სამზარეულოს განახლება 9-დოლარიანი ფირფიტით: საინტერესო და იაფი იდეა

თუ თქვენ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ ან უბრალოდ არ გსურთ რემონტს დაახარჯოთ დიდი ბიუჯეტი, მაშინ მაინც შეგიძლიათ თქვენი სამზარეულო ულამაზეს სივრცედ აქციოთ. სწორედ ეს დაამტკიცა ტერსი რეგანმა, რომელმაც ნიუ ჯერსში არსებულ სახლში მდებარე საკუთარი მუქი სამზარეულო ბრწყვინვალე და ნათელ წერტილად აქცია.

ტერსი კმაყოფილი არ იყო მწვანე და ყავისფერი მოზაიკის იერის მქონე სამზარეულოს ელემენტებით და გადაწყვიტა ამ სივრცის ვიზუალი დროებითი გამოსავლის წყალობით მთლიანად შეეცვალა. მან ონლაინ მაღაზიაში ძებნის შედეგად აღმოაჩინა კედელზე გასაკრავი ქაღალდები, რომლებსაც მეტროს ფილების ვიზუალი ჰქონდათ. რამდენიმე ქაღალდის დატესტვის შემდეგ ტერსიმ დაინახა, რომ ასეთი ხერხი მართლაც იდეალურ შედეგს იძლეოდა და სწორედ ამიტომ მთლიანი რემონტის პროექტი მათი დახმარებით შეასრულა.

შავი დახლებისთვის ტერსიმ მარმარილოზე დასაწებებელი ქაღალდის აღმოჩენა შეძლო ამაზონის ონლაინ მაღაზიაში, რომლის 2 მეტრიან რგოლშიც 9 დოლარი გადაიხადა. მის მიერ შესრულებული პროექტი ვიზუალურად მართლაც შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა არ გეგონოთ, რომ ეს მარტივი მისაღწევი იყო. ტერსის რამდენჯერმე მოუწია ქაღალდების თავიდან გადაკვრა მათ ქვეშ არსებული ჰაერის ბუშტების გასაქრობად და დახლის კუთხეების იდეალურად მოსაჭრელად. თუმცა, საბოლოოდ მიღწეული შედეგი მართლაც ღირდა ასეთ შრომად.