როგორ მოვამზადოთ იდეალური საპონი სახლის პირობებში

1. აირჩიეთ რეცეპტი და არომატი

დამწყებებმა შეგიძლიათ შეიძინოთ საპონის საბაზისო მასალა – წინასწარ შერეული საპონის, გლიცერინის და კანისთვის სასარგებლო რამდენიმე ექსტრაქტის ნაზავი. თქვენ უბრალოდ დაგჭირდებათ მისი დადნობა, საყვარელი არომატის დამატება და შემდეგ მიღებული ნაზავისთვის ფორმების მიცემა. აუცილებელია, რომ საპონისთვის დამატებული პარფიუმერია იყოს კოსმეტიკური დონის.

2. მოამზადეთ ხელსაწყოები

თქვენ დაგჭირდებათ ცეცხლგამძლე კონტეინერი მასში საპონის საბაზისო მასალის დასადნობად და ასევე მეტალის თავიანი სარევი კოვზი მის მოსარევად არომატის ჩამატების შემდგ. კონტეინერად გამოგადგებათ ნებისმიერი ძველი ჯამი ან ტაფა. მიქსერი დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ დააპირებთ ფერის მიმცემი დანამატების, გამაჯანსაღებელი პუდრების და ბრჭყვიალების დამატებას. ასევე დაგჭირდებათ სილიკონის ყალიბები, რათ მათი საშუალებით დამდნარ საპონს სასურველი ფორმა მისცეთ.

3. დაადნეთ საწყისი მასალა

ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროტალღური ან დაბალ ტემპერატურაზე მომართული გაზქურა. გაზქურის საშუალებით დადნობა მოგცემთ პროცესის უკეთ გაკონტროლების საშუალებას და ჯამის გადახურებისგანაც დაგიცავთ. გაზქურაზე უნდა დადგათ წყლით სავსე ქვაბი და შემდეგ მასში მოათავსოთ საპონის საბაზისო ნივთიერებით სავსე ჭურჭელი, რათა წყლის ადუღებით გაადნოთ იგი. მიკროტალღურ ღუმელში შედების შემთხვევაში უნდა დაადნოთ მასალა 1 წუთის განმავლობაში და თუ ამის შემდეგ იგი ბოლომდე არ დადნება, გაათბეთ 30 წამიანი მონაკვეთებით იქამდე, სანამ ბოლომდე არ დადნება საპონის მასა.

4. შეურიეთ სუნამო

სუნამოს დასამატებლად უნდა გაზომოთ საპონის რაოდენობა ზუსტად და დაამატოთ 1 ს/კ სუნამო ყოველ 500 გრამ საპონის მასალაზე. მთავარია გააცხელოთ საპონი იმ ტემპერატურამდე, რომ იგი მთლიანა დადნეს, თუმცა არ უნდა გააცხელოთ იმ ტემპერატურამდე, რომელიც მასში ჩასხმული სუნამოს აორთქლებას გამოიწვევს.

გადმოიღეთ გაზქურიდან დამდნარი საპონი და დაამატეთ მასში სუნამო, შემდეგ კი კარგად მოურიეთ ნაზავს მეტალის ჯოხით. მოურიეთ ნაზათ, რათა კარგად შეერიოს სუნამო საპონის მასალას და არ გაჩნდეს ნაზავის ზედაპირზე ბუშტები.

5. აავსეთ ყალიბები

ფრთხილად მაგრამ სწრაფად ჩაასხით დამდნარი საპონის მასალა თქვენს სილიკონის ყალიბებში. აავსეთ ზედაპირამდე, რადგან გაციებისას საპონის მასა არ გადიდდება და არ გადმოვა ყალიბის კედლებიდან.

6. გააგრილეთ და ამოიღეთ ყალიბებიდან

ბოლომდე გააგრილეთ საპონის მასა და არ შეეხოთ მას იქამდე, სანამ ბოლომდე არ გამკვრივდება. ამისთვის მას დაახლოებით 1 საათი დასჭირდება ოთახის ტემპერატურის მიხედვით. თუ საპონის მასალის დიდ რაოდენობას აგრილებთ, მაშინ მას 24 საათი შეიძლება დასჭირდეს გასამკვრივებლად. მისი გაციების და გამკვრივების შემდეგ უბრალოდ ამოიღეთ ფორმის მიმცები ყალიბებიდან და ისიამოვნეთ თქვენი ხელნაკეთი საპონით.