როგორ დავიცვათ სახლი მავნე მწერებისგან

დაუპატიჟებელი სტუმრები სახლში ყოველთვის დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მათ რამდენიმე ფეხი აქვთ. ჭიანჭველები, ხოჭოები, კოღოები თუ ჭიები სახლში შემოსვლისას უდიდეს დისკომფორტს გვიქმნიან და წყნარად განტვირთვის საშუალებას გვართმევენ. სწორედ ამიტომ უნდა ისწავლოთ ექსპერტებისგან ის ხრიკები, რომლის დახმარებითაც სახლს ასეთი პრობლემებისგან დაიცავთ:

სამზარეულო

სამზარეულოში ღიად არ უნდა დატოვოთ ნამცხვრები, კრეკერები, ნამცეცები და მსგავსი სასუსნავები, რადგან ისინი ჭიებს მიიზიდავს. თუკი გსურთ, რომ ვაზაში განთავსებულ ხილს ქინქლები არ დაეხვიონ, მაშინ დადგით სამზარეულოში ძმრის ბოთლი და მასში ჩაარჭეთ ქაღალდის ძაბრი. ხილის ქინქლები მასში ჩავლენ მაგრამ ამოსვლას ვეღარ მოახერხებენ. სამზარეულო ხშირად ისეთი სივრცეა, სადაც იატაკის კარგად მოხვეტვის და დახლების კარგად გადაწმენდის მიუხედავად მწერები მაინც ჩნდებიან, ამიტომაც აუცილებელია მათი დანახვისას ჭიებს მიასხათ სპეციალური სპრეი.

აბაზანა

წყლიან ადგილებში ჭიები ყველაზე მარტივად მრავლდებიან, რის გამოც აბაზანა უნდა დაიცვათ წყლის გაჟონვის პრობლემებისგან. თუკი პირსაბანთან მდებარე კარადაში ჭიებს აღმაოჩენთ, მაშინ სჯობს კარადის ძირზე დააგოთ ჩვეულებრივი ფილები. შემდეგ კარგად შეფუთეთ კარადაში არსებული ყველა ნივთი და შემდეგ ხოჭოების საწინააღმდეგო სპრეით მთლიანათ დაფარეთ კარადის შიგთავსი. ფილების დახმარებით კარადის გამოწმენდა უფრო მარტივი იქნება სპრეის დასხმის შემდეგ.

საძინებელი

საძინებლის ხოჭოებისგან თავის დაცვის საკითხში საუკეთესო თავდაცვა ყოველთვის შეტევაა. აუცილებლად შეამოწმეთ საძინებლის ფანჯრების ბადეები დაკვირვებით, რადგან მწერებს და ხოჭოებს მცირე ნაპრალში შეძრომაც კი არ უჭირთ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში როდესაც ფანჯრები დიდი ხნით რჩება ღია.

თუ ზედმეტად ბევრი ხოჭოების და მწერების არსებობას შეამჩნევთ საძინებელში, მაშინ სასწრაფოდ უნდა დააყენოთ მწერების საწინააღმდეგო მახეები. მოერიდეთ ქიმიური ასპექტებით გაფორმებული ხელსაწყოების შეძენას და დაამონტაჟეთ მხოლოდ ისეთი მახეები, რომლებიც სინათლის ტექნოლოგიებით და სითბოს სიმულაციით ახორციელებენ მწერების მიზიდვას და დატყვევებას. ასეთი მახეები უფრო უკეთ მუშაობს სიბნელეში, ამიტომაც ისინი იდეალურ თავდაცვის საშუალებას წარმოადგენენ თქვენი ძილის დროს, ღამის პერიოდში.