მსოფლიოს ყველაზე უცნაური ქალაქი, რომელშიც სახლს გარშემო ვერ შემოუვლით

კატალონიაში საოცარი ქალაქი მდებარეობს, რომელშიც ჯერ არცერთი ტურისტი არ დაკარგულა. არა იმიტომ, რომ მას იდეალური დაგეგმარება აქვს, არამედ იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი ქუჩისგან შედგება. კასტელფოლიტ-დე-ლა-როკა – ასე ქვია ამ კლდეზე ნაშენ ვიწრო ქალაქს, რომელიც მხოლოდ ათას მაცხოვრებელს იტევს.

პლატოს სიგანე საშუალოდ 4 მეტრია, ამიტომაც ქალაქში სახლების ორი რიგი ეტევა. ძირითად გამზირზე წმ. სალვადორის ეკლესიაა.  ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლი კასტელფოლიტ-დე-ლა-როკას ერთადერთი ღირსშესანიშნაობაა.

მაცხოვრებლების თქმით, ქალაქი განსაკუთრებული კლიმატითაც გამოირჩევა, რომელიც ესპანეთისთვის დამახასიათებელი არაა. აქ მაღალი ტენიანობაა, რასაც სპეციფიკური ლანდშაფტი და ფლორა განსაზღვრავს. ის ხშირად ნისლშია ჩაძირული. თუმცა, ცხელ და მშრალ ამინდში მას მთელი ბრწყინვალებით ვხედავთ. იქამდე მისვლას მხოლოდ ავტომობილით შეძლებთ, რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მიდის. უნდა დაიქირაოთ მანქანა ან ისარგებლოთ ტაქსით. ქალაქს გარესამყაროსთან ერთი ხიდი აკავშირებს.

რადგანაც კასტელფოლიტ-დე-ლა-როკა უჩვეულო და ლამაზი ქალაქია, ის ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ის ერთხელ სტუმრობას ნამდვილად იმსახურებს. სასტუმროებიდან მშვენიერი ხედი იშლება, კაფეები და ბარები საკმაოდ შთამბეჭდავია და სტუმრებს დიდ სიამოვნებას ჰპირდება.