რა გავაკეთოთ საყვარელი სუნამოების ცარიელი ფლაკონებისგან

ზოგჯერ ტუმბოებზე ბევრი სუნამო გიგროვდებათ ლამაზ შუშის ბოთლებში. ზოგის სურნელი უკვე აღარ მოგწონთ, ზოგიც დიდი ხანია დაილია, მაგრამ მათი ფლაკონი იმდენად ლამაზია, რომ გადასაყრელად ძალიან გენანებათ. და ეს არც უნდა გააკეთოთ! ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გადააკეთოთ სუნამოების ბოთლები ისე, რომ მათ სახლის ყველა კუთხე დაამშვენოს.

სუნამოს ფლაკონები

ლამაზი ბოთლი შეიძლება გახდეს ინტერიერის ორიგინალური ობიექტი, სახლში ჰაერის ან კარადაში ნივთების არომატიზატორი. იმისათვის, რომ იდეები რეალობად აქციოთ, საჭიროა ბოთლიდან პულვერიზატორი ამოიღოთ. ამას ცოტა ნებისყოფა, მოხერხებულობა და თქვენი ქმრის ავტოფარეხიდან რამდენიმე ინსტრუმენტი დასჭირდება.

დაგჭირდებათ

  • სადგისი
  • მაკრატელი ან ბრტყელტუჩა
  • ბამბუკის ჩხირები
  • წვრილი მძივები
  • საპონი
  • სუნამოს ბოთლი

1. ცარიელი ბოთლიდან პულვერიზატორი ამოიღეთ.

2. სადგისის მეშვეობით ამოიღეთ პულვერიზატორის შიგნითა ნაწილი. პლასტმასის ნაწილის ამოსაღებად, შესაძლოა ბრტყელტუჩა დაგჭირდეთ. ფრთხილად იყავით, რომ ბოთლის ყელი და საკუთარი ხელები არ დაიზიანოთ.

ახლა სუნამოს ბოთლში შეგიძლიათ ბამბუკის ჩხირები ჩადოთ და იგი ოთახში დადგათ, რომ არომატი მთელ სახლში გავრცელდეს. არ არის საჭირო სახლისთვის სპეციალური არომატიზატორების ყიდვა.

ასევე მცირე რაოდენობით დარჩენილი სუნამოს ფლაკონი შეგიძლიათ ტანსაცმლის კარადაშიც დადოთ.

კარადაში სასიამოვნო არომატი ორი-სამი თვის განმავლობაში შენარჩუნდება. ხოლო თუ გსურთ, რომ სუნამოს სუნი მთელი დღის განმავლობაში არ გაქრეს, ტანსაცმლის დაუთოებისას მათ საყვარელი სუნამო მიაშხეფეთ.

საშინაო დეკორისთვის კიდევ ერთი იდეის განსახორციელებლად, რამდენიმე სხვადასხვა ფერის საპნის ფილა და სახეხი დაგჭირდებათ. გახეხეთ ორი ან უფრო მეტი სხვადასხვა ფერის მქონე საპონის ნაჭერი და რიგ-რიგობით ჩაყარეთ ისინი სუნამოს მშრალ ლამაზ ბოთლში. ასევე ძალიან ლამაზად გამოიყურება ბოთლებში ჩაყრილი პატარა ზომის გამხმარი ყვავილები. შემდეგ შეგიძლიათ იგივე ბამბუკის ჩხირები ჩადოთ ბოთლში ან თავსახური დაახუროთ, აგრეთვე შესაძლებელია თვითნაკეთი ან ღვინის საცობით დალუქოთ ფლაკონი.

სუნამოების შედარებით დიდი ბოთლები შეგიძლიათ ლარნაკის სახით გამოიყენოთ ცოცხალი ან ხელოვნური ყვავილებისთვის. ასეთი ბოთლით შეგიძლიათ ტუალეტის მაგიდაც დაამშვენოთ, თუ მას პატარა ფერადი მძივებით გაავსებთ, მაგალითად, მასში ზეთს ჩაასხამთ და ჰერბარიუმის ყვავილს მოათავსებთ.

ოლგა პაპსუევა საკუთარ არხზე უფრო დეტალურად გიჩვენებთმ როგორ უნდა გახსნათ სხვადასხვა სუნამოს ფლაკონები და მათგან საშინაო არომატიზატორი გააკეთოთ.

როგორც ხედავთ, რამდენიმე არსებობს იმისთვის, რომ ლამაზ ბოთლებს და საყვარელ სუნამოებს სახლში სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა დააგროვოთ, მაგრამ ნამდვილად არ ღირს იმ სუნამოს ფლაკონების გადაყრა, რომლებიც თქვენთვის ძალიან ძვირფასია და სასიამოვნო მოგონებასთან ასოცირდება.