ეს 20 ჭკვიანური აქსესუარი სააბაზანოსი არეულობას ერთი ხელის მოსმით გააქრობს

საშხაპის ღია საკიდი

თუ საშხაპეს თავისი თაროები არ აქვს, ეს მარტივად დასამონტაჟებელი საკიდი ძალიან დაგეხმარებათ, თანაც იგი ბოთლების ქვეშ ნადების დაგროვებასაც შეუშლის ხელს.

შესანახი კალათები

თუ თქვენი აბაზანის კარადები უკვე სავსეა თეთრეულით, მაშინ ჩაალაგეთ აბაზანის და ხელის პირსახოცები ასეთ დეკორატიულ კალატებში.

თაროები უნიტაზს ზემოთ

თანამედროვე კიბის ტიპის თაროები ამ ადგილას იდეალური იქნება ტრადიციული კარადების ნაცვლად.

კუთხის თაროები

ამ მოხერხებული თაროებით აბაზანის სივრცეს მაქსიმალურად გამოიყენებთ.

კლასიკური კედლის კარადა

ამ ფართო კარადას შიგნით პირსახოცების გასაშრობი ზოლიც აქვს ჩაშენებული, ასევე დასახური სათავსოც პირადი ნივთების შესანახად.

ქილები ბამბის ტამპონებისთვის

გახადეთ ბამბის ბურთულები მარტივად ხელმისაწვდომი და წარმოადგინეთ ისინი ლამაზად თქვენი აბაზანის თაროებზე.

საშხაპის დისპენსერი

უბრალოთ დააჭირეთ ღილაკს შამპონის, ბალზამის და ტანის საპონის მისაღებად. თქვენი საშხაპე ნაკლებად გადატვირთული გამოჩნდება.

დახვეული პირსახოცების თარო

ეს თაროები იდეალურად დაიტევს ღვინის ბოთლებსაც, რის გამოც მისი გადატანა სამზარეულოშიც თავისუფლად შეგეძლებათ.

მოძრავი კალათა

ეს სანდო კალათა იტევს პირსახოცებს, ფრჩხილების ლაქს, მაკიაჟის აქსესუარებს და სხვა უამრავ ნივთს, თანაც მისი მოძრაობა მარტივად შეგიძლიათ.

თმის სადგური

ეს ორგანიზატორი უძლებს სიცხეს და ამიტომ მასში მარტივად შეინახავთ თმის მოსავლელ ხელსაწყოებს, ქინძისთავებთან და სხვა ტიპის თმის დასამაგრებელ აქსესუარებთან ერთად.

აბაზანის სათამაშოების ჩანთა

თეთრეულის ეს შესანიშნავი პარკი ბავშვების აბაზანის სათამაშოების შესანახად იდეალური საშუალებაა. უბრალოდ ჩამოკიდეთ საშხაპესთან ახლოს მდებარე საკიდზე და სათამაშოები მარტივად გაშრება.

პრაქტიკული კედლის დეკორი

გამოიყენეთ თანამედროვე სტილის თაროები დეკორაციად და ასევე პრაქტიკულ შესანახ სივრცეებადაც თქვენი ბოთლების, სანთლების და ტუალეტის ქაღალდების შემოსადებად.

ნაქსოვი ურნები

აიღეთ ბავშვის ოთახისთვის განკუთვნილი ნაქსოვი ურნები აბაზანაში პირსახოცების, ტუალეტის ქაღალდის ან საკითხავი მასალის შესანახად.

უჯრების გამყოფები

ეს მარტივი აქსესუარი გაამარტივებს დილით მაკიაჟის ნივთების პოვნას და დაგიცავთ ტუჩსაცხების, ფუნჯების და სხვა ფავორიტი აქსესუარების უკონტროლოდ გორაობისგან უჯრის შიგნით.

სატრიალებელი დაფა

მოათავსეთ მათზე თქვენი ფავორიტი აბაზანის პროდუქტები და მიწვდით სასურველ კონკრეტულ ნივთს მარტივად დაფის ერთი დატრიალების წყალობით.

კედლის კალათები

დიდ დაწნულ კალათებს, რომლების დასადებად საკმარისი ადგილიც თქვენს აბაზანაში არ არის, შეგიძლიათ კუთხე კედელზე გამოუყოთ. გააკარით ორი ასეთი კალათა უნიტაზის თავზე და მასში პრაქტიკული ნივთების შესალაგებლად იდეალური სივრცე გამოგიჩნდებათ.

ქილებიანი თარო

თუ შესანახი სივრცის ნაკლებობას განიცდით, ჩამოკიდეთ კედელზე თარო ზედ მიმაგრებული ქილებით. ეს იდეალური სივრცე იქნება მაკიაჟის ფუნჯების, ბამბის ბურთულების და კბილის ჯაგრისების ჩასადებად.

ხელნაკეთი ეტიკეტები

დააორგანიზეთ სააბაზანოს აქსესუარები ორიგინალური ხელნაკეთი ეტიკეტების დახმარებით, რომლებიც მარტივად მიმაგრდება ლამაზ ქილებზე.

დამატებითი კარადები

ღრმა კარადა სასრიალო კარებების დახმარებით დიდ შესანახ სივრცეს შემატებს თქვენს აბაზანას.

ფარდების ორმაგი საკიდი

გააშრეთ პირსახოცები და საცვლები დელიკატურად, მათი საჯაროდ გამოფენის გარეშე. დააყენეთ საშხაპის და ჩვეულებრივი ფარდის საკიდის კომბინაცია თქვენს საშხაპესთან და თქვენი აქსესუარების გაშრობისას წვეთები პირდაპირ აბაზანაში ჩაცვივდება.