ხალიჩების შამპუნირება არის სპეციალური პროცედურა ძალიან ჭუჭყიანი ხალიჩების წმენდისთვის, რომლებშიც ჭუჭყი ღრმად არის ჩამჯდარი. მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის შესაფერისია ნებისმიერი ტიპის ხალიჩისთვის, რადგანაც არ არსებობს ხალიჩის ზედმეტად დასველების საშიშროება, ეს კი ნიშნავს, რომ ხალიჩა ჭარბი ტენიანობისგან არ დაზიანდება.

შამპუნირების პროცედურების ძირითადი ეტაპები

  • სანამ დასუფთავებას დაიწყებდეთ, შეამოწმეთ საფარის დაგების ხარისხი, ასევე გამოყენებული საღებავების მდგრადობა (სარეცხ საშუალებაში ალბობენ თეთრ ტილოს და მსუბუქად წმენდენ ამით ხალიჩის პატარა მონაკვეთს, რომელიც ყველაზე შეუმჩნეველ ადგილას მდებარეობს).
  • ხალიჩების წმენდა შამპუნირების მეთოდით, მხოლოდ ნეილონის ჯაგრისების გამოყენებით არის შესაძლებელი, რომლებიც პროცედურების წინ თბილ წყალში უნდა მოთავსდეს, რომ მათი ბეწვი დარბილდეს. და სანამ ისინი სველდება, კარგად უნდა გასუფთაოთ ხალიჩა მტვერსასრუტით, რომ მისი ზედაპირისგან ამოიღოთ მტვერი, ქვიშა და ბეწვი.
  • სარეცხი საშუალება გარკვეული ინსტრუქციის შესაბამისად მზადდება. სათლში უნდა ჩაასხათ 90% მომზადებული სუფთა წყალი, ხოლო სხვა ჭურჭელში დარჩენილი 10% წყალი სარეცხი საშუალების კონცენტრატს შეურიეთ და კარგად მოურიეთ. მიღებული ხსნარი დიდ სათლში ჩაასხით.
  • დისკის მანქანა – დროა აიღოთ ჯაგრისი, რომელიც თბილ წყალში დაარბილეთ. იგი სპეციალურ დისკის მანქანაზე უნდა მიაერთოთ, რომლის მეშვეობითაც ხალიჩის ზედაპირზე სარეცხ საშუალებას წაუსვამთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი თანაბრად გადაანაწილოთ. ამიტომ, ჯერ უნდა სცადოთ მისი წასმა მხოლოდ რეზინის ხალიჩაზე, შემდეგ კი ბეწვზე გადახვიდეთ.
  • შამპუნირება – დისკის მანქანის გამოყენებით, სარეცხი საშუალება ხალიჩის მთელ ზედაპირზე ნაწილდება. ერთი მნიშვნელოვანი თვისება – დამუშავებისას აუცილებელია, რომ ხალიჩის ზედაპირზე სპირალები ფორმირდეს.
  • სარეცხი მტვერსასრუტი – სარეცხი მტვერსასრუტის მეშვეობით ხალიჩის ზედაპირიდან იწმინდება ბინძური ქაფი. მნიშვნელოვანია, რომ ბინძური წყლისთვის წყალსაცავში იდოს დეფომერი, რათა ხალიჩიდან შეგროვებული ქაფი ზემოთ არ ამოვიდეს და ხალიჩა კვლავ არ დააჭუჭყიანოს ან არ მოხვდეს მტვერსასრუტის მილში, რამაც შესაძლოა მისი მწყობრიდან გამოყვანა გამოიწვიოს.
  • გახადეთ ხალიჩა ფუმფულა – როდესაც ხალიჩა გაშრება (ამ პროცესის დაჩქარება ჩვეულებრივი საჰაერო კონვექტორით შეგიძლიატ), აუცილებლად უნდა დაამუშვოთ იგი ფუნჯიანი მტვერსასრუტით. ეს ერთდროულად ორ პრობლემას მოაგვარებს: ხალიჩას ფუმფულას გახდის და საბოლოოდ ამოიყვანს ჭუჭყს, რომელიც დისკის მანქანის გამოყენების შემდეგ დარჩა.

სამუშაო პროფესიონალებისთვის

შამპუნირება არის პროცედურა, რომლის მაღალ დონეზე შესრულებაც მხოლოდ დასუფთავების კომპანიის გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ. მათ ზუსტად იციან, რამდენი სარეცხი საშუალებაა საჭირო, რამდენ ხანს უნდა დაალბოთ ხალიჩა ქაფის წასმის შემდეგ, რამდენი დრო სჭირდება მას კარგად გასაშრობად. თუ გსურთ მართლაც კარგი შედეგის მიღება, მიმართეთ პროფესიონალებს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი