როგორ გავწმინდოთ და დავიცვათ სათვალე ნაკაწრებისგან

შეუძლებელია რაიმე საქმეზე ფოკუსირება მაშინ, როდესაც თქვენი სათვალეები სავსეა ლაქებით. ჭუჭყიან სათვალეებს ასევე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ თქვენს ჯანმრთელობაზეც. მათ ზედაპირზე შეიძლება გამრავლდეს უამრავი სახის ბაქტერია, რომელსაც შეუძლია კანის დაავადებების და სხვადასხვანაირი ინფექციების გამოწვევა. სწორედ ამიტომაა საჭირო თქვენი სათვალეების გაწმენდა და დეზინფექცია რეგულარულად. ნახეთ როგორ უნდა გაწმინდოთ სათვალის ლინზები მათი დაზიანების გარეშე:

როგორ უნდა გავწმინდოთ სათვალეები ნაკაწრებისა და მიკრობებისგან

მიკროფიბერის ნაჭერი, რომელიც სათვალეებს თან მოჰყვება, მხოლოდ დასაწყისია. თქვენ გჭირდებათ ასევე თბილი წყალი, რათა მისი დახმარებით მოაშოროთ ნარჩენები და მტვერი სათვალეების ზედაპირიდან. თუ პოლიკარბონატის ლინზებს ან ჩარჩოიან ლინზებს იყენებთ, მაშინ მათ გასაწმენდად უნდა გამოიყენოთ სპეციალური სათვალეების სპრეი. სპრეის ნაცვლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაზი ჭურჭლის თხევადი საპონი, რადგან ის ლინზებს ცხიმს იდეალურად მოაშორებს. მოერიდეთ ისეთი საპონის გამოყენებას, რომელიც შეიცავს ლოსიონებს ან მსგავს დამატენიანებელ ინგრედიენტებს.

გაამშრალეთ ლინზები კარგად, ნაზი მიკროფიბერის ნაჭრის გამოყენებით. ყურის და ცხვირის ნაწილების გასაწმენდად გამოიყენეთ კლოროქსის სადეზინფექციო ხელსახოცი.

თუკი სათვალეები ხშირად გესვრებათ მტვრით და სხვადასხვანაირი ლაქებით, მაშინ თან უნდა ატაროთ სველი ხელსახოცები. შეინახეთ მათი პაკეტი მანქანაში ან საოფისე მაგიდის უჯრაში სათვალეების სწრაფად გასაწმენდად. ეს მეთოდი ზემოთ მოცემული სამ ეტაპიანი გაწმენდის პროცედურის მსგავსად ეფექტური არაა, მაგრამ რთულ სიტუაციაში გამოსავალს გაპოვნინებთ.

როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან სათვალეების გაჩხაპვნა მათი გაწმენდისას

შეუძლებელია ყოველთვის თან გქონდეთ სათვალეების და მათი ლინზების გასაწმენდი სპეციალური ხელსახოცები. ასევე ხშირად არ გვაქვს დრო მათი საპონით გაწმენდის პროცედურის ჩასატარებლადაც. თუმცა, თუკი სწორ პროდუქტებს არ გამოიყენებთ, საბოლოო ჯამში გაწმენდების საშუალებით თქვენ სათვალებს ბევრად უფრო დიდ ზიანს მიაყენებთ. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა მოერიდოთ აცეტონის შემცველი პროდუქტების გამოყენებას ლინზების გაწმენდისას. ასევე არ უნდა გაწმინდოთ სველი ლინზები მშრალი ქაღალდის ხელსახოცებით ან ნაჭრით, ასევე არ უნდა გაამშრალოთ ისინი თქვენი მაისურის ზედაპირით.