როგორ ამოვიყვანოთ ტუშის ლაქები ნებისმიერი ზედაპირიდან

მაკიაჟის პროდუქტებით სხვადასხვა ზედაპირების დასვლა საკმაოდ ხშირი შემთხვევაა, თუმცა ამ პრობლემის შექმნისას ზედმეტი ნერვიულობა საჭირო არ არის. შეიძლება მაკიაჟიანი ფუნჯი დაგივარდეთ მაისურზე, ხალიჩაზე ან შემთხვევით მოხვდეს კედელზეც კი, რის შემთხვევაშიც მათი მოშორების ცნობილი ხერხები ხშირად არ გამოგადგებათ. სწორედ ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ მაკიაჟის მოშორების ეს ჭკვიანური ხერხები, რომლებიც საზოგადოებას წმენდის ლაბორატორიის დირექტორმა, კაროლინ ფორტემ წარუდგინა:

როგორ უნდა მოვაშოროთ ტუში ტანსაცმელს

  • დაადეთ ლაქას ქაღალდის ხელსახოცი.
  • გადაუსვით მის ზურგზე წყალგამძლე მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური სველი ხელსახოცი, რათა მაკიაჟი გადავიდეს სამოსიდან ქაღალდზე.
  • როდესაც მაკიაჟის მაქსიმალურ რაოდენობას ამოიყვანთ სამოსის ლაქიდან, გახეხეთ მისი ზედაპირი სარეცხი სითხის გამოყენებით.
  • შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივად, სამოსისთვის უსაფრთხო გამათეთრებლის გამოყენებით.

როგორ უნდა მოვაშოროთ ტუშის ლაქები ავეჯს

ეს მეთოდი გამოგადგებათ ისეთი ავეჯის ზედაპირების გაწმენდაში, რომლის გასუფთავების დროსაც უსაფრთხოა წყლის გამოყენება.

  • აურიეთ ნახევარი ს/კ ჭურჭლის სარეცხი სითხე 1 ჭიქა წყალში.
  • სუფთა ნაჭრის გამოყენებით წაუსვით ნაზავი ლაქას.
  • დაელოდეთ ლაქის მიერ სითხის შეწოვას და გაშრობას.
  • შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა კიდევ 2-3 რაოდენობით, ლაქის გაქრობამდე.
  • გასუფთავებული ავეჯის ზედაპირი ჩამოწმინდეთ ცივ წყალში ამოვლებული ნაჭრით და გააშრეთ.

როგორ უნდა მოვაშოროთ ტუშის ლაქები ხალიჩას

  • აურიეთ 1/4 ს/კ ჭურჭლის საპონი 1 ჭიქა თბილ წყალს
  • გახეხეთ ლაქა მიღებულ ნაზავში ამოვლებული ღრუბლით. შემდეგ გაწმინდეთ სუფთა წყალში
  • ამოვლებული ნაჭრით და დააცადეთ იქამდე, სანამ სითხეს ბოლომდე არ შეიწოვს ზედაპირი.
  • თუ ლაქა არ გაქრება, აურიეთ 1 ს/კ ამიაკი ნახევარ ჭიქა წყალში. გამოტოვეთ ეს ნაბიჯი მატყლის ან აბრეშუმის ხალიჩის გაწმენდისას.
  • მიღებული ნაზავით გაწმინდეთ დალაქავებული ზედაპირი, შემდეგ კი ჩამოწმინდეთ სუფთა წყალში ამოვლებული ნაჭრით.
  • გაშრობის შემდეგ გადაწმინდეთ ზედაპირი ცივ წყალში ამოვლებული ნაჭრით და გააშრეთ.