1. მოიშორეთ მტვერი

ლეიბის მტვრისგან გასათავისუფლებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მტვერსასრუტი. მტვერის მოშორების პროცედურა უნდა ჩაატაროთ რამდენიმე თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად, თუ თქვენ სახლში ვინმეს ალერგიები აწუხებს. გაწმინდეთ ლეიბის ზედაპირები და გვერდები. გაწმენდისას მაქსიმალურად დააწექით მტვერსასრუტის პირით ლეიბის ზედაპირს, რათა ნაჭრის ზედაპირის ქვეშ მოხვედრილი მტვერის გაწმენდა შეძლოთ.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გაწმინდოთ ლეიბი ორთქლის აპარატის საშუალებით. დაიჭირეთ მისი თავი ლეიბის ნაჭერთან რაც შეიძლება ახლოს, რათან მასში ორთქლის შესვლით დაიხოცონ ლოგინის ტკიპები. შემდეგ გაწმინდეთ ლეიბი მტვერსასრუტით მათ მოსაშორებლად.

2. გაწმინდეთ ლაქები

თუ თქვენს ცხოველებს ლოგინზე ამოსვლის ნებას აძლევთ, მაშინ ლეიბზე ლაქების გაჩენის დიდი შანსია. რაც უფრო ადრე შეამჩნევთ გაჩენილ ლაქას, მით უფრო მარტივად შეძლებთ მის მოშორებას. მათი გაწმენდისთვის შეგიძლიატ გამოიყენოთ სპეციალური სპრეი, რომელიც განკუთვნილია ცხოველების ლაქების და სუნის გასაქრობად.

მისი გამოყენებისას დაასხით სპრეი ლაქის ზედაპირზე და დაიწყეთ მისი გაწმენდა გარე კუთხეებიდან მისი შუაგულის მიმართულებით, რათა თავიდან აიცილოთ ლაქის გავრცელება. ატრიალეთ საწმენდი ნაჭერი და წაუსვით ლეიბის ზედაპირს მხოლოდ სუფთა მხარე, რათა არ მოახდინოთ ლაქის გადატანა სხვა ზედაპირებზეც. მოერიდეთ ლეიბის ზედმეტად დასველებას. ლაქის გაქრობის შემდეგ გაწმინდეთ ზედაპირი მშრალი ნაჭრით, საწმენდი სითხის კვალის გასაქრობად. დააცადეთ ლეიბს ბოლომდე გაშრობა მის გამოყენებამდე. ლაქების გასაწმენდად შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ორთქლის საწმენდი აპარატი, რომელიც ლეიბის ზედაპირზე აფრქვევს საწმენდ სითხესაც. ასევ შეეგიძლიათ გამოიყენოთ ლაქებისგან დასაცავი სპეციალური გადასაფარებლები, რომლებიც დასვრის შემდეგ შეგიძლიათ მოაშოროთ ლეიბს და ცალკე გარეცხოთ.

თუ ლეიბს ყვითელი ნადები გაუჩნდა, ეს შეიძლება იყოს დაგროვილი ოფლის ან სხეულის ზეთების ბრალი. ასეთი ნადების მოსაშორებლად შეურიეთ წყალბადის ზეჟანგი და თბილი წყალი 50/50 პროპორციით და დაუმატეთ ნაზავს მეოთხედი ს/კ ჭურჭლის სარეცხი სითხე. ჩაასხით მიღებული სითხე სპრეი ბოთლში და დაასხით ლეიბის ზედაპირზე. შეზილეთ ნაზავი ზედაპირზე ნაზი ფუნჯით ან პირსახოცით და დატოვეთ ასე 30 წუთით. შემდეგ გადაწმინდეთ მისი ზედაპირი სველი ნაჭრით და დააცადეთ ბოლომდე გაშრობა. უფრო რთული ლაქების მოსაშორებლად გაიმეორეთ იგივე პროცედურა მეორეჯერ ან შეურიეთ წყალს უფრო მეტი რაოდენობის წყალბადის ზეჟანგი.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი