როგორ მოვიზიდოთ სახლში ფინანსური კეთილდღეობა

ბევრი ჩვენგანი, ასე თუ ისე, ოცნებობს სიმდიდრეზე. მართალია, ბედნიერება ფულში არ არის, მაგრამ მასთან ერთად ოცნებების ასრულება გაცილებით ადვილია. მაგრამ როგორ მოვიზიდოთ ფული სახლში? რა არის ამისთვის საჭირო? იქნებ საიდუმლო რიტუალის ჩატარება ან ჯადოსნური ლურჯი ჩიტის პოვნა შორეულ სამეფოში? შესაძლოა, მაგრამ ჩვენ უფრო მარტივი გზები გვაქვს.

ჩვენი რედაქცია დღეს შეეცდება გაერკვეს, რა არის საჭირო სახლში ფულის მოსაზიდად. აქ სულ რამდენიმე წესის დაცვა მოგიწევთ. ბოლოში კი პატარა ინსტრუქციაა მოცემული ძლიერი ფულის თილისმის შესაქმნელად.

როგორ მოვიზიდოთ სახლში ფული

ფული მოდის მათთან, ვისაც უყვარს იგი და მისი გამომუშავება სურს. უფრო მეტიც, ფულის სიყვარული არ ნიშნავს მის აქეთ-იქით გაფლანგვას, არამედ მის გონივრულად მართვის უნარს. ტრამვაის ფანჯრიდან მდიდრულ მანქანებზე მოშურნედ ყურებას და სიმდიდრეზე ოცნებას აზრი არ აქვს. ფულს გადამწყვეტი ადამიანები უყვარს.

დასაწყისისთვის მოიფიქრეთ, თუ რა ნიჭი შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი შემოსავლის წყაროს სახით. ეძიეთ საკუთარი თავი, გამოავლინეთ თავი სხვადასხვა კუთხიდან, მიისწრაფეთ გამდიდრებისკენ. ჩვეულებრივ, სხვისი სიმდიდრის მიმართ შური და სევდიანი ამოხვნეშა ფულის შოვნაში ვერ დაგეხმარებათ. მხოლოდ დადებითი ენერგია და სწორი დამოკიდებულება უწყობს ხელს წარმატებას.

გაავსეთ სახლი სიმდიდრის სიმბოლოებით

გამდინარი წყალი სიმდიდრის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. იგი ფულადი ნაკადის სიმბოლოს წარმოადგენს. ითვლება, რომ ზღვის, ოკეანის ან ჩანჩქერის სურათებს მოგების გაზრდა შეუძლიათ. თუ დიდი ხანია ფიქრობთ მისაღებ ოთახში ახალი სურათის სჩამოკიდებაზე, აირჩიეთ ლამაზი ჩანჩქერის სურათი.

მთავარი ის არის, რომ ნახატზე არ იყოს ასახული დამდგარი წყალი, მაგალითად ტბა ან გუბე. უმჯობესია, თუ ეს იქნება ადიდებული მთის მდინარე ან ზღვის ტალღები. შეხედეთ ნახატს და წარმოიდგინეთ, რომ ამ ამ ნაკადში თქვენკენ სიმდიდრე მოედინება.

გადაყარეთ გატეხილი ნივთები

აუცილებად უნდა გადაყაროთ გატეხილი და დაზიანებული ნივთები. ეს განსაკუთრებით სარკეებს ეხება. სარკეს სახლში ის შემოაქვს, რასაც აირეკლავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მან ნივთები სწორად აირეკლოს და არა მზარებიდან.

ასევე ღირს დაბზარული ჭურჭლის, გატეხილი სტატუეტების, გაფუჭებული ავეჯისგან გათავისუფლება. საყოფაცხოვრებო ნივთებში ნებისმიერი  ხარვეზი ხელს უშლის ენერგიის სწორ ცირკულაციას.

ძლიერი განათება სახლში ფულის მოსაზიდად

ფულს მკვეთრი განათება უყვარს. დღისით, მიეცით მზის სხივებს სახლში შემოღწევის საშუალება. ასევე იზრუნეთ იმაზე, რომ ყველა ოთახში მხოლოდ ნათელი ნათურები იყოს. ზედმეტი არ იქნება წითელი ჩდილები, ეს კარგი სიმბოლოა.

მოაწყვეთ აკვარიუმი თევზებისთვის

ფენშუის სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ სახლის ავეჯის ეს ატრიბუტი სახლში სიმდიდრის მოზიდვაში დაგეხმარებათ. აკვარიუმში იყოლიეთ ყვითელი ან წითელი თევზები. და არ დაგავიწყდეთ, თევზების წყალი ყოველთვის სუფთა უნდა იყოს.

სისუფთავე სახლში სიმდიდრის მოზიდვაში დაგეხმარებათ

ზოგადად ფულს სისუფთავე უყვარს. არ უნდა დაგავიწყდეთ გენერალური დასუფთავების ჩატარება რეგულარულად. მოიშორეთ ნაგავი, რათა ცხოვრებაში გამოჩნდეს ადგილი ახალი ნივთებისთვის. აუცილებლად გამოყავით დრო ფანჯრების გასაწმენდად. სუფთა ფანჯრები კეთილდღეობის მაგნიტია.

შეიძინეთ ფულის ხე

ფულის ხე არის მცენარე, რომელიც სახლში ფულის მაგიას იზიდავს. ფენშუის თქმით, უბრალოდ უნდა განათავსოთ სახში ფულის ხე და თქვენი ფინანსური მდგომარეობაც უკეთესობისკენ შეიცვლება. მცენარე აუცილებლად უნდა იყოს მოვლილი და სწორ ადგილას უნდა იდგეს. ეს არ დაგავიწყდეთ!

სტატიის დასაწყისში დაგპირდით, რომ ვისაუბრებდით სპეციალურ რიტუალზე, რომელიც ფულის მოსაზიდად არის საჭირო. იგი სწორედ ბედნიერების ხესთან არის დაკავშირებული. ქოთანში მცენარის დარგვამდე მის ფსკერზე 6 ცალი მონეტა მოათავსეთ, თავი წარმატებულ, ჯანმრთელ, მდიდარ ადამიანად წარმოიდგინეთ. თქვენი მწვანე მეგობრის მორწყვისას, გაისენეთ ეს სურათი რეგულარულად, რაც შეიძლება ნათლად. ეს ტექნიკა თქვენ წარმატებისკენ დაგაპროგრამებთ!

თუ სახლში უკვე გაქვთ ზრდასრული ფულის ხე, შეგიძლიათ მონეტები უბრალოდ ქოთანში ჩაფლათ. ეს თილისმა მაინც იმუშავებს თქვენს სასიკეთოდ. უადგილო იქნება ღეროებზე რამდენიმე წითელლენტიანი მონეტის ჩამოკიდება. მათი დანახვისას, ყოველთვის იფიქრებთ, რომ ფული თავად მოდის თქვენს ხელში.

ამ მარტივი წესებით, ფულის ნაკადი მალე გაუმჯობესდება. მთავარია გჯეროდეთ ამის და შეეცადეთ მაქსიმალური ძალისხმევა ჩადოთ მათშესასრულებლად. დაე თქვენი ყველა ოცნება ახდეს!