წინსაფრებს და სამზარეულოს ხელთათმანებს. თუკი მათზე ისეთ ცხიმის ლაქებს შენიშნავთ, რომელსაც გარეცხვა ვერ მოაშორებს მათ, მაშინ სჯობს ისინი ახალი ქსოვილებით ჩაანაცვლოთ, რათა სამზარეულო დაბინძურებისგან დაიცვათ.

9. ქაღალდები

მაცივრებისა და კარადების ზედაპირზე ხშირად ვაკრავთ ქაღალდებს და პატარა წერილებს ოჯახის სხვა წევრებისთვის, რომელიც მათზე დიდი ხნით რჩება და ზედაპირის გაყვითლებასაც კი იწვევს. ხშირად მოაშორეთ სამზარეულოს ზედაპირებს უსარგებლო ქაღალდები და ასევე მათ დასამაგრებლად გამოიყენეთ მაგნიტები, წებოვანი ქაღალდების ნაცვლად.

10. სამზარეულოს ფანჯრები

დატოვეთ სამზარეულოს ფანჯრის შიდა რაფები ცარიელი ან მორთეთ ისინი ადვილად მოსავლელი მცენარეებით. ეს ოთახს უფრო ნათელ და ფართო იერს შესძენს.

11. სუფთა ჰაერი

გაანიავეთ თქვენი სამზარეულო რაც შეიძლება ხშირად. ეცადეთ ყოველთვის გააღოთ კარებები და ფანჯრები ზღვის პროდუქტების მომზადებისას. განიავებული სამზარეულო დადებით ეფექტს მოახდენს თქვენს ჯანმრთელობაზეც.