რა სიხშირით უნდა გარეცხოთ ტანსაცმელი, თეთრეული და სხვა ქსოვილი

ადამიანების უმრავლესობას კვირა დღე აქვს არჩეული სარეცხის დღეთ. თუმცა, ტანსაცმელი, პირსახოცები და თეთრეული ერთნაირი სიხშირით გარეცხვას არ საჭიროებს. ზოგიერთ მათგანს უფრო ხშირად სჭირდება გარეცხვა, ზოგიერთი მათგანის გარეცხვებს შორის კი უფრო ხანგრძლივი პერიოდიც კი შეიძლება იყოს. ტანსაცმლის შემთხვევაში ისინი უნდა გარეცხოთ მათი ჩაცმის სიხშირის მიხედვით, ხოლო თეთრეულის შემთხვევაში უნდა მიჰყვეთ მათი გარეცხვის სტანდარტულ გრაფიკს – მაგალითად ლოგინის გადასაფარებლები და ბალიშის პირები კვირაში ერთხელ უნდა გაირეცხოს.

გარეცხვის გრაფიკი მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გარეცხვის მეთოდებსაც. საუკეთესო შედეგის მისაღებად გარეცხვის ასეთი წესები უნდა დაიცვათ:

გაანაწილეთ სამოსი ჭკვიანურად: თეთრი და შავი ტანსაცმელის გაყოფასთან ერთად ასევე ცალცალკე გარეცხეთ ძალიან ჭუჭყიანი და ოდნავ დასვრილი სამოსი, ასევე გაყავით სათუთი ნაჭრები და ისეთი უხეში ტიპის სამოსი, როგორიც ჯინსებია.

არ გადატვირთოთ სარეცხი მანქანა: არ აავსოთ მანქანა ბოლომდე, რათა თავისუფლად იტრიალოს სამოსმა და თანაბრად გადანაწილდეს სარეცხი საშუალება.

მოახდინეთ სარეცხი მანქანის რეგულარული დეზინფექცია: დაუმატეთ ერთ სარეცხ ციკლს თბილ წყალთან, სარეცხ საშუალებასთან და გამათეთრებელთან ერთად სადეზინფექციო სითხეც სარეცხ მანქანაში ბაქტერიების გასაქრობად.

აირჩიეთ წყლის სწორი ტემპერატურა: ბამბა, აბრეშუმი და მაქმანები უნდა გარეცხოთ ცივ წყალში. ცხელი წყალი საუკეთესო არჩევანია მაშინ, როდესაც გსურთ ლაქების, ზედნადების ან ბაქტერიების მოშორება.

აირჩიეთ საუკეთესო სარეცხი საშუალება: ზოგჯერ გჭირდებათ რთული ლაქების ამოსაყვანი ფორმულა ძალიან დასვრილი სამოსისთვის. ზოგჯერ კარგი სურნელის მიმცემი ხსნარის ჩასხმაა მიზანშეწონილი, ზოგჭერ კი დამარბილებელი სარეცხი საშუალების გამოყენებაა საჭირო. აირჩიეთ სარეცხი პროდუქტი გასარეცხი სამოსის მიხედვით.

იმის გამოსათვლელად, თუ რა სიხშირით უნდა გარეცხოთ თქვენი სამოსი, თეთრეული და სახლის სხვა აქსესუარები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სია:

  • ყოველი გამოყენების შემდეგ: შარვალი, ბლუზი, მაისური;
  • ყოველდღე: ჭურჭლის საწმენდი ნაჭრები და პირსახოცები;
  • ყოველკვირა: აბაზანის ხალიჩა, საწოლის თეთრეული, ბალიშის პირები;
  • ყოველ 3 თვეში: საშხაპის ფარდა, საბანი, ხალიჩა, ქურთუკები;
  • ყოველი 3 ჩაცმის შემდეგ: პიჟამა, აბაზანის პირსახოცები, ლიფები, კაბები, ქვედაბოლოები, ჯემპრები, ჯინსები;
  • ყოველთვე: აბაზანის ხალათი, ლეიბი, დეკორატიული ბალიშის შალითები;
  • ყოველ ექვს თვეში: ბალიშები.