15 პრაქტიკული ნაკეთობა პვქ მილებისგან, რომლებიც ნამდვილად გამოგადგებათ სააგარაკე მიწის ნაკვეთზე

პლასტმასის მილები (PVC, პოლიპროპილენი) უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვან სტრუქტურულ მასალას წარმოადგენს როგორც ბინაში, ასევე კერძო სახლშიც. მათ ასევე აქვთ ნაკლოვანებებიც, მაგრამ კონსტრუქციების მონტაჟისას უმარტივესი სარჩილავის გამოყენებით ადვილად ბლოკავს მათ. უკვე აღარარის საჭირო შესადუღებელი აპარატისა და კუთხსახეხის გამოყენება, ხოლო ხმაური, სიბინძურე და აცეტილენის საშინელი სუნი უკვე წარსულში დარჩა. და თუ პლასტმასის მილების ნარჩენები დარჩება, ისინი სხვადასხვა სასარგებლო რამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.

1. ბაკი ფრინველებისთვის

PVC მილებისა და ლითონის ბადის გამოყენებით, შეგიძლიათ ააგოთ საიმედო ბაკი შინაური ფრინველებისთვის. ეს შეიძლება იყოს ნახევარწრიული კონსტრუქცია, მთლიანად ბადით დაფარული, ან რაიმე სახის უსახურავო მანეჟის ფორმის.

2. ღობეები ბუჩქებისთვის

მოცხარის და აგრეთვე სხვა ძალიან დიდი და მაღალი მცენარეების ბუჩქებისთვის, რომლებიც გვერდებზე იზრდება, ჩვენი რედაქცია გირჩევთ PVC მილებისგან დამზადებული სპეციალური ღობე გამოიყენოთ.

3. სახელოსნოს ორგანაიზერი

სხვადასხვა დიამეტრის PVC მილების პატარა ნაჭრებისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ძალიან  მოსახერხებელი ორგანაიზერი სახელოსნოსთვის. უბრალოდ მიამაგრეთ სეგმენტები თაროზე და გამოიყენეთ ისინი ხრახნების, ლურსმნებისა და სხვა წვრილმანების შესანახავად.

4. ბაღის ინსტრუმენტების ჩასადები

კარგ მეპატრონეს აგარაკის საკუჭნაოშიც კი, ინსტრუმენტები თავის ადგილას უწყვია. ბაღის დიდი ინვენტარის სწორად ორგანიზებაში სპეციალური სადგომი დაგეხმარებათ. ამის გაკეთება ძალიან მარტივია PVC მილების ნაჭრებისგან.

5. მაგიდის ორგანაიზერი

PVC მილებისგან დამზადებული პატარა ორგანაიზერი სუფრის ხელსაწყოების შესანახად მარტივი გამოსავალია, რომელიც აგარაკის სამზარეულოში გამოგადგებათ და ყველა დიასახლისს გაახარებს.

6. ვერტიკალური ბაღი

ვერტიკალური მრავალსართულიანი საყვავილე მარწყვების, სალათის ფურცლებისა და მწვანილის გასაშენებლად, რომლის დამზადებაც მარტივად არის შესაძლებელი ხის სვეტებისა და დიდი დიამეტრის PVC მილებისგან.

7 . ბარი

ორი შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ბოთლების შესანახად ბარის ორგანიზება PVC მილის ნაჭრებით. ჩვენი აზრით, ასეთი ბარი იდეალურად ჯდება აგარაკის სასადილო ოთახის ინტერიერში ან ქალაქის ბინის საკუჭნაოში.

8. ტენტი

PVC მილები შესანიშნავი მასალაა ტენტისთვის კარკასის შესაქმნელად. ასეთი კონსტრუქცია სპეციალური უნარების არმქონე პირებსაც კი მოგცემთ საშუალებას გააკეთოთ თქვენს ეზოში ისეთი რამ, როგორიც ფანჩატური ან ტენტია.

9. კონტეინერების დასადგამი

პლასტმასის მილების ნარჩენები შეგიძლიათ ღია სტელაჟების შესაქმნელად გამოიყენოთ. მზა პროდუქტები შეგიძლიათ დადგათ ავტოფარეხში ან საკუჭნაოში და მათ თაროებზე შეინახოთ ინსტრუმენტებით სავსე კონტეინერები.

10. ღობე მცენარეებისთვის

თხელი მილებისგან შესანიშნავი ღობეები მიიღება კიტრის, პომიდვრებისა და ნებისმიერი სხვა მცოცავი მცენარისთვის. ღობე შეიძლება იყოს დახვეწილი და დეკორატიული, და შეუძლია მხოლოდ პრაქტიკული ფუნქცია შეასრულოს და უბრალო ღობეს ჰგავდეს.

11. საშრობი

გამოიყენეთ პლასტმასის მილები, თუ საჭიროა წრაფად და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე დაამზადოთ პირსახოცების საშრობი. ასეთი კონსტრუქციის ერთადერთი ნაკლი მისი დიდი ზომებია, მაგრამ თუ აგარაკზსე საკმარისი სივრცე გაქვთ, შეგიძლიათ უყოყმანოდ შეუდგეთ საქმეს.

12. კალათები

აგარაკის მეპატრონეებს ყოველთვის უწევთ ამა თუ იმ ნივთების გადაადგილება: წყლით სავსე სათლის, ჩამოცვენილი ფოთლების, მოსავლის, ბალახის ან სასუქის კონტეინერების. იმისათვის, რომ ზურგი არ დაიზიანოთ, ეს ყველაფერი კალათების დახმარებით უნდა გააკეთოთ. ეს მნიშვნელოვანი ატრიბუტიშეგიძლიათ შეიძინოთ საყოფაცხოვრებო მაღაზიაში ან უბრალოდ საკუთარი ხელით დაამზადოთ, მილების, ფითინგებისა და გორგოლაჭების გამოყენებით.

13. ხელნაკეთი ნიჟარა

პოლიპროპილენის მილები შესანიშნავი მასალაა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალო ნიჟარის შესაქმნელად. რა თქმა უნდა, ასეთი კონსტრუქციები სილამაზით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ, ისინი ძალიან პრაქტიკული და მობილურია. დააყენეთ ასეთი ნიჟარა საზაფხულო სამზარეულოში ან ქლაქში, რათა ყოველთვისს გქონდეთ ხელის დაბანის შესაძლებლობა სახლში შესვლის გარეშე.

14. საქანელა

მიუხედავად იმისა, რომ პოლიპროპილენის მილები თხელია და არასაკმარისად გამძლე გვგონია, მათ საკმაოდ დიდი დატვირთვის ატანა შეუძლიათ. ბევრი მოხერხებული  ადამიანი უკვე დიდი ხანია მას სხვადასხვა ავეჯის ელემენტის შესაქმნელად იყენებს. მაგალითად, მათგან შესაძლებელია შესანიშნავი საქანელას დამზადება.

15. ორსართულიანი საწოლი

დაბოლოს, შესანიშნავი გამოსავალი საბავშვო საძინებლის მოსაწყობად სააგარაკე სახლში. მილებისგან შეგიძლიათ საიმედო კარკასის დამზადება ბავშვების ორსართულიანი საწოლის შესაქმნელად. ასეთი ელემენტი თავიდან აგარიდებთ ძვირადღირებული ავეჯის შეძენის საჭიროენას