როგორ მოვაშოროთ ჟანგის ლაქები უნიტაზს

Photo credit: Pexels.com

ინტენსიური გამოყენების გამო, სანტექნიკის ელემენტები თანდათან კარგავენ თავდაპირველ ვიზუალს. ხშირად, უნიტაზის შიგნით ზედაპირზე ჟანგი ჩნდება, რაც ესთეტიკურ დისკომფორტს ქმნის. ქვემოთ ჩამოთვლილია მეთოდები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ შეუნარჩუნოთ სისუფთავე და შესანიშნავი გარეგნობა თქვენ სანტექნიკას,რაც შეიძლება დიდხანს.

ჟანგის წარმოქმნის მიზეზები

უნიტაზის ზედაპირზე ჟანგი ჩნდება რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე, ერთ-ერთი საკვანძო მიზეზი კი რკინის მარილების მომატებული კონცენტრაციაა წყალსადენ წყალში. გამოსავალი იქნება კაფსულების ან ტაბლეტების შეძენა, რომელთა გავლენითაც წყლის ქიმიური შემადგენლობა იცვლება.

ხშირ შემთხვევაში, ჟანგის წყაროს წარმოადგენს არა გალვანიზირებული ფოლადის მილები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება. საუკეთესო გამოსავალია ზემოთ ჩამოთვლილი ტაბლეტების დამატება ავზში. სათანადო ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, დაგჭირდებათ პოლიპროპილენის ან მეტალოპლასტმასის მილის დამონტაჟება.

ლაქების ინტენსიური წარმოქმნა ტუალეტის ზედაპირის გაუხეშებას იწვევს. კერძოდ, ეს ეხება სამეთუნეო ეგზემპლარებს. ამავდროულად, ფაიფურის უნიტაზებს ბევრად უფრო რბილი ზედაპირი აქვთ, რომელიც არც ისე ძლიერად ექვემდებარება დაბინძურებას.

ჟანგის ნაკვალევი ავზის გადინების შედეგად ჩნდება. აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად გამოასწოროთ პრობლემა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ლაქენი კვავ გამოჩნდება.

ჟანგის მოშორება საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენებით

ეს საშუალებები მოიცავს შემდეგ სახეობებს:

1. აბრაზიული. ამ ჯგუფში შედის პროდუქტები, რომელთა გამწმენდი ეფექტი გამოწვეულია ფხვნილის ნაწილაკების მექანიკური მოქმედებით დაბინძურებულ ადგილებში. ნივთიერება უნდა წაუსვათ ქსოვილს ან ღრუბელს, შემდეგ ინტენსიურად გახეხოთ ლაქა, სანამ არ გაქრება. დადებითი შედეგის მიუხედავად, გაწმენდის პროცესს დიდი დრო დასჭირდება. ამ მეთოდის გამოყენებისას, არსებობს დიდი ალბათობა, რომ უნიტაზის ზედაპირის მთლიანობა ფხვნილის ბასრი ნაწილაკებით დაზიანდება.

2. ტუტე. ამ ჯგუფის საშუალებები არ იწვევს სანტექნიკის ზედაპირის დაზიანებას. ამ პროდუქტებით უნდა დაფაროთ ლაქა, 10-15 წუთის შემდეგ კი საშუალების ნარჩენები წყლით ჩარეცხოთ. უნდა აღინიშნოს, რომ ტუტოვანი საყოფაცხოვრებო ქიმია “ჯიუტი” დაბინძურების მიმართ უძლურია.

3. მჟავა. ამ ნივთიერებების გავლენის ქვეშ, დაბინძურება უბრალოდ იხსნება. ისინი შესანიშნავად უმკლავდება სხვადასხვა ტიპის ლაქას. უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მოცემული საშუალების გამოყენება საშინაო პირობებში უსაფრთხოების წესების დაცვით უნდა განხორციელდეს. დასუფთავების წინ საჭიროა ხელთა