ცნობილმა მომღერალმა ლოს ანჯელესში მდებარე დიდებული სახლი გასაყიდ ბაზარზე გამოიტანა. 8 საძინებლის მქონე სასახლე 10 მილიონ დოლარადაა შეფასებული და ღია სართულებს, გიგანტურ სამზარეულოს და ძალიან ბევრ ოთახს მოიცავს. სახლს ასევე ეკუთვნის ორსართულიანი სტუმრების აპარტამენტიც, რომელიც მართლაც ყველაზე მდიდრული სტუმრების სახლია ბაზარზე. სახლს თანამედროვე არქიტექტურის საოცრებას უწოდებენ, რადგან მასში იდეალურად ერწყმის ერთმანეთს ხელოვნება, დიზაინი და საჭირო ფუნქციები. შეაფასეთ მისი შთამბეჭდავი სივრცე:

სამზარეულოს ულამაზესი ზედაპირები იდეალურად ერწყმის ღვინის ჭიქებს, ღია სივრცესა და სხივურ სანათებს.

სამზარეულოს გარშემო შეხვდებით შთამბეჭდავ სასადილო სივრცეებს, რომელსაც შესანიშნავი იატაკი და გიგანტური ფანჯრები ამშვენებს. სამზარეულოს მეორე მხარეს ასევე განთავსებულია მისაღები ოთახი ბუხრით.

ამ სივრცის ნატურალური ტონები იდეალურად ერწყმის ხეს და რამდენიმე ღია ფერის დეტალი, მაგალითად ყვითელი სავარძელი და მწვანე ხალიჩა ოთახს ძალიან კომფორტულ ატმოსფეროს სძენს, ბუნებრივი განათების დახმარებით.

კლარკსონი სტუმრების მოყვარულია, რის გამოც მისი სასადილო ოთახი კომფორტული და ელეგანტური სკამებითაა სავსე თანამედროვე ჭაღთან ერთად. აქ ასევე შეხვდებით გიგანტურ ფანჯრებს.

მთავარი საძინებელი მაღალი ჭერითა და ულამაზესი ფერებით იწონებს თავს. აქაც შენარჩუნებულია ღია სივრცის კომფორტი.

საძინებლის კერძო აივანი მშვენიერ აუზს გადაჰყურებს, რომელიც იდეალურ გარემოს ქმნის გასარუჯად და მეგობრებთან ერთად სასმლის დასალევად.

10 მილიონიან სასახლეში მართლაც ასეთ მშვენიერ აბაზანებს უნდა ელოდოთ. აქ კომფორტული სივრცე და ბუნებრივი განათება არ მოგაკლდებათ.

აქ ვარსკვლავის შვილებს იდეალური ოთახები აქვთ. საყვარელი ვარდისფერი სივრცე შესანიშნავი ადგილია გასაზრდელად.

მათი სათამაშო ოთახი გაფორმებულია სამზარეულოთი, მოსართავი კუთხით, ბარბის სახლით და რათქმაუნდა დიდი სივრცით უამრავი სათამაშოს შესანახათ. აქ ბავშვებს სუფთა ჰაერიც არ აკლიათ.

კელის სასახლეს პირადი კინოთეატრიც არ აკლია. ეს სივრცე სავსეა უამრავი კომფორტული სავარძლით იდეალურად განტვირთვისთვის.

ამ ქონების ყიდვა მხოლოდ აუზის სივრცედაც კი ღირს. აქ იდეალურად ეტევა ლაუნჯის, ბარის, ვახშმის მოსამზადებელი და ბავშვების სათამაშო სივრცეები, გასარუჯ ნაწილთან ერთად.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი