როგორ გავწმინდოთ ფეხსაცმელი და მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი

როგორი სუფთაც არ უნდა იყოთ, თქვენი ფეხი მაინც წარმოქმნის უსიამოვნო სუნს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი და იგივე ფეხსაცმელს ჩაიცვავთ რეგულარულად. თქვენი ფეხი ნებისმიერ სიტუაციაში ნატურალურად გამოყოფს ოფლს, რაც ფეხსაცმელში ზრდის ტენიანობას და ხელს უწყობს სუნის გამჩენი ბაქტერიების გამრავლებას. ამ პრობლემასთან გამკლავების უპირველესი გზა ფეხების და ფეხსაცმელების სიმშრალის შენარჩუნებაა. ამიტომ ხშირად ჩაიცვით სხვადასხვა ფეხსაცმელი და იხმარეთ წინდები, რათა მათ შეიწოვონ სისველე ფეხსაცმელების ნაცვლად. სუნის გაჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ დასუფთავების ინსტიტუტის დირექტორის, კაროლინ ფორტეს მიერ გამოქვეყნებული ინსტრუქციები მის გასაქრობად:

როგორ უნდა გავასუფთავოთ სუნიანი ფეხხსაცმელები

გაწმენდის დაწყებამდე ფეხსაცმელი უნდა იყოს სრულიად მშრალი. თუკი იგი ჯერ კიდევ ნესტიანია ოფლის ან ცუდი ამინდის გამო, ჩადევით მასში გაზეთების ქაღალდები და ფენის ცხელი ჰაერის დახმარებით კარგად გამოაშრეთ. სუნის გასაქრობად უნდა მიჰყვეთ ასეთ ინსტრუქციებს:

აავსეთ ორი წინდა საცხობი სოდით და მოუკარით მათ თავები. ჩადევით ორივე ფეხსაცმელში თითო წინდა და დატოვეთ მთელი ღამით.
სუნის გამომწვევი ბაქტერიების გასაქრობად ჩაასხით მის შიგნით დეზინფექციისთვის განკუთვნილი სპრეი. იგივე ეფექტისთვის შეგიძლიათ ფეხსაცმელში ჩაყაროთ ფეხის პუდრი ან საცხობი პუდრი.
ზოგიერთი ფეხსაცმლის გარეცხვა შესაძლებელია სარეცხ მანქანაშიც. მიჰყევით მათი გარეცხვის ზუსტ ინსტრუქციას. ფეხსაცმელების უმრავლესობის გასარეცხად უნდა გამოიყენოთ მსუბუქი რეცხვის ციკლი, ცივი წყლის რეჟიმი და ნაზი სარეცხი სითხე.
სუნის გაქრობის შემდე აუცილებელია დაიცვათ ფეხსაცმელები მისი გაჩენისგანაც. ამისთვის ხშირად შეანაცვლეთ ფეხსაცმელების წყვილები ერთმანეთს და ჩაცმამდე მიეცით მათ გაშრობის საშუალება.