ეს ადგილები სახლში იმაზე უფრო ბინძურია, ვიდრე თქვენ გგონიათ

არსებობს თქვენ შორის ადამიანი, ვისაც ნამდვილად უყვარს სახლის დასუფთავება? აღიარეთ, რომ ამ მოვლენისადმი მშვიდი დამოკიდებულებითაც კი, არსებობს რამდენიმე ადგილი ან ობიექტი, რომლებსაც ყველაზე ნაკლებ დროს ვუთმობთ – ვიღაც იმიტომ, რომ მნიშვნელობას არ ანიჭებს, ხოლო ვიღაც სიზარმაცის ან დროის უკმარისობის, სირთულის გამო აკეთებს ამას. გამოტყდით, არსებობს რაღაც, რასაც “შემდეგისთვის” გადადებთ ხოლმე?

ჩვენს ბინაში არის რამდენიმე “ცხელი წერტილი”, სადაც ჭუჭყი გროვდება და ბაქტერიები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ. სწორედ ამ ტერიტორიებს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, დიდი ძალისხმევა და ნერვები. სახლში რომელ ადგილებს შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე პრობლემური და როგორ გავხადოთ ისინი სუფთა?

სამზარეულო მთლიანობაში

დიახ, ზოგჯერ, ეს გვეჩვენება როგორც ერთი უწყვეტი პრობლემური ადგილი, დიასახლისები ხშირად ამ ტერიტორიის დასუფავებას მთელ დღეს ვუთმობთ. მონაკვეთების რეიტინგში, რომლებზეც უფრო მეტ ძალისხმევას ვხარჯავთ, ერთ-ერთი პირველი ღუმელია (სახელურები, კიდეები, გისოსი). აქ ყველაზე მეტი ცხიმიანი ლაქაა.

დაგჭირდებათ სპეციალური საშუალებები, რადგან ჩვეულებრივი სარეცხი საშუალება ამ შემთხვევაში ვერ დაგეხმარებათ. ცხიმის გასახსნელად სპეციალური ვიწრო მიმართულების + მაღალი ხარისხის ღრუბელი დაგჭირდებათ. სხვათა შორის, ღუმელის გვერდით ასევე შეგვიძლია მივამატოთ გამწოვიც, მაგრამ ამ ობიექტის წმენდის შესახებ აღარ ვისაუბრებთ.

სააბაზანო ოთახი

დაგვემოწმეთ, ჩვენი ყურადღების კონცენტრაცია რატომღაც აბაზანის/შხაპის, უნიტაზის, ნიჟარისა და სარკის წმენდაზე უფრო მახვილდება. კაფელის ფილები კი რაღაც მიზეზით ხშირად “განაწყენებული” რჩება, რომ აღარაფერი ვთქვათ ფილებს შორის არსებულ ნაპრალებზე. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, და აქ დასუფთავების გადაგება ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ აქ შეიძლება გაჩნდეს სოკო, რომელთ ბრძოლაც ძალიან რთული იქნება. როგორგაწმინდოთ სააბაზანოობისგან, წაიკითხეთ ამ სტატიაში.

აბაზანაში კიდევ ერთი განაწყენებული ობიექტია – სარეცხი მანქანა. ჭუჭყს აქ მოსწონს სარეცხი ფხვნილის კონტეინერებში და მანქანის უჯრაში დაბუდება. დროთა განმავლობაში, შეიძლება აქაც წარმოიქმნას ობი. იმისათვის, რომ ეს მზაკვრული ქალბატონი ნივთებზე არ გამრავლდეს, კონტეინერი და რეზინი კარგად უნდა გაწმინდოთ, იდეალურ შემთხვევაში, ყოველი რეცხვის შემდეგ, ან მინიმუმ სააბაზანო ოთახის გენერალური დასუფთავების დროს. ცუდი არ იქნება, თუ დროდადრო გავლებისას სარეცხ მანქანაში სადეზინფექციო საშუალებებს დაამატებთ.

კარების სახელურები მთელს სახლში, განსაკუთრებით შემოსასვლელის და სააბაზანო ოთახის კარების სახელურები. ისინი არა მხოლოდ სველი ქსოვილით უნდა გაწმინდოთ, არამედ სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაოთ. რადგან სად არის გარანტია, რომ მათ მხოლოდ იდეალურად სუფთა ხელებით ეხებიან?

უამრავი მტვერი გროვდება ბატარეებზე – თქვენ უნდა გაწმინდოთ არა მხოლოდ ისინი, არამედ კედელი მათ მიმდებარედ. კარგი იქნება, თუ გათბობის სეზონზე მშრალად გაწმენდთ ამ ადგილებს, ცხელ სეზონზე კი, როდესაც გამათბობელი გამორთულია, სველი ქსოვილით დაამუშავებთ.

თქვენს ფანჯრებზე ჟალუზებია? ნუ იზარმაცებთ, დროდადრო  გაწმინდეთ ისინი საპნიანი წყლით. ფანჯრიდან ხედი მნიშვნელოვნად შეიცვლება.

ალბათ, ჩამონათვალში ყველა პრობლემური ადგილი არ არის მოცემული, და ყველა დიასახლისს აქვს საკუთარი “TOP” ადგილები და ობიექტები. ჩვენ მხოლოდ დავამატებთ, რომ დასუფთავება უფრო სასიამოვნო და სწრაფი გახდება, რაც უფრო ხშირად გააკეთებთ ამას.