28 მარტივი ხრიკი, რომლებსაც იაპონელები ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ

ყველა ქვეყანა თავისი გზით ვითარდება, თუმცა ზოგიერთი მათგანი უკვე იმ დონეზეა განვითარებული, რომ მათი სტუმრობისას თავი მომავალში გეგონებათ. სწორედ ასეთ ქვეყანად ითვლება იაპონიაც, რადგან იაპონელები მუდამ ყველაფრის გაუმჯობესებაზე და უფრო კომფორტული და პრაქტიკული ვარიანტების შექმნაზე ზრუნავენ. ნახეთ მათი ყველაზე ჭკვიანური მეთოდები, რომლებითაც ისინი ყოველდღიურ პრობლემებს გაუმკლავდნენ:

28. წინდები ფეხზე წებოთია დამაგრებული

მაღალი წინდები სკოლის უნიფორმის ნაწილია. გოგონები ფეხის კანზე წებოს ისვავენ, რომელზე წინდის თავი მაგრდება და ასე იცავენ ისინი თავს წინდების ჩამოწევისგან.

27. ქუჩები გაფორმებულია ქოთნის მცენარეებით

იაპონიაში შენობები ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას, რის გამოც ბაღის ქონა ფუფუნებად ითვლება. სწორედ ამიტომ მაცხოვრებლები ყვავილების ქოთნებით პირდაპირ ტროტუარებს აფორმებენ, რის გამოც დიდი იაპონური ქალაქები ცემენტის ჯუნგლებს ჰგავს.

26. წყლულებს სპეციალური კომპრესებით მკურნალობენ

საკრავი პირდაპირ პირის კუთხეში არსებულ წყლულზე ეკრობა და მაშინვე აქრობს ტკივილს, განკურნების პროცესის გაუმჯობესებასთან ერთად.

25. ხალხი თან ატარებს საკუთარ ნაგავს

იაპონურ ქუჩებში ბევრი ნაგვის ურნა არ დგას, რის გამოც იაპონელები თან საკუთარ პარკებს ატარებენ ნაგვის ჩასადებად. ისინი ასევე სხვის მიერ დაგდებულ ქაღალდსაც იღებენ და საკუთარ პარკში ანთავსებენ იქამდე, სანამ უახლოეს ნაგვის ყუთამდე მივლენ. სწორედ ამიტომაა იაპონიის ქუჩები ყველაზე სუფთა.

24. ჭრილობები იფარება ქირურგიული წებოთი

წებო მარტივად წასასმელია და სწრაფად შრება. იგი არც წყლით არ ირეცხება და ჭრილოებს მარტივად კურნავს. მისი დახმარებით მოუხერხებელ ადგილებში გაჩენილი ჭრილობების დაფარვა მარტივია.

23. ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი კარების სმარტფონებით გაღება და დახურვა, შორს ყოფნის დროსაც კი

იაპონური აპარტამენტების უმრავლესობა ელექტრონული საკეტებითაა აღწურვილი, რომლის გაღებაც ჩვეულებრივი გასაღებით, პინკოდით, ბარათით, თითის ანაბეჭდით ან სმარტფონის აპლიკაციით შეიძლება.

აპლიკაციები ძალიან მოხერხებულია, თუკი სახლიდან შორს იმყოფებით და მაგალითად სხვისი შეშვება გინდათ თქვენ სახლში მცენარეების მოსარწყავად. აპლიკაციით ერთჯერადი პინკოდის დაყენებაც შეგიძლიათ კარზე.

22. ისინი ირჩევენ ეკო-მეგობრულ ჭურჭელს

იაპონიაში პლასტმასის და ხის ჭურჭლის ნაცვლად ბამბუკისგან დამზადებულ ჭურჭელს ხმარობენ. მოსოს ტიპის ბამბუკი ძალიან სწრაფად იზრდება და მისი გადამუშავებაც ძალიან ადვილია. ასევე მისი გავრცელების კონტროლი ძალიან სასარგებლოა იაპონიის ეკოსისტემისთვის.

21. ადამიანები ხელების დაბანისას სპეციალურ ხსნარსაც იყენებენ პირში გამოსავლებად

იაპონელები რესტორანში ყოფნისას ან ნებისმიერი საქმის შესრულების შემდეგ ხელების დაბანისას ყოველთვის ირეცხავენ პირსაც სპეციალური ხსნარით და ზოგჯერ კბილებსაც იხეხავენ.

20. შხაპის მიღების დროს დაჯდომა ნორმალურია

იაპონიაში სასურველ შხაპის ტემპერატურას თავიდანვე მარტივად აყენებთ, რის გამოც შეგიძლიათ მარტივად დაჯდეთ და ისე მიიღოთ შხაპი. იატაკზე ერთი წყლის ხვრელია დამონტაჟებული, რის გამოც აბაზანა დაბანის დროს მარტივად სუფთავდება, კედლების შხაპის წყლით ჩამორეცხვის შემთხვევაშიც კი. აბაზანის ცხელი წყლით ავსება ასევე მეორე ოთახში დამონტაჟებულ ღილაკზე დაჭერითაცაა შესაძლებელი. ოთახში ასევე ტემპერატურა იცვლება ბანაობის შემდეგ, რათა მასში ჩამოკიდებული სამოსი 1-2 საათში მარტივად გააშროთ.

19. გაზქურის დაბლა მოთავსებულია ფატარა ღუმელი

იაპონელები ტრადიციულად საუზმეზე შემწვარ თევზს ჭამენ, რის მოსამზადებლადაც ეს ღუმელი იდეალურია. ამით ასევე ამზადებენ ტოსტებს და შემწვარ ბოსტნეულს.

18. მოხარშულ კვერცხებს სხვადასხვა ფორმებს აძლევენ მადის გასაუმჯობესებლად

ჩვეულებრივ მოხარშულ კვერცხს იაპონელები სპეციალური გაჯეტების დახმარებით უამრავ საინტერესო ფორმას აძლევენ 10 წუთში. ამის დახმარებით მათი საუზმე უფრო გემრიელად გამოიყურება.

17. ადამიანებს უყვართ ისეთი რაღაცეების შექმნა, რასაც ტრანსფორმაცია შეუძლია

ამის შესანიშნავი მაგალითია ბავშვების მაგიდა, რომელიც მარტივად გადაიქცევა სავარძელად ან სათამაშოების თაროდ.

16. გაზეთის წაკითხვის შემდეგ მისი დარგვა შეგიძლიათ

იაპონიის უდიდესი გამომცემლობა გაზეთებს თესლიანი ქაღალდებით ბეჭდავს, რის გამოც მათი წაკითხვის შემდეგ გაზეთის დარგვაა შესაძლებელი მცენარეების გასახარებლად.

15. მოხუცები სიარულში ხელის შემწყობ ხელსაწყოებს იყენებენ ეტლების ნაცვლად

ეტლებისგან განსხვავებით სიარულში ხელის შემწყობი მოწყობილობები კუნთების უკეთ მუშაობას უზრუნველყოფს და მოხუცებს ჩონჩხის წონის უკეთ გადანაწილებაშიც ეხმარება. ამის წყალობით მათ ნორმალურად მოძრაობის და მუშაობის უნარიც უკეთ უნარჩუნდებათ.

14. მარანი და გაყვანილობები იატაკის ქვეშაა დამალული

იაპონური სახლების აშენებისას მშენებლები სპეციალურ სივრცეს ტოვებენ საძირკველის დონესა და იატაკს შორის. სწორედ ამ სივრცეში ათავსებენ ყველა ინჟინერულ სისტემას. შესაბამისად მათი გაფუჭების შემთხვევაში ხელოსანი საძირკვლის დონეზე ჩასვლას და იატაკის ქვეშიდან ყველაფრის შეკეთებას მარტივად ახერხებს. ასეთი სივრცე იატაკიდან სიცივის ამოსვლასაც უშლის ხელს. ხშირად ასეთ სივრცეს ასევე საკუჭნაოდაც იყენებენ, სადაც კარაქს, სოუსებს და კიტრებს ინახავენ.

13. კანზე კოლაგენს თმის ფენის დახმარებით ისვავენ

თმის ფენზე დამონტაჟებული კარტრიჯების წყალობით ასეთი მეთოდი უკეთ ანაწილებს კოლაგენების ნაწილაკებს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, თმის უჯრედების დახურვასთან და მისი ნატურალური ტენიანობის შენარჩუნებასთან ერთად.

12. საჯარო საპირფარეშოების პირსაბანში ჩამონტაჟებულია საპონის და ხელის საშრობი სისტემები

მსგავსი სისტემები ავტომატურად მუშაობს და მათი გამოყენებისთვის სენსორებთან ხელის მიტანაა მხოლოდ საჭირო. ეს ზოგავს სივრცეს, საპონს, წყალს და ელექტროენერგიას. ეს ადამიანებს ჭუჭყიან სასაპნეებთან შეხებისგან იცავს.

11. სახის კანს მკურნალობენ იონიზებული წყლით, რომელსაც მაღალწნევიანი ხელსაწყო ასხავს სახეს

ამ გაჯეტის დახმარებით სახის კანს წყლით მოაშორებთ მკვდარ უჯრედებს და მტვრის ნაწილაკებს. ეს პროცედურა აპიარებს კანის უფრო ნაზი მოვლის ხერხებს და კანის უჯრედების ღრმად გაწმენდის ტექნიკას. იგი ძალიან გამოსადეგია სენსიტიური კანის ან ალერგიების მქონე ადამიანებისთვის.

10. ხალხი ერთჯერად უნიტაზებს იყენებს, რომელიც სუნსაც იწოვს და სითხეს გელად აქცევს

იაპონელები ასეთ პაკეტში მოთავსებულ უნიტაზებს მოხუცი ნათესავებისთვის ყიდულობენ ძირითადად და თან მიაქვთ მაგალითად ქალაქიდან საპიკნიკედ გასვლისას. ასევე ერთ პაკეტს ინახავენ მანქანაშიც ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც ბავშვებს საპირფარეშოს მოხმარება დასჭირდებათ საცობში დგომის დროს.

9. პოპკორნის და ჩიფსების ჭამა სპეციალური ჯოხებით

ეს გრძელი მოხერხებული ჯოხები გამოგადგებათ პარკების სიღრმიდან სასუსნავების ამოსაღებად და თითების დასვრის გარეშე მათ შესაჭმელად.

8. ველოსიპედებს ქოლგის ჩასადები აქვთ

იაპონიაში ველოსიპედის ტარებისას ხელში ქოლგის დაჭერა აკრძალულია. სწორედ ამიტომ მათი დამაგრება შეგიძლიათ ველოსიპედზე მიბმულ სპეციალურ ჩასადებზე.

7. ადამიანები იცავენ სეზონურ დიეტებს და არ უშინდებიან უჩვეულო საკვების კომბინაციებს

იაპონელებმა იციან რომელ სეზონზე რომელი საჭმლის ჭამაა შესაძლებელი და მათ სხვადასხვანაირად მიირთმევენ. მაგალითად ისინი ჭამენ საზამთროს მარილთან და ცხარე მაკარონთან ერთად. აქ საჭმლის გადაყრა მიუღებელია, რის გამოც პროდუქტებს ინახავენ გამხმარ, ან დაკონსერვებულ მდგომარეობაში მოგვიანებით შესაჭმელად.

6. ადვილად დასაძინებლად მარტოსული ადამიანები ადამიანის ზომის ბალიშებს ეხუტებიან, რომლებზეც მათი ფავორიტი ცნობილი ადამიანის ფოტოა გამოსახული

თავიდან ეს იმ თინეიჯერების სათამაშოდ ითვლებოდა, რომლებსაც დათუნიებთან ერთად დაძინება აღარ უნდოდათ. მსგავსი ბალიშები მზადდება ანიმაციური პერსონაჟების, გრძელი კატების და ცნობილი მსახიობების ფორმებით.

5. ჩვეულებრივი ჯაგრისების ნაცვლად იაპონელები სპეციალურ საწმენდ მოწყობილობას იყენებენ საწმენდი ნაჭრით

აქ სპეციალურ ჯაგრისებს იყებენ უნიტაზის საწმენდად, რათა შხეფებისგან დაიცვან თავი. ასეთ ჯაგრისებს წინ ერთჯერადი ნაჭრები უმაგრდებათ, რომელიც სპეციალურ ანტიბაქტერიულ ხსნარშია ამოვლებული. გაწმენდის შემდეგ ღილაკზე დაჭერაა საკმარისი ჯაგრისის თავიდან ნაჭრის მოსაძრობად და უნიტაზში ჩასარეცხად.

4. მოხუცი ადამიანებუ საკუტარ ტანს ვირტუალური რეალობის სათვალეებით წყალობით და ვიდეოთამაშებით ავარჯიშებენ

მსგავსი მოწყობილობები ტვინის მასტიმულირებელ ხელსაწყოებად ითვლება, რაც მოხუცებს ეხმარებათ კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და მთელი ტანის გავარჯიშებაში. თანაც აქ ვიდეოთამაშები ძალიან პოპულარულია. ახლახანს იაპონელ ბებიას გადასცეს გინესის რეკორდების წიგნის ჯილდოც კი, რადგან იგი ყველაზე ასაკოვან იუთუბერად აღიარეს. იგი უკვე 39 წელია რაც ვიდეოთამაშებს თამაშობს და ამ პროცესს ონლაინში უზიარებს მაყურებლებს.

3. აქ მოწყობილობების უმრავლესობა სხვა ნივთში ყენდება

მაგალითად ნინტენდოს მიერ წარმოებული სათამაშო მოწყობილებები აქ ყველაზე პოპულარულ სათამაშოდ ითვლება. ამიტომ გამოიგონეს ისეთი საკერავი მანქანებიც კი, რომლებიც მხოლოდ მათში ნინტენდოს სათამაშო მოწყობილობის მოთავსების შემდეგ იწყებს მუშაობას.

2. ხალხი მზადაა გადაიხადოს 30 დოლარი და მოიცადოს 17 წელი სპეციალური კერძის საჭმელად, რადგან ისინი პატივს სცემენ შეფმზარეულს

იაპონიაში ზოგიერთი კერძი პოპულარულია მარტო იმიტომ, რომ მას სპეციალური ადამიანი ამზადებს ორიგინალური რეცეპტით. ეს შეიძლება იყოს რომელიმე პატარა ქალაქში მომუშავე მზარეულიც კი, თუკი მისი ხერხით მომზადებულ კერძს საუკეთესო ვარიანტად აღიარებს ხალხი. მსგავსი კერძების საჭმელად ხალხი რიგში ეწერება მზარეულის მიმართ პატივისცემის გამოსახატად და იმის ცოდნის მიუხედავად, რომ შეიძლება კერძის მიღება 17 წლის მანძილზეც კი ვერ მოახერხონ.

1. ქუჩები და ტროტუარები თბება ზამთარში

ეს სისტემა ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ ქალაქებში მუშაობს. ეს ასევე ამცირებს თოვლისგან ქუჩების გაწმენდის საჭიროებასაც, აქრობს ყინულს და თქვენ ფეხსაცმელებსაც იცავს. თანაც ეს ძვირი სიამოვნება არაა, რადგან ხშირ შემთხვევაში სისტემა ახლოს მდებარე ცხელი წყაროების წყალს იყენებს ტროტუარების გასათბობად, ზოგიერთ შემთხვევაში კი მზის ელემენტებისგან მიღებულ ელექტროენერგიას.