6 დეტალი ინტერიერში, რომლებიც შეგარცხვენთ სტუმრების წინაშე

ბევრი არც კი ფიქრობს იმაზე, რომ ისეთმა წვრილმანებმა, როგორიცაა ყვავილების ქოთნები ან ხელოვნური ყვავილები, შეიძლება გააფუჭოს ინტერიერის მთლიანი სახე. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, რა დეკორატიულზე ელემენტებზე უნდა თქვათ უარი, რომ არ მოგიწიოთ მეზობლების წინაშე გაწითლება და იმის ახსნა, თუ რატომ გაქვთ ასეთი ცუდი გემოვნება.

1. ხელოვნური ბეწვის ხალიჩები

ადრე, ინტერიერის ფოტოზე, განსაკუთრებით სკანდინავიურზე, მუდმივად იყო წარმოდგენილი თეთრი ბეწვის ხალიჩები. ისინი ბინას ტყის შუაში მდებარე აგარაკის იერს სძენდა, რითაც სახლს კომფორტის, სითბოს, სინათლის შეგრძნებას მატებდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს ტენდენცია დიზაინერებისთვის იმდენად მოსაწყენი და დამღლელი გახდა, რომ მათ ეს ხალიჩები “შავ სიაში” შეიტანეს. საქმე იმაში კი არ იყო, რომ თეთრი ბეწვის ხალიჩა მოდიდან გადავიდა, არამედ მის აბსოლუტურად არაპრაქტიკულობაში. ტექსტილი ძალიან მალე იგროვებს მტვერს, შინაური ცხოველების ბეწვს, რის შედეგადაც იგი კარგავს თავდაპირველ სილამაზეს რამდენიმე რეცხვის შემდეგ.

რით ჩავანაცვლოთ?

ვინაიდან ახლა ყველაფერი ბუნებრივი და ნატურალური არის მოდაში, უკეთესი იქნება, თუ უპირატესობას ნატურალური მასალებისგან შექმნილ ხალიჩებს მიანიჭებთ: ბამბის,  ჯუთის, ბეწვის. ძალიან ლამაზი იქნება მსხვილად მოქსოვილი ან ვინტაჟური ნაწარმი. თუ ოთახი დიდი ზომისაა და მასში ცოტა ავეჯია, როგორც, მაგალითად, მინიმალისტურ ინტერიერში, შეგიძლიათ იატაკზე სხვადასხვა ზომის ხალიჩები დააგოთ ისე, რომ მათ ერთმანეთი გადაფარონ. კიდევ ერთი ვარიანტია ტექსტილის განთავსება კედელზე. თუმცა, აქ რიგი ნიუანსები არსებობს: ნაწარმი ჰარმონიაში უნდა იყოს ავეჯთან, ფარდებთან და ოთახის სხვა ელემენტებთან, ასევე, მან არ  უნდა დაიკავოს მთელი კედელი – მასზე საკმარისი ადგილი უნდა იყოს ისეთი მსხვილი აქცენტისთვის.

2. შპალერი მოძველებული ორნამენტებით

გახსოვთ 2000-იანი წლების ბინები, რომლის კედლებზეც ბრჭყვიალა შპალერები იყო გაკრული რელიეფური ეფექტებით, მსხვილი ყვავილებითა და სხვა შემაშფოთებელი ნახატებით? აი, სწორედ მათი ადგილი არ არის თქვენს ბინაში. გასაკვირია, მაგრამ მაშინაც კი, თუ ოთახში ლამაზი ლინოლეუმი, ძვირადღირებული ავეჯი, თანამედროვე დეკორი იქნება, შპალერის გამო, ისინი მაინც არაკომფორტულად და იაფფასიანად გამოიყურება.

რით შეიძლება შევცვალოთ?

თუ გსურთ უპირატესობა მიანიჭოთ შპალერს, მაშინ არჩევანი ხარისხიან ერთტონალობიან ვარიანტებზე შეაჩერეთ, რომლებიც ჰარმონიულად შეერწყმება იატაკის საფარისა და ჭერის ჩრდილებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდი შაბლონები, თუმცა, ეს მხოლოდ აქცენტის კედლის ან მისი მონაკვეთის გასაფორმებლად გამოგადგებათ. ყვავილების ორნამენტები ლამაზად გამოიყურება არასაცხოვრებელ ოთახებში, მაგალითად, შემოსასვლელში. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შპალერი არ იყოს ძალიან მუქი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთახი ვიზუალურად კიდევ უფრო პატარა გახდება, ვიდრე სინამდვილეშია.

ნუ შეგეშინდებათ, რომ ვერ შეძლებთ მოძველებული შპალერის განსხვავებას ტრენდულისგან. შპალერი, რომელიც ახლა მოდაშია, ნატურალურ გამებშია შექმნილი. თუ  მათ შაბლონები, ყვავილოვანი მოტივები აქვს, მაშინ ისინი ნამდვილს ჰგვანან, ბრჭყვიალებისა და რელიეფების გარეშე.

3. მაგნიტები მაცივარზე

იმაზე ფიქრისას, თუ რა შეიძლება ქვეყნიდან სამახსოვროდ ჩამოიტანოთ, რომელშიც შვებულება გაატარეთ, ავტომატურად ჩერდებით მაგნიტების ვარიანტზე. ეს მარტივი, იაფი და აშკარაა – თქვენ არ გჭირდებათ ბევრი ფიქრი საკუთარი თავისა და მეგობრებისთვის საჩუქრის გასაკეთებლად. თუმცა, ამ პატარა ნივთებს არსებითი მინუსი აქვთ – ისინი ინტერიერს ელეგანტურობას არ ანიჭებს. მაგნიტების შერჩევა ერთ სტილში პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ, ისინი ქმნიან ვიზუალურ ხმაურს და არააკურატულ ეფექტს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მაცივრის კარზე ძალიან ბევრი მაგნიტია მიმაგრებული.

რით შევცვალოთ?

დასაწყისისთვის, მაცივრის კარიდან მოხსენით ყველა მაგნიტი და ყუთში მოათავსეთ ისინი სხვა სამახსოვრო ნივთებთან ერთად, რომლებიც მოგზაურობიდან სამახსოვროდ ჩამოიტანეთ. როგორც უკვე ვთქვით, ეს არ არის დეკორი, რომელიც ჰარმონიულად ჯდება ინტერიერში. შემდეგ აირჩიეთ ახალი სუვენირი, რომელსაც სხვა ქვეყანაში ან ქალაქში შეიძენთ. მაგალითად, ეროვნული ჭურჭელი, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება სამზარეულოს ღია თაროებზე. კიდევ ერთი ვარიანტია ლამაზი წიგნები ორიგინალურ ენაზე, რომელთა განთავსებაც მისაღები ოთახის სტელაჟზე შეგიძლიათ. თუ ღია ბარათები გიყვართ, ისარგებლეთ ამით – ყველა ახალ ადგილას შეიძინეთ ერთი ტიპის აკვარელის ან შავ-თეთრი ბარათები, რომლისგანაც შემდეგ კედლის კოლაჟს შექმნით.

4. ხელოვნური ყვავილები

მაღალხარისხიანი ხელოვნური ყვავილების პოვნა, რომლებსაც ნამდვილისგან პრაქტიკულად ვერ გაარჩევთ, ძალიან რთულია. გარდა ამისა, მათი ღირებულება მნიშვნელოვნად მაღალი იქნება, ვიდრე ცოცხალი ვარდების ან შროშანების. ამ თვალსაზრისით, დიასახლისების უმეტესობა თავიანთ ბინას ტიპური პლასტმასის მწვანე მცენარეებით ამშვენებს, რომლებიც ულამაზოდ და უაზროდ გამოიყურება.

რით შეიძლება ჩაანაცვლოთ?

ჩვენ ყოველთვის გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ ცოცხალ ოთახის მცენარეებს. მათ ინტერიერში სასურველი სიმშვიდე შემოაქვთ, ასუფთავებენ ჰაერს, დადებითად მოქმედებენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუ მზად არ ხართ დიდი დრო დაუთმოთ ყვავილების მოვლას, აირჩიეთ უპრეტენზიო ეგზემპლარები, რომლებიც შესანიშნავად იგრძნობენ თავს სინათლის და ტენიანობის ნაკლებობის შემთხვევაშიც. მაგალითად, შეგიძლიათ შეიძინოთ კაქტუსები და სუკულენტები. ალტერნატივის სახით, გამოგადგებათ გამხმარი ბალახები და ყვავილები, რომლებიც შესანიშნავად გამოიყურება შუშის ცილინდრულ ლარნაკებში.

თუ მაინც გსურთ ბინა ხელოვნური ყვავილებით გააფორმოთ, შეიძინეთ მხოლოდ ისინი, რომლებიც ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება ბუნებრივისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ გახდიან ისინი ბინის ინტერიერს იაფფასიანს და უგემოვნოს. არ დაგავიწყდეთ მცენარეების რეგულარულად წმენდა მტვრისა და ჭუჭყისგან, რათა ისინი ცოცხლად და ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

2. დეკორი ლოფტის სტილში

ლოფტი ძალიან მატყუარა სტილია. ბევრი თვლის, რომ ეს სტილი ძალიან ბიუჯეტური და შესასრულებლად მარტივია, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. იმისათვის, რომ ბინა ლოფტის სტილში მოაწყოთ, არ არის საკმარისი აგურის კედლების იმიტაციის გაკეთება, უხეში დაფებისგან ჟურნალის მაგიდის დამზადება ან ძვირადღირებული ტყავის დივნის შეძენა. ეს დეტალები ინდუსტრიული სტილის კომპონენტებია, თუმცა, ისინი მხოლოდ ბინის სწორ რემონტთან და მოწყობასთან ერთად მუშაობს. თუ მხოლოდ რამდენიმე წესსა და ნიუანსს დაიცავთ, შედეგად არასასიამოვნო სივრცეს მიიღებთ, რომელიც უგემოვნებაზე იმეტყველებს.

რით შევცვალოთ?

თუ დასახმარებლად პროფესიონალ დიზანერს ვერ მიმართავთ, უმჯობესია აირჩიოთ ლაკონური, ნეიტრალური და მშვიდი სტილი, მაგალითად, სკანდინავიური, მინიმალისტური, ეკო-სტილი და სხვა.

6. პლასტმასის ყვავილების ქოთნები

ყველა დიზაინერის კიდევ ერთი ტკივილი. უბრალოდ თქვით ექსპერტის თანდასწრებით “ყვავილების პლასტმასის ქოთნები” და შეამჩნევთ, როგორ გაუფართოვდება მას თვალები. დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ყვავილების მაღაზიებში მცენარეები მუდმივად თხელ, უღიმღამო ქოთნებში იყიდება. თუმცა, ეს მხოლოდ იმ გათვლით ხდება, რომ მათ გადარგავთ სხვა ქოთნებში. პირველი, პლასტმასმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფერის ფესვების სისტემაზე, მეორეც, იგი საშინლად გამოიყურება.

რით შეიძლება ჩავანაცვლოთ?

ყვავილის ქოთნები არის სრულფასოვანი დეკორატიული ელემენტი, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩაჯდეს ოთახის ინტერიერში. ამიტომ, მაღაზიებში შეარჩიეთ ერთი ტონალობის ქოთნები იმავე სტილში, რომელსაც შეუძლია დაამშვენოს და არ გააფუჭოს ოთახის დიზაინი. მაგალითად, ლოფტის სტილში ძვირადღირებულად და თანამედროვედ გამოიყურება ბეტონის სტილიზებული ქოთნები, სკანდინავიურ ინტერიერში კი შავ-თეთრი ეგზემპლარები გამოგადგებათ. თუ გსურთ ბინაში ეკოლოგიურობას და ბუნებრიობას შეეხოთ, შეგიძლიათ იყიდოთ ყველაზე უბრალო ქოთნები, შემდეგ კი ისინი ბაწრით გააფორმოთ – შედეგად, მიიღებთ დეკორის ძალიან მოდურ და ორიგინალურ ელემენტს.