ავტომობილის სათავსო ეს არამხოლოდ ის ადგილია, სადაც სხვადასხვა სასარგებლო თუ უსარგებლო ნივთს ვინახავთ. ცოტამ თუ იცის, რომ ბევრ მოდელს ერთი საინტერესო, „საიდუმლო“ ფუნქცია აქვს.

პირველ რიგში უნდა შეამოწმოთ საკუთარი მანქანის სათავსო და დარწმუნდეთ, აქვს თუ არა მას განათება. ამ შემთხვევაში იპოვნით ერთ მნიშვნელოვან ელემენტს: ჩამრთველს, რომლის გვერდითაც დახატული უნდა იყოს დაღუნული ხაზი და ფიფქის სიმბოლო. ყველა ვერ ხვდება ეს რა არის.

საქმე იმაშია, რომ ბევრ ავტომობილს, რომელსაც კონდიციონერი აქვს, დამატებით სათავსოს ვენტილაციაც გააჩნია. მას შეუძლია მანქანის სათავსო მაცივრად აქციოს. ეს ყველაფერი ერთი ხელის დაჭერით ხდება. სარქველი შეტრიალდება და ხუფი გაიხსნება.

ამის შემდეგ, სათავსოში კონდიციონერიდან ცივი ჰაერი შევა, რაც ზაფხულში მას მაცივრად აქცევს. მოხერხებულია თუ წყლის ან რამე სასმლის გაციება გინდათ. ასევე, კარგია როცა კონკრეტულ ადგილამდე პროდუქტის მიტანა მისი გაფუჭების გარეშე გვინდა.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი