აი, რატომ უნდა აირჩიოთ ექვსკუთხა ფილები ინტერიერის მოსაპირკეთებლად

რამდენიმე იდეა მათთვის, ვისაც საკუთარი ბინის გარდაქმნა სურს. ჩვენ ფილებით კედლის დეკორაციის თემას შევეხებით, კერძოდ, ექვსკუთხა ფილებით, რომელსაც ასევე ეწოდება ჰექსაგონი.

ახლა ეს ფილები მოდაშია. ის უჩვეულოდ, ორიგინალურად გამოიყურება და ყველას ყურადღებას იპყრობს. იგი სხვადასხვა ზომისა და ფერისაა. კედელზე მისი გაკვრა გაცილებით მარტივია, ვიდრე კვადრატული ფილების. ექვსკუთხა ფილების დაგება არ საჭიროებს სპეციალურ უნარებს.

ექვსკუთხა ფილების დასრულებას ყველაზე ხშირად სამზარეულოში, სააბაზანო ოთახსა და შემოსასვლელში გვხვდება. ინტერიერში ჰექსაგონის შემოღების ყველაზე მარტივი გზაა სამზარეულოს წინსაფრის გაფორმება. მცირე ზომისაა, მაგრამ ფუნქციონალური, ის არ მოითხოვს დიდ ფინანსურ ხარჯს.

ექვსკუთხა ფილები

ფილებით მოწყობილი სამზარეულოს წინსაფარი იმით არის კარგი, რომ ადვილად ირეცხება. საწმენდი საშუალებები მას არ ვნებს, და იგი იცავს კედლებს ლაქებისა და ტენისგან.

1. მუქი წინსაფარი პატარა ზომის ექვსკუთხა ფილებისგან პიქსელებს ჰგავს კომპიუტერის ეკრანზე.

2. ნათელი ფილები თეთრ კედელზე განლაგებულია არა რიგებად, არამედ წარმოქმნილი ტალღით. ერთი შეხედვით, ისე გამოიყურება, თითქოს ის არ დაუგიათ. მაგრამ სინამდვილეში, ეს არის დასრულებული შემოქმედებითი კომპოზიცია. ზემოთ მოყვანილი სურათი მხოლოდ ვიზუალს ავსებს.

3. მსხვილი ექვსკუთხა ფილები მუქ ფერებში – იდეალური გადაწყვეტაა სკანდინავიური სამზარეულოსთვის. თოვლივით თეთრ კედელთან არის ფილები, რომებიც ძალიან მარტივად ირეცხება.

4. მუქი-ლურჯისა და ნაცრისფერი ტონების კარგი შერწყმა, რომელიც საინტერესოდ არის გათამაშებული.

5. კიდევ ერთი თამაში თეთრისა და მუქი-ლურჯი ფერების კონტრასტზე. იმის გამო, რომ ფილები კედლის მხოლოდ ნახევარზეა გაკრული, ისინი ძალიან კოხტად გამოიყურება.

6. წვრილი ექვსკუთხა ფილები მწვანე და ნაცრისფერ ჩრდილებში, რომლებიც ამშვიდებს და არ თრგუნავს, ეს სწორედ ის არის, რაც სასწავლო ან შემოქმედებითი სემინარებისთვის გჭირდებათ.

7. კარგი სამუშაო ზონა სამზარეულოში – ნაცრისფერი და თეთრი ტონების შემთხვევითი კომბინაცია.

8. აგურის კედელი კომბინირებულია მუქ ექვსკუთხა ფილებთან და თეთრ გრუნტთან. ეს ძალიან მოდურად გამოიყურება. ასეთი სილამაზის გამო, რა თქმა უნდა, ცოტა ადამიანი თუ გაბედავს ბინაში კედლის აგურით გაფორმებას. კაფეს ან ანდერგრაუნდის დაწესებულებისთვის კი შესანიშნავი იდეაა.

9. ექვსკუთხა ფილებით დაფარული კუნძული მუხის ტექსტურით, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას კედელი საკვების მომზადებისას წარმოქმნილი შხეფებისგან. ჩვეულებრივი მართკუთხა ფილებით ასეთი ნიმუშის შექმნა ვერ მოხერხდებოდა.

10. ძალიან კარგი იდეა სააბაზანო ოთახისთვის. მშვიდად და მონუმენტურად გამოიყურება. შეგიძლიათ ეს იდეა გადაიღოთ და იგი თქვენს სააბაზანოში უფრ რბილ ფერებში გაიმეოროთ.

ექვსკუთხა ფილები სამზარეულოში ყოველთვის საინტერესოა.