9 რჩევა იმისთვის, რომ მანქანამ უფრო დიდხანს გაძლოს

ზეთის შემოწმების და საბურავების როტაციის გარდა თქვენ კიდევ უამრავი მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ იმისთვის, რომ თქვენი ავტომობილის მდგომარეობა იდეალურ დონეზე შეინარჩუნოთ. ნახეთ როგორი ხრიკები ახანგრძლივებს მანქანის მუშაობის ვადებს:

1. არ ჩამოდოთ ხელი გადამრთველზე

გადამრთველზე ხელის ჩამოდება ტრანსმისიის კომპონენტების ნაადრევად გაცვეთას გამოიწვევს.

2. პირველად, გამოცვალეთ ზეთი 80-150 კილომეტრის გავლის შემდეგ

80-150 კილომეტრის გავლის შემდეგ ზეთის გამოცვლა აუცილებელია ახალი ავტომობილის შეძენის შემდეგ. ეს მისი მუშაობის ხანგრძლივობას გაზრდის. თუმცა, თუ ამ მანქანით უკვე დიდი ხანია სარგებლობთ, ზეთი ყოველ 5000-8000 კმ-ს შემდეგ უნდა შეცვალოთ.

3. არ გააჩეროთ ავტომობილი დიდხანს

დიდი ხნით გაჩერება ავტომობილების ელემენტებს დაცლის და მის საბურავების შეუცვლის ფორმას. თუ დიდი ხნით აპირებთ მანქანის გაჩერებას, მაშინ ხშირად გარეცხეთ საღებავის დასაცავად, ზედმეტად გაავსეთ საბურავები ჰაერით და შეუერთეთ ელემენტი სპეციალურ დამტენს.

4. შეამსუბუქეთ გასაღების საკიდი

მანქანაში შერჭობილი გასაღების საკიდის სიმძიმე, განსაკუთრებით სიარულისას მისი ქანაობით შესარჭობი წერტილის დეტალების დაზიანებას გამოიწვევს.

5. აკონტროლეთ ჩასხმული ბენზინისა და გავლილი მანძილის რაოდენობა აპლიკაციებით

მსგავსი დეტალების ჩაწერით ან აპლიკაციაში დამახსოვრებით მარტივად გაიგებთ როდის გაუარესდება გავლილი მანძილის სიგრძე, რის შედეგადაც დროულად მიიყვანთ ავტომობილს სერვისცენტრში შესაკეთებლად.

6. ყოველთვის შეამოწმეთ საბურავების თანაბრობა

არათანაბრად დაბერილი საბურავები უფრო მალე გაცვდება და ამან შესაძლოა ავარიაც კი გამოიწვიოს.

7. შეცვალეთ ჰაერის ფილტრი რაც შეიძლება ხშირად

თქვენი მანქანის ჰაერის ფილტრი მისი ფილტვია. მისი მტვერით გავსება თქვენი მანქანის მტვერით გავსებას გამოიწვევს, რაც მისი მუშაობის ხანგრძლივობის შემცირებას იწვევს.

8. არ გამოიყენოთ წნევიანი სარეცხი აქსესუარები ძრავის გასაწმენდად

ამით თქვენი ძრავის სერიოზულად დაზიანებას გამოიწვევს, რაც გულისხმობს მისი ელექტრონული ნაწილების, შლანგების და რეზინის თავების გაფუჭებას. ძრავის გასაწმენდად ნაჭერი და ცხიმის მოსაშორებელი სითხეები სრულიად საკმარისია.

9. არ უგულებელყოთ ხელის მუხრუჭი

ყოველთვის გამოიყენეთ ხელის მუხრუჭი, მიუხედავად იმისა მანქანა აღმართზეა დაპარკინგებული თუ სწორ გზაზე. ეს ხშირად აშორებს ზეწოლასა თქვენს ტრანსმისიას. ამ ჩვევით თქვენი ავტომობილის მუშაობის ხანგრძლივობას მართლაც დიდი ხნით გაზრდით.