ყველა ბაქტერიას და მიკროორგანიზმს უყვარს თბილი და ნოტიო გარემო, სადაც მზის სხივები ვერ აღწევს. და სად შეიძლება მათთვის ასეთი იდეალური პირობების უზრუნველყოფა, თუ არა სააბაზანო ოთახში? მათთვის, ვისაც სურს გაერკვეს, როგორ გაბედა საზიზღარმა ობმა მაინცდამაინც თქვენს სახლში გაჩენა, ქვემოთ მოცემულია მიზეზების ჩამონათვალი:

რატომ ჩნდება ობი?

  1. რემონტის დროს დაავიწყდათ კედლების და ჭერის დამუშავება სოკოსსაწინააღმდეგო პრეპარატებით;
  2. თქვენს სააბაზანოში არ არის პირსახოცების საშრობი, ან ის საკმარისად მძლავრი არ არის;
  3. ცუდი ვენტილაცია სააბაზანო ოთახში, განსაკუთრებით წყლის პროცედურების შემდეგ;
  4. გარეცხილ თეთრეულს სააბაზანოში აშრობთ;
  5. უკვე დიდი ხანია არ შეგიმოწმებიათ მილების მდგომარეობა;
  6. აბაზანის დასუფთავებისადმი გულგრილი დამოკიდებულება.

და ზოგადად, ტენიანობის მაღალ დონეს + ცუდი ვენტილაცია + არარეგულარული დასუფთავება = ობს!

როგორ გამოიყურება ობი?

ტიპური ობი ასე გამოიყურება: შავი წერტილები, მოყავისფრო ლაქები, მუქი-ნაცრისფერი ნადები ჭერზე და კედლებზე. და თუ თქვენ ერთ-ერთი ხართ, ვინც შესაშური რეგულარობით ცდილობს ამ ყველაფრის ჩამორეცხვას ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ქიმიით. მაგრამ ასე თქვენ მხოლოდ დროებით შედეგს მიიღებთ. თქვენ აღმოფხვრით ხილულ და არასასიამოვნო მიზეზებს ზედაპირულად.

როგორ უნდა მოიქცეთ?

დასაწყისისთვის, ყურადღებით შეამოწმეთ აბაზანა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ობის საყვარელ ადგილებს: კუთხეებს, ფილებს შორის ნაპრალებს, სახსრებს. სოკო ასევე შეიძლება დასახლდეს თაბაშირზეც.

თუ თაბაშირზე სოკო აღმოაჩინეთ, მაშინ პირველ რიგში ფრთხილად უნდა გაწმინდოთ დაზიანებული ადგილი და კარგად გააშროთ. ყველა ეს ადგილი აუცილებლად დაამუშავეთ სოკოსსაწინააღმდეგო საშუალებებით.

თუ ობი ფილებს შორის ნაპრალებზე წარმოიქმნა, ამოიღეთ დაზიანებული ადგილი, გააშრეთ, წაუსვით პროდუქტი ანტიბაქტერიული დამუშავებისთვის. ამის შემდეგ ნაპრალები დეკორატიული წებო ცემენტით ამოავსეთ, ამის გარეშე არაფერი გამოვა.

ფილებზე ან პლომბზე შავი ლაქები იპოვეთ, რომლებიც აბაზანასა და კაფელს შორის ნაპრალებს ხურავს? საჭიროა გულდასმით გაწმინდოთ ზედაპირები, გააშროთ და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით დაამუშავოთ.

პრინციპი იგივეა – აშორებთ, წმენდთ-აშრობთ, ამუშავებთ საშუალებებით, აახლებთ ზედაპირს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გაშრობას! იდეალურია რამდენიმე წუთის განმავლობაში ზედაპირის გაშრობა ფენის ცხელი ჰაერით.

არ ღირს სველი ქსოვილების გამოყენება ობის ლაქების მოსაშორებლად. ასე თქვენ მხოლოდ გაფანტავთ და გაავრცელებთ მას კიდევ უფრო დიდ მონაკვეთზე.

არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ – აუცილებლად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები. დარწმუნებული ვართ, ამას თავადაც მიხვდით, მაგრამ მაინც შეგახსენეთ.

ობთან საბრძოლველად მრავალი განსხვავებული მზა ქიმიური საშუალება არსებობს, მათ ჩამოთვლას აღარ დავიწყებთ. ქვემოთ მოვიყვანთ იმ საშუალებებს, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუ არ გსურთ შეწუხდეთ სხვადასხვა პროდუქტის გამოცდით.

რით აღმოვფხვრათ ობი საშინაო პირობებში?

  • თეთრეულის მათეთრებელი. 2 ლიტრ წყალზე 1 ჭიქა მათეთრებელი უნდა გამოიყენოთ. დაობილი ზედაპირი ამ ნაზავით დაამუშავეთ. შეგიძლიათ პროდუქტიარ ჩამორეცხოთ კედლიდან ან ჭერიდან, მაგრამ თუ სახლში ბავშვები ან შინაურიცხოველები გყავთ, უმჯობესია კარგად გაწმინდოთ სუფთა წყლით.
  • ჩვეულებრივი ძმარი. გაუზავებლად დაასხით კაფელზე. ერთი საათის შემდეგ დამუშავებული ადგილი გაწმინდეთ და გააშრეთ. სხვათა შორის, ეს შესანიშნავი საშუალებაა პროფილაქტიკისთვის – შეგიძლიათ შეამციროთ მიკროორგანიზმების წარმოქმნის ალბათობა, თუ თვეში მხოლოდ ორჯერ დაამუშავებთ ძმრით ნაპრალებს ფილებსა და შეერთების ადგილებს.
  • სოდა. 400 მლ წყალზე გამოოიყენეთ 1 ჩ.კ. სოდა. ხსნარი დაზიანებულ ადგილზე გაავრცელეთ. 10-15 წუთის შემდეგ უხეში ჯაგრისით გახეხეთ ზედაპირი, სანამ ბოლომდე არ გაიწმინდება, შემდეგ კვლავ დაასხით სოდიანი ხსნარი, გააშრეთ და დატკბით შედეგით.
  • წყალბადის ზეჟანგი. გაუზავებლად დაასხით დაზიანებულ ადგილს, კარგად დაამუშავეთ, გააჩერეთ 15-20 წუთით, შემდეგ მშრალი ტილოთი გაწმინდეთ. ამ საშუალებასთან ფრთხილად იყავით – წყალბადის ზეჟანგს შეუძლია გააღიავოს ზოგიერთი მასალა, დამუშავებამდე, აუცილებლად მოსინჯეთ იგი პატარა მონაკვეთზე და დარწმუნდით, რომ მისი ფერი არ იცვლება. რთულ შემთხვევებში შეიძლება უფრო ეფექტური საშუალების გამოყენება დაგჭირდეთ. ისეთების, როგორიც მათეთრებელი ან სპილენძის სულფატია. ისინი საკმაოდ აგრესიული და ტოქსიკური პროდუქტები, ამიტომ, პროცედურის მსვლელობის და მის შემდეგ კარგად უნდა გაანიავოთ აბაზანა, და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ რეზინის ხელთათმანები.
  • ქლორი. 1 ლიტრ წყალში გააზავეთ 30გრ ქლორი. კარგად ჩამორეცხეთ ყველა ადგილი, ლაქები მთლიანად მოაშორეთ, შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ ეკდლები და ჭერი და მშრალი პირსახოცით გაასუფთავეთ.
  • სპილენძის სულფატი. ხსნარი: 10 გრ 1 ლიტრ წყალზე. შემადგენლობა რამდენიმეჯერ ფუნჯით წაუსვით სოკოთი დაზიანებულ ზედაპირებს. გაშრობას რამდენიმე საათი დასჭირდება. ამის შემდეგ ყველაფერი წყლით ჩამორეცხეთ და ფენით გააშრეთ.

წმინდა პროფილაქტიკა

პირველ რიგში, თქვენს სააბაზანოში იდეალური სისუფთავე უნდა სუფევდეს. სწორედ აქ განახორციელებთ ყველა ჰიგიენურ პროცედურას, ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი ჯანმრთელობა ამ ოთახის სისუფთავეზეა დამოკიდებული. იდეალურია რეგულარული დასუფთავება – მტვრისა და ჭუჭყის მოშორება, აბაზანისა და საშხაპე კაბინის წმენდა, ვენტილაცია. მაგრამ ეს მანიპულაციები არ არის საკმარისი, რადგან  ზოგჯერ სისუფთავის მოყვარულ დიასახლისებსაც ეპარებათ ობი სააბაზანო ოთახში. პროფილაქტიკისთვის შემდეგი წესების დაცვაა საჭირო:

  • პატარა ლამაზი პირსახოცების საშრობი ჩაანაცვლეთ უფრო ეფექტური დიდიზომის საშრობით, რომელიც კარგად გააშრობს ჰაერს სააბაზანოში. ეს შეამცირებს ტენიანობას და ამით შემცირდება სოკოს წარმოქმნის ალბათობაც.
  • გამწოვზე მძლავრი ვენტილატორი დაამონტაჟეთ. თუ აბაზანაში კარგი ვენტილაცია იქნება, ოთახში ერთი და იგივე ჰაერი არ გაჩერდება, და ეს ობისთვის ნაკლებად კომფორტული იქნება.
  • ლითონის მილებისგან განსხვავებით, პლასტმასის მილები ტემპერატურის ვარდნისას თითქმის საერთოდ არ ხდება აორთქლებული. ამაზე რემონტის მსვლელობისას უნდა იზრუნოთ. ეს შეამცირებს იმ ზონების რაოდენობას, სადაც ბაქტერიები შეიძლება პოტენციურად მომრავლდნენ.
  • პლომბით დალუქეთ ყველა ნაპრალი. ასე თქვენ შექმნით ნესტგამძლე ბარიერს, რითაც დაიცავთ პოტენციურად პრობლემურ ადგილებს წყლის მოხვედრისგან.
  • რეგულარული ვენტილაცია! ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ სააბაზანოში საშხაპე კაბინა გაქვთ – ბანაობის შემდეგ, მას ღიას ტოვებთ გასაშრობად და გასანიავებლად.
  • თუ აბაზანაში სარეცხს აშრობთ, კარი ღია დატოვეთ.
  • როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა – ზოგჯერ მოასხით ძმარიფილებს და ზედაპირებს პროფილაქტიკისთვის.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი