იაპონური ოფისი, რომელსაც სახურავზე თანამშრომლებისთვის პატარა სკვერი აქვს

როცა საქმე მეგაპოლისებში მშენებლობას ეხება, არქიტექტორებს მაქსიმალური კრეატივის გამოვლინება უწევთ, რათა თანამედროვე შენობა ფუნქციური და კომფორტული გახადონ. საკუთარი ოფისის შექმნის დროს კი განსაკუთრებით ინდომებენ. მაგალითად, იაპონელმა არქიტექტორებმა უნიკალური შენობა დააპროექტეს – ოფისი, სადაც მოხერხებული და ნათელი სამუშაო ზონები და სახურავზე პირადი მინი პარკია.

ორიგინალური შენობა ქალაქ ოკაძაკიშია და Sannouno ჰქვია. დიზაინერები ეცადნენ მიღებული მიწის ნაკვეთი მაქსიმალურად გამოეყენებინათ.

იმისათვის, რომ თანამშრომლებმა ბუნებისგან თავი სრულიად მოკვეთილად არ იგრძნონ, დასასვენებელი ზონა აუცილებელია, სადაც ხეების ჩრდილში ლანჩის მირთმევას შეძლებენ. საინტერესოა, რომ ეს მცენარეები სახურავის კონტრუქციაზე არ არიან დარგულნი, ისინი პირდაპირ მიწაზე იზრდებიან.

თანამშრომლები ღია დარბაზში მუშაობენ, კაბინეტების გარეშე.

იმისათვის, რომ სამუშაო გარემო უფრო ნათელი ყოფილიყო, ფანჯრების ნაცვლად გამჭვირვალე კედლები გააკეთეს. მაგრამ შენობა ისეა განლაგებული, რომ ფართობის დიდი ნაწილი მეზობელი სახლების უკანაა დამალული. გამოყენებულია მხოლოდ ნატურალური ხე. ხელოვნურ მასალებს პროექტის ავტორები გაექცნენ.

სახურავის კონსტრუქციისთვის არქიტექტორებმა და ინჟინრებმა ინოვაციურ მეთოდებს მიმართეს და საბოლოოდ, მთელი შენობა საკმაოდ არასტანდარტული და ორიგინალური გამოვიდა. მათ არ გამოუყენებიათ კლასიკური მასალები. მოძიეს გრძელი მორები, რომლებიც ისე დამონტაჟდა, რომ სახურავზე გლუვი ხაზი შეიქმნა.

სახურავს საფრთხე მხოლოდ მაშინ ემუქრება, თუ მასზე მინიმუმ 150 ადამიანი შეიკრიბება. ამიტომაც, ოფისის თანამშრომლებს არაფერი ემუქრებათ, რადგანაც ეს მათთვის დიდი ციფრია.