როგორ გაარემონტეს ეს სახლი: შესანიშნავი იდეა შთაგონებისთვის

როდესაც შანტი ვიჯაიამ მის უახლეს პროექტზე – თანამედროვე ფერმის სახლის გადაკეთებაზე დაიწყო მუშაობა ლოს-ანჯელესში, მას სურდა დამამშვიდებელი გარემოს შექმნა, შიდა და გარე სივრცეების მოწყობით. მისი თქმით აღნიშნული სახლის არქიტექტურა ზედმეტად დახურული იყო, ორნამენტები უინტერესო, ეზო სრულიად შეუხედავი და ცარიელი. მის მიზნად იქცა ამ სტანდარტული სივრცის ხასიათით სავსე სახლად გადაქცევა. ამის მისაღწევად მან მთლიანად გადააკეთა 185 კვ.მ ფართობის მქონე სახლი, რომელიც მოიცავდა 4 საძინებელს და 3 აბაზანას, 470 კვ/მ ფართობის მქონე ეზოსთან ერთად.

ტრანსფორმაციის დასაწყებათ შანტიმ სახლს სპეციალური ხის ორნამენტები დაუმატა, რადგან სურდა ყველა ოთახი მრავალფეროვანი ყოფილიყო. თანამედროვე იერის შესაქმნელად მან ინტერიერი უამრავი ფერის დეტალით გააფორმა, რაც მოიცავდა ფერად წიგნებსა და ნახატებით გაფორმებულ შპალერს. მან ოთახებში თბილი და მყუდრო გარემოს შექმნაზეც იზრუნა მსუბუქი ფერების გამოყენებითა და დასვენების და გართობისთვის საკმარისი ღია სივრცის დატოვებით. შანტის თქმით მთლიანი სახლი სავსეა მკვეთრი ფერებით და შაბლონებით, თუმცა დიზაინის ელემენტები მაინც მსუბუქი და ძალის მომცემია.

დიზაინერისთვის უდიდესი გამოწვევას ძველი სახლისთვის ხასიათის და ინდივიდუალიზმის შემატება წარმოადგენდა. შანტის ძირითად საქმიანობას სახლების ნოლიდან აშენება ან შენობების მთლიანი გადაკეთება წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, უკვე აშენებული ძველი სახლის გარემონტება მისთვის ახალ გამოწვევად იქცა, რადგან ის სავსე იყო ჩახლართული დეტალებით, ჩაშენებებითა და მოძველებული ეზოს სივრცით. მას უნდა აღმოეფხვრა და გაექრო ყველა ეს ასპექტი პროექტის სივრციდან.

კალიფორნიის ლამაზ არეში მდებარეობის გამო ამ სახლის განახლების მთავარ იარაღად მისი ეზოს ტრანსფორმაცია იქცა. შანტიმ მთელი მონდომებით იმუშავა ეზოში ბუნებრივი სინათლის სიუხვის ხაზგასასმელად, სახლისთვის ახალი განთებების, ალუმინის და ხისგან დამზადებული ფანჯრების და შუშის ტერასების დამატებით შენობის რამდენიმე წერტილში.

მან ასევე იზრუნა იმაზე, რომ ყველა ფანჯრიდან ყოფილიყო შესაძლებელი ლამაზი და გამწვანებული ბაღის წერტილების დანახვა. მაღალი მცენარეები, ბუჩქები და ხეები იდეალურად ქმნიან ბინადრებისთვის კონფიდენციალურ სივრცეს, ფანჯრების და კარებების ღიად დატოვების შემთხვევაშიც კი. წინა და გვერდითი ბაღები ერთმანეთთანაა დაკავშირებული სპეციალური ტიპის ცემენტის ბილიკებით, რაც შიდა და გარე სივრცეებში მიმოსვლას უმარტივეს მოქმედებად აქცევს.

გარეთ შანტიმ დაამატა თანამედროვე ავეჯი მეტალის თაღიან სკამთან და ჰამაკთან ერთად. ეს ხელნაკეთი დიზაინით შექმნილი სივრცე შეიძლება გამოყენებულ იქნას სტუდიათ, იოგის სივრცეთ, ან უბრალოდ დასასვენებელ ოთახად. ეზოში არსებული ფარდული შანტიმ მთლიანად გადააკეთა და გააფორმა ახალი იატაკით, ფანჯრებით, ნეკერჩხლის ხის კედლებით, შავი ჭერით, ჩამოკიდებული განათებებითა და ელექტრონული ხელსაწყოებით. შანტრის თქმით ამ დიზაინს იდეალურად ასრულებს შესასვლელში მოთავსებული ვარდისფერი ცემენტის ფილები.

ჟასმინის ყვავილები და წყნარი ფერის ფანტანები გარეთ არსებულ სივრცეს ძალიან მშვიდ ატმოსფეროს სძენს.