10 აღმოჩენა, რომელთა საიდუმლოც დღემდე ვერავინ ამოხსნა

მსოფლიოს ისტორია სავსეა გასაოცარი მისტერიებით. მათი უმრავლესობის ამოხსნას ჩვენი თაობა სავარაუდოდ ვერც კი მოესწრება. ნახეთ რომელია მსოფლიოს ყველაზე მისტიკური და აუხსნელი 10 აღმოჩენა:

1. მოა ფრინველები

მოას ჩიტები ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე ბინადრობდნენ 1500 წლის წინ და ისინი მაორის ტომის მაცხოვრებლებმა გადააშენეს. მეოცე საუკუნეში მეცნიერებმა მიწაში ერთ-ერთი ჩიტის კლანჭი აღმოაჩინეს, რომელიც ზედმეტად დიდი ზომის იყო და ასევე იდეალურად შენახულ ექსპონატს წარმოადგენდა.

2. სასახლის კომპლექსი პერუში

ეს საოცარი ქვების კომპლექსი ერთი აფეთქების გარეშე იქნა შექმნილი. ყველა ქვას იდეალური და გამოკვეთილი კუთხეები აქვს ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ამ კომპლექსის აშენების ტექნიკა დღემდე უცნობია

3. მზის კარიბჭე ბოლივიაში

ეს კარიბჭე უძველეს მისტიკურ ქალაქში იქნა აღმოჩენილი ბოლივიის ტერიტორიაზე. არავის აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რას ნიშნავს მის კედლებზე ამოტვიფრული წარწერები. მეცნიერების აზრით ეს კარიბჭე უძველესი მასშტაბური იმპერიის ცენტრს წარმოადგენდა.

4. ლონგიოუს გამოქვაბულები, ჩინეთი

ეს გამოქვაბულები ადამიანის ხელებითაა გამოთხრილი. ამ მასშტაბების სამუშაოს შესასრულებლად ათასობით ადამიანის შრომა იქნებოდა საჭირო, თუმცა ისინი არსად არიან ნახსენები და არც გამოქვაბულების კონსტრუქციის გეგმებია გამოსახული სადმე.

5. ეგვიპტის დაუმთავრებელი ობელისკი

ობელისკის გამოძერწვა გიგანტური ქვიდან დაიწყეს, თუმცა როგორც ჩანს ქვამ დაბზარვა დაიწყო. სწორედ ამიტომ ობელისკი შუა პროცესის დროს მიატოვეს, დაუსრულებლად.

6. წყალქვეშა ქალაქი იონაგუნი, იაპონია

ეს უძველესი კომპლექსი მყვინთავი კიჰაჩირო არატაკეს მიერ იქნა აღმოჩენილი. ამ ქალაქის გამოსაკვეთად გამოყენებული ქვები უკვე 10 ათასი წელია რაც წყლის ქვეშაა ჩაძირული, ანუ იმაზე უფრო ძველია, ვიდრე ეგვიპტის პირამიდები. მეცნიერებს სჯეროდათ, რომ ამ ქალაქის აშენების პერიოდში მცხოვრები ხალხი ჯერ კიდევ მხოლოდ გამოქვაბულებს აფარებდა თავს და მცენარეებით იკვებებოდა.

7. Mohenjo-daro – უცნობი ქალაქის ნარჩენები პაკისტანში

ამ საიდუმლო ქალაქის დაცემის მიზეზები მეცნიერებმა დღემდე არ იციან. 1922 წელს ინდოელმა არქეოლოგმა ბენერჯიმ ეს უძველესი ნაქალაქარი ინდუსის მდინარის ერთ-ერთ კუნძულზე აღმოაჩინა. არავინ იცის რა მოუვიდა ამ ქალაქს და მის მაცხოვრებლებს.

8. ვიკინგების დასახლება, კანადა

ეს არქეოლოგიური აღმოჩენა ერთ დროს კანადაში არსებულ ვიკინგების დასახლებას წარმოადგენდა ათასობით წლის წინ. ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ სკანდინავიელი მეზღვაურები ჩრდილოეთ ამერიკას იქამდე სტუმრობდნენ, ვიდრე მას ქრისტოფერ კოლუმბი აღმოაჩენდა.

9. ქვის ხანის გვირაბები

ევროპის ქვეშ აღმოჩენილმა გვირაბების მასშტაბურმა ქსელმა, რომელიც შოტლანდიიდან თურქეთამდეა გადაჭიმული, დაამტკიცა რომ ქვის ხანის საზოგადოება მხოლოდ მონადირეების და ფერმერების მასას არ წარმოადგენდა. თუმცა, გვირაბების რეალური დანიშნულება ჯერ კიდევ უცნობია. ზოგიერთის აზრით ამ გვირაბებით ადამიანები თავს მტაცებლებისგან იცავდნენ, ზოგის აზრით კი ეს გვირაბები უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას წარმოადგენდა ცუდ ამინდში და ზემოთ მიმდინარე ომების დროს.

10. ქვის გიგანტური სფეროები კოსტა რიკაში

ეს მისტიური ქვის ფორმაციები არამარტო მათი ფორმებით, არამედ მათი უცნობი წარმომავლობითა და დანიშნულებით აოცებენ მეცნიერებს. ისინი 1930 წელს იქნა აღმოჩენილი ბანანის პლანტაციების გასაშენებლად ჯუნგლების გაჩეხვის დროს.