როგორ შევინარჩუნოთ იდეალური წესრიგი სახლში, დალაგების წლიური გეგმის დახმარებით

არსებობს სახლის დალაგებისა და მოვლის ისეთი პროცესები, რომელიც რეგულარულად, წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით უნდა განახორციელოთ სახლის იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის. მაგალითად გათბობის და ვენტილაციის სისტემების გაწმენდა, ხალიჩების გარეცხვა ან ეზოს ბალახის გაკრეჭა სწორედ ყოველწლიურად, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ უნდა განახორციელოთ რეგულარულად. ნახეთ დალაგების რა ხრიკები დაგეხმარებათ სახლის იდილიის საუკეთესო მდგომარეობაში შენარჩუნებაში:

დარწმუნდით გათბობის, ვენტილაციის და ჰაერის კონდიცირების სისტემების სიჯანსაღეში

როდესაც საქმე მსგავსი სისტემების მოვლაზე მიდგება, ისეთი საქმეები, როგორიცაა ფილტრის შეცვლა, თქვენი ხელითაც კი შეგიძლიათ განახორციელოთ. თუმცა, გამათბობელის, ტრუბების და კომპრესორების შესამოწმებლად და გასაწმენდად სჯობს პროფესიონალი გამოიძახოთ. ამაში დახარჯული თანხა უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე მოუვლელი სისტემის გაფუჭების შემთხვევაში მისი გამოცვლისთვის საჭირო თანხის რაოდენობა.

მოაშორეთ სავინტილაციო არხებს ქსელები

მტვრით და ობობის ქსელებით საჰაერო გაყვანილობის დაბინძურება საკმაოდ ხშირი შემთხვევაა, რის გამოც მნიშვნელოვანია გაწმინდოთ ყველა ტრუბა მტვერსასრუტით. ყველა ღია წერტილს გადაატარეთ მტვერსასრუტი და ჩამოწმინდეთ რბილი ცოცხით მათი ზედაპირები მტვრის ნაწილაკებისგან გასასუფთავებლად.

ჩაატარეთ ხალიჩების ღრმა წმენდა

ხალიჩები პროფესიონალურ დონეზე უნდა გაწმინდოთ წელიწადში ერთხელ მაინც. ეს არამარტო ჭუჭყს გააქრობს, არამედ რეგულარული გაწმენდა შეუნარჩუნებს ხალიჩებს სირბილეს და სინაზეს. თქვენი ხელით გაწმინდეთ მტვერსასრუტით მათი ზედა ნაწილი და შემდეგ ამოატრიალეთ ქვედა ნაწილის გასაწმენდადაც.

შეუნარჩუნეთ ფანჯრებს ბრწყინვალება

ფანჯრების გაწმენდა დაიწყეთ შიდა მხრიდან და გამოიყენეთ საწმენდი საშუალება და მიკრობოჭკოვანი ნაჭერი. შემოუარეთ მთელი სახლის ფანჯრებს ერთ დღეში. ამ პროცედურისთვის აირჩიეთ უმზეო ამინდი, რადგან მზე ფანჯარაზე მისხმულ პროდუქტს გააშრობს მასზე ნაჭრის ჩამოსმამდე, რაც ფანჯრების დახაზვას გამოიწვევს. გამოიძახეთ პროფესიონალი მწმენდავი წელიწადში ერთხელ.

ყურადღება მიაქციეთ ტერასას

ტერასა წელიწადში ორჯერ უნდა გაწმინდოთ. ასეთ დროს უნდა გადახედოთ გარე ავეჯის და აქსესუარების სიჯანსაღესაც. გამოიყენეთ საწმენდი საშუალებები, რომელიც სპეციალურად ეზოს გასასუფთავებლადაა შექმნილი. გაწმინდეთ ყველა ის ავეჯი, ყვავილი და აქსესუარი, რომელიც ზამთრის განმავლობაში გარეთ გქონდათ დატოვებული.

არ დაგავიწყდეთ გაზონის მოვლა

ლამაზი გაზონის შესანარჩუნებლად რეგულარული მოთიბვა და მორწყვა აუცილებელია. თუმცა მიწას წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტაროთ აერაციაც, რაც მას წყლის და ნუტრიციების უკეთესად შეწოვაში დაეხმარება და ყვავილების და ბალახის ძირების განაყოფიერებასაც გააადვილებს.