როგორ ვაქციოთ ერთოთახიანი ბინა ოროთახიანად, კაპიტალური რემონტის გარეშე

როცა ოჯახი პატარა ბინაში ცხოვრობს, შეუძლიათ მისგან ისეთი მყუდრო სივრცე შექმნან, რომ ადგილი ყველასთვის მოიძებნოს. სხვადასხვა დიზაინერულ გადაწყვეტილებებს შეუძლიათ კაპიტალური რემონტის და დიდი დანახარჯების გარეშე აქციონ ერთ ოთახიანი ბინა ოროთახიანად.

ფარდები

ყველაზე სწრაფი, მარტივი და საინტერესო ხერხი გამოყოთ სასტუმრო ოთახი საძინებლისგან ან კაბინეტისგან – ფარდებია. ამ იდეის განხორციელებისთვის გამოიყენეთ ჭერის კარნიზი რელსით. ის იმდენად პატარაა, რომ ფარდების გადაწევისას ყურადღებას არც გაამახვილებთ. ამ მეთოდით ეკონომიასაც გასწევთ და სახლსაც მარტივად დაალაგებთ.

სტელაჟები

მოხერხებულობა და ესთეტიკურობა – თაროები საკმაოდ პოპულარული ხერხია ზონების გამოსაყოფად.

მაღალი სტელაჟები მრავალფუნქციურია. ისინი სახს დამატებით შესანახ სისტემას უქმნიან და დიდ კარადებს ცვლიან.

გამოიყურებიან ჰარმონიულად და არ ტვირთავენ გარემოს. საჭიროების შემთხვევაში ადვილად გადადგავთ სხვა ადგილას.

კარადა

ეს ხერხი გამოიყენეთ რემონტის დროს, გააკეთეთ სპეციალური ნიშა კარადისთვის იატაკიდან ჭერამდე.

ხის სვეტები

დეკორატიული სვეტები სივრცის მშვენიერი გამოყოფის საშუალებაა. ისინი თავისუფლად ატარებენ სინათლეს და ჩაკეტილობის განცდას არ ტოვებენ.

შეგიძლიათ დაამაგროთ როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად. ბავშვის ოთახში ის სიმყუდროვეს შექმნის.

შირმა

დასაკეცი შირმა შეგიძლიათ სხვადასხვა მასალისგან შეარჩიოთ და ინტერიერს შეუხამოთ. ის დამოუკიდებლადაა კედლისა და ჭერისგან. თუ აღარ დაგჭირდებათ კედეთან დეკორის სახით დადგავთ.

მოძრავი ტიხრები

ეს ყველაზე მარტივი და ფუნდამენტური გადაწყვეტილებაა. ბაზარზე უამრავი კონსტრუქციაა შემოთავაზებული და ის ბიუჯეტური ვარიანტია. ისინი მაქსიმალურად აცალკევებენ ორ ზონას ერთმანეთისგან. ნაკლი არის მხოლოდ ის, რომ ღია მდგომარეობაში ოთახის დიდ ნაწილს იკავებენ.

დასაკეცი ტიხრები

თანამედროვე საშუალება შირმასა და მოძრავ ტიხრებს შორის. ასეთი კონსტრუქცია მცირე ადგილს იკავებს და კარგი ხმის იზოლაციით გამოირჩევა. თუმცა, აქ ჩამოთვლილ ვარიანტებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია.

თქვენ რომელი ვარიანტი მოგეწონათ ყველაზე მეტად და რატომ?