როგორ უნდა გავრეცხოთ სხვადასხვა ტიპის სამოსი ხელით ყველაზე ეფექტურად

სხვადასხვა მიზეზების გამო ზოგჯერ სჯობს სარეცხი მანქანის ნაცვლად ხელით გავრეცხოთ სამოსი. ეს როგორც წესი დელიკატური ტანსაცმლის მოსავლელადაა საჭირო, განსაკუთრებით ლიფების და საცვლების შემთხვევაში. ზოგჯერ უბრალოდ არ გვსურს მცირე რაოდენობის ტანსაცმლის გამო ვესტუმროთ სამრეცხაოს. შესაბამისად თუკი პირსაბანში საკუთარი ხელით გადაწყვეტთ ტანსაცმლის გარეცხვას, მაშინ უნდა იცოდეთ ამ პროცესის სწორად ჩატარებისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი წესები:

როგორ უნდა გავრეცხოთ ხელით ქალის თეთრეული

ლიფის სარეცხი მანქანით გარეცხვა სწრაფ გამოსავალს ჰგავს, თუმცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეს მის დაზიანებას გამოიწვევს. ლიფების და ქალის თეთრეულის ხელით გარეცხვა რეკომენდირებულია მათი მწარმოებელი ბრენდების მიერ:

აავსეთ პირსაბანი თბილი წყლით
ჩადევით ლიფი წყალში და დატოვეთ 15 წუთით. ნაზად შეაზილეთ ქაფიანი სარეცხი საშუალება ლიფის ყველა კუთხეს.
აავსეთ პირსაბანი სუფთა ცივი წყლით და ჩაალბეთ მასში ლიფი, შემდეგ კი მოუჭირეთ ხელი კარგად გასავლებად.
ზედმეტი წყლის მოსაშორებლად ნელა მოუჭირეთ ხელი ლიფის უკანა ნაწილს და სამაგრებს პირსახოცის დახმარებით.
შემდეგ დაუბრუნეთ ხელით ლიფს ორიგინალი ფორმა და დადევით გასაშრობათ ბრტყლად.

როგორ უნდა გავრეცხოთ სვიტერები ხელით

ყველას გვაქვს ისეთი ერთი სვიტერი, რომელიც ძალიან გვიყვარს, თუმცა იგი ფაქიზ გარეცხვას საჭიროებს. თუკი მისი იარლიყის მიხედვით სვიტერის გარეცხვა სამრეცხაოშია საჭირო, მაშინ სჯობს იგი სარეცხი მანქანის ნაცვლად ხელით გარეცხოთ:

აავსეთ პირსაბანი თბილი წყლით და ჩაასხით მასში მსუბუქი სარეცხი ხსნარი ან ჭურჭლის სარეცხი სითხე.
გარეცხეთ ლაქები ტანსაცმლის ლაქების მოსაშორებელი სითხით. ამისთვის შეაზილეთ სითხე ლაქის ზედაპირს თქვენი თითების წვერებით.
ამოატრიალეთ სვიტერი შიგნიდან გარეთ. ჩადევით წყალში მთლიანად და კარგად გაავლეთ. დატოვეთ ასე 10 წუთის განმავლობაში.
შემდეგ აავსეთ პირსაბანი ცივი, სუფთა წყლით და ჩადევით მასში სვიტერი ბოლომდე, შემდეგ კი მოუჭირეთ ხელი მის ნაწილებს კარგად გასავლებად.
აწიეთ ორივე ხელით ფრთხილათ სვიტერი და ნელა მოუჭირეთ რაც შეიძლება მეტი წყლის გამოსაწურად. შემდეგ დააფინეთ ბრტყლათ შემწოვ პირსახოცზე და გადაახვიეთ პირსახოცი და სვიტერი ერთად იქამდე, სანამ პირსახოცი მთლიანად არ შეიწოვს წყალს.
შემდეგ გადააფინეთ ბრტყლად სვიტერი მშრალ პირსახოცს და დააცადეთ ასე ჰაერზე გაშრობა. როდესაც წინა ნაწილი გაშრება, შემდეგ გადააბრუნეთ სვიტერი მეორე მხარის გასაშრობად.