ლამინატი კედლის მოსაპირკეთებლად: უპირატესობები და იდეები

ერთი თვის წინ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ მისაღებ ოთახში კოსმეტიკური რემონტი ჩაგვეტარებინა. დიდხანს ვფიქრობდით კედლის დეკორაციაზე, შემდეგ კი რამდენიმე კვადრატული მეტრი ლამინატი შევიძინეთ და ის არა იატაკზე, არამედ კედელზე გავაკარით. შედეგმა არა მხოლოდ ჩვენი ყველა ახლობელი, არამედ ჩემი მეგობარიც აღაფრთოვანა, რომელიც 15 წელზე მეტია არქიტექტორად მუშაობს!

დიზაინში იატაკის საფარის უჩვეულო გამოყენება დღესდღეობით სულ უფრო პოპულარული ხდება. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ლამინატის გამოყენება სხვადასხვა ოთახებში კედლის გასაფორმებლად. მთელ პროცედურას საკმაოდ მარტივი მოსამზადებელი სამუშაოები სჭირდება, ეფექტი კი ყველაზე სკეპტიკურ ადამიანებსაც მოეწონება.

კედლის გაფორმება ლამინატით

დღეს ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის საინტერესო გამოსავალი მოამზადა, თუ როგორ შეიძლება სწრაფად და ტექნიკურად მარტივად განაახლოთ თქვენი ბინის ინტერიერი. 14 უჩვეულო ვარიანტი!

1. კედლის გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე ლამინატი, რაც იატაკზე გაქვთ დაგებული. მაგრამ ვინაიდან კედელზე განთავსებულ მასალაზე დატვირთვა მსუბუქი იქნება, შესაძლებელია აირჩიოთ მცირე სისქის ლამინატი, რომელიც შედარებით დაბალხარისხიანია.

2. ლამინატი მრავალფეროვანი შაბლონებითა და ფაქტურით გამოირჩევა, რომლებიც ხის, პარკეტის, ქვის ან სხვა მასალის იმიტაციას ახდენენ. მათი მოვლა საკმაოდ მარტივია, თანაც, ისინი დიდხანს ინარჩუნებს თავდაპირველ სახეს.

3. ინტერიერში აქცენტის შესაქმნელად, ისევე როგორც ფოტოზეა მოცემული, შეგიძლიათ მოფიცროთ კედლისა და ჭერის ნაწილი, ასევე შეავსოთ დიზაინი ჩასაშენებელი განათებით.

4. ლამინატის შეძენამდე, ექსპერტები გვირჩევენ განვსაზღვროთ მისი დაგების მეთოდი. თუ პატარა ოთახის გაფორმება გსურთ, მაშინ დაწებების მეთოდი გამოგადგებათ. ეს საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ ოთახის ფართობი. თუ ვრცელ ოთახში ხის ჩარჩოს დამონტაჟებაა შესაძლებელი, მაშინ უმჯობესია დამაგრების ეს მეთოდი აირჩიოთ. იგი უფრო ადვილად შეიკრიბება და კედელზე უსაფრთხოდ გამაგრდება.

5. კედლის ასეთ მოწყობას განსაკუთრებული მოვლა არ დასჭირდება – საკმარისი იქნება, თუ კედელს ნესტიანი ქსოვილით ან ღრუბლით გაწმენდთ.

6. სამზარეულოს წინსაფრის გასაფორმებლად ლამინატის გამოყენების ეს იდეა ძალიან მომწონს. ძალიან უჩვეულოდ და მოდურად გამოიყურება!

7. ლამინატი ტექსტურით ბუნებრივ ხელს ჰგავს, რაც დეკორს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. გარდა ამისა, ეს არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ასე რომ, იგი სავსებით შესაფერისია ნატურალური მასალების მოყვარულთათვის. ამ თვისების გამო, მასალის გამოყენება შესაძლებელია საძინებელში, ბავშების ან მისაღებ ოთახებში.

8. სპეციალური წარმოების ტექნოლოგიის წყალობით, ლამინატი შესანიშნავად ინარჩუნებს სითბოს ბინაში და ხმისიზოლაციის თვისებებიც აქვს. ის ამცირებს შემომავალი ხმაურის სიხშირეს და ახშობს გამავალი ხმაურის უმეტეს ნაწილს.

9. ლამინატის ფერები შეიძლება დაიყოს ცივ და თბილ ჯგუფებად, ხოლო რემონტის დროს თქვენ ერთი შეფერილობა უნდა შეინარჩუნოთ.

შეგიძლიათ აირჩიოთ ფერი, რომელიც ავეჯისა და კედლების ტონს შეესაბამება, ან ინტერიერში კონტრასტული კედელი გააკეთოთ, ორივე ვარიანტი დიზაინის შესაბამისი იქნება. აგრეთვე უნდა მიაქციოთ ყურადღება ლამინატის სიკაშკაშეს, რომელიც ფერენის შერწყმით განისაზღვრება, ან ფერების ერთი ჯგუფის კონტრასტებით. ფერი შეიძლება აირჩიოთ კარის ან იატაკის ფერის მიხედვით.

10. ეს იდეები კი უკვე განახორციელა ჩემმა მეგობარმა.

11. ასეთი დასრულების სათანადო მონტაჟისთვის,ფრთხილად უნდა მოამზადოთ ბაზა. თუ ბრტყელ ზედაპირს მიაღწიეთ, გაწმინდეთ იგი მტვრისგან და ინსტალაციაზე გადადით. უსწორმასწორო სიბრტყეზე სამაგრები სპეციალურ კარკასზე სრულდება, რომელიც საბოლოო ვიზუალს სწორს და გლუვსგახდის.

12. კიდევ რამდენიმე საინტერესო ვარიანტი!

13. ლამინატის მეშვეობით შეგიძლიათ ფართო ოთახის ზონირება, თუ აქცენტს კედელზე შექმნით.

14. ეკოლოგიურობა და ბუნებრივი მოტივებისკენ მისწრაფება შენობების დიზაინის უახლესი ტენდენციაა. არაფერი ასოცირდება ახალ ტყესთან, მდინარის ნაპირთან, ხეზე აშენებულ სახლთან, როგორც ხის მასალები. ამიტომ, ლამინატი, რომელიც ბუნებრივი ხის იმიტაციას ახდენს, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

იმედი გვაქვს ეს ვარიანტები შთაგაგონებთ და აუცილებლად განახორციელებთ რომელიმე მათგანს!