
საყოფაცხოვრებო ტექნიკა ბევრად ამარტივებს ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ მათი რეგულარული მოვლა აუცილებელია. რაც არ უნდა კარგი უთო გქონდეთ, დროთა განმავლობაში მასზე ნადები ჩნდება, რომელმაც შესაძლოა ქსოვილზე ნეგატიურად იმოქმედოს. მის გაწმენდაში იაფი და ხელმისაწვდომი საშუალება დაგეხმარებათ, რომელიც ყველა სახლშია – კბილის პასტა.
როგორ გავწმინდოთ უთო სწორად:
დაგჭირდებათ: კბილის პასტა, ბამბის ტამპონები, რბილი ჯაგრისი (მაგალითად კბილის) და კბილსაჩიჩქნები.
შესრულების ეტაპები:
- დააყენეთ მინიმალურ ტემპერატურაზე და გაათბეთ უთო. პლატფორმა ცხელი არ უნდა იყოს, მხოლოდ ისეთ ტემპერატურაზე რომ შეხება შეძლოთ.
- გამორთეთ უთო.
- ჯაგრისზე დაასხით კბილის პასტა და საგულდაგულოდ გადაატარეთ დაბინძურებულ ადგილებს.
- შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ კბილის პასტა უთოს პლატფორმას და დატოვეთ 30 წუთით.
- ნახევარი საათის შემდეგ ჩაალბეთ ბამბის ტამპონები თბილ წყალში და კბილის პასტა მოწმინდეთ.
- თუ მაინც დარჩა პასტა ან ნადები, კბილის საჩიჩქნებით გაწმინდეთ. შემდეგ ჩართეთ უთო და ოდნავ გაათბეთ. გამოუშვით ცოტაოდენი ორთქლი.
ალტერნატიული გამწმენდი საშუალება
თუ პირველმა ვარიანტმა არ გიშველათ, სხვა პროდუქტსაც გთავაზობთ. ამ შემთხვევაში უთოს გათბობა არ დაგჭირდებათ.
შესრულების ეტაპები:
- აურიეთ 1 ს.კ. საკვები სოდა 2 ს.კ. წყალთან. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- აიღეთ ტბილი ქსოვილი, დაასხით მასზე მასა და დაამუშავეთ უთოს პლატფორმა.
- 10-15 წუთის შემდეგ ჩამორეცხეთ გამწმენდი საშუალების ნარჩენები ბამბის ტამპონით ან ტილოთი.