ჩვენთვის ჩვეული საყოფაცხოვრებო კომფორიტ, რომელიც ევროპაში თითქმის მიუწვდომელია

ევროპის ქვეყნები ცხოვრებისეულ მსოფლიო სტანდარტებში რეგულარულად იკავებენ პირველ რიგებს, ამიტომ ჩვენ შევეგუეთ იმ აზრს, რომ იქ ცხოვრება გაცილებით კომფორტულია, ვიდრე საქართველოში. მაგრამ ევროპულმა ყოფაცხოვრებამ შესაძლოა უამრავი უსიამოვნო სიურპრიზი მოგიტანოთ.

ბინის მოწყობა და გათბობის მახასიათებლები, ინტერნეტის ფასები და პარკირების პრობლემები. ჩვენ, ძვირფასო მკითხველებო, მოგიყვებით 4 ჩვენთვის ჩვეულ კეთილმოწყობაზე, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ბევრად უფრო ძვირია და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ევროპული ცხოვრება

სითბო

ჩვენთან, ზამთარში სახლში ტემპერატურა ზოგჯერ 25 გრადუსს სცდება, ამიტომ ხშირად დავდივართ მოკლემკლავიან მაისურებში და ამას ძალიან შევეჩვიეთ.

თუმცა, არსებობს მთელი რიგი ქვეყნებისა, რომლებშიც ცენტრალური გათბობა არ არის. ინდივიდუალურად მისი დამონტაჟება კი ძალიან ძვირი ღირს. მაგალითისთვის, დიდი ბრიტანეთის ბინებში ზამთარში საშუალო ტემპერატურა იშვიათად აღემატება 15 გრადუსს. საფრანგეთსა და ნიდერლანდებში – +16°C, გერმანიასა და იტალიაში – +17°C.

ბევრ ევროპელს პიჟამოებსა და თბილ საბნებში სძინავთ. ამასთან, ბოილერზე აყენებენ თაიმერს, რომ საღამოს გამოირთოს და მაღვიძარას დარეკვამდე 15 წუთით ადრე ჩაირთოს. ეს იძლევა საშუალებას გაიღვიძოთ და მუშაობა სითბოში დაიწყოთ.

პარკირება

საქართველოში, მძღოლები მიჩვეულები არიან, რომ მანქანას უსაფრთხოდ დატოვებენ სახლთან ახლოს. თუ სახლში გვიან დაბრუნდებიან და ადგილი არ არის, მაშინ მანქანას მეზობელ კორპუსთან აჩერებენ. ევროპაში კი ასე არ არის. იქ თუ მანქანას შეიძენთ, პარკირების ადგილიც უნდა იყიდოთ.

თუ ასეთი ადგილი არ არის, მაშინ ფასიანი პარკირების გარდა სხვა ვარიანტი აღარ გრჩებათ. მაგალითად, პარიზში, ეზოს კარი მთლიანად დახურულია მანქანის პარკირებისთვის. პარკინგზე ერთი მანქანის ადგილი 100 ევროდან იწყება.

შესასვლელამდე მისვლა და სახლში მშვიდად ასვლა, როგორც ამას ჩვენ ვართ მიჩვეული, არ გამოგივათ. ასეთი სიამოვნება მხოლოდ კერძო სახლების ან ინდივიდუალური პარკირების ადგილის მფლობელებისთვის არის ხელმისაწვდომი, რომელიც ერთოთახიან ბინაზე არანაკლები ღირს.

სააბაზანო

პატარა რუსულ”ხრუშოვკის” ბინაშიც კი, როგორც წესი, არის აბაზანა, სადაც რთული სამუშაო დღის შემდეგ შეგიძლიათ ჩაწვეთ.

ბევრ ევროპულ სახლში აბაზანები არ არის, მხოლოდ საშხაპე კაბინებია. ეს წყლის ეკონომიასთან არის დაკავშირებული (აქ წყლის ტარიფები ძალიან მაღალია).

ინტერნეტის ფასები

ქართული ცხოვრების კიდევ ერთი დადებითი მხარე – იაფი და ხელმისაწვდომია. ოპტიკურ-ბოჭკოვანი სახლის ინტერნეტი ევროპის უმეტეს ქვეყნებში 5-10-ჯერ მეტი ღირს, ვიდრე საქართველოში.

უფრო მეტიც, იმისათვის, რომ ინტერნეტი შემოიყვანოთ, საჭიროა ზოგჯერ წინასწარ მთელი წლის ხელშეკრულების დადება. მაგალითად, გერმანიაში, ამას კიდევ სატელევიზიო გადასახადიც ემატება. თითოეული ოჯახი თვეში 17,50 ევროს იხდის, მიუხედავად ტელევიზორის არსებობისა და მაცხოვრებლების რაოდენობისა.

როგორც ხედავთ, ევროპულ ცხოვრებასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. “იმისათვის, რომ დავაფასოთ ის, რაც გვაქვს, შორიდან უნდა შევხედოთ მას” – თქვა ერთმა ბრძენკაცმა. და ჩვენი მაგალითები ამ სიტყვებს კარგად განამტკიცებს.