8 უდიდესი შეცდომა, რომელსაც პატარა სივრცის გაფორმების დროს უშვებთ

1. სიფრთხილე

“ამის ნაცვლად გააკარით დიდი ორნამენტებიანი ნაჭერი ან შპალერი კედლებზე და ჭერზეც კი. უფრო ადვილი, უფრო უსაფრთხო და ნაკლებად ძვირიანია, იყოთ დრამატული მცირე სივრცეში. შეიძლება მკვეთრი ვიზუალი მოგბეზრდეთ მისაღებ ოთახში, მაგრამ პატარა ნაკლებად გამოყენებად სივრცეს იგი გაახალისებს” – ვიქტორია ნეალი

2. სივრცის ზედმეტად გადავსება

“დიდი ზომის ავეჯმა სივრცე შეიძლება უფრო დიდიც გამოაჩინოს, თუკი მას დაკვირვებით შეარჩევთ. მაგალითად მაღალჭერიან ოთახში მაღალი კარადის დადგმა ყურადღებას ოთახის სიპატარიდან მაღალ სივრცეზე გადაიტანს. უბრალოდ საჭიროა ყველა ნივთს თავის ადგილი მიანიჭოთ” – ლაურა კირარი

3. სტრატეგიის არქონა

“გადაწყვიტეთ რა უნდა მოხდეს ოთახში და შემდეგ დაიწყეთ მის მორთვაზე მუშაობა. გაყავით ოთახი გეომეტრიულათ სხვადასხვა დანიშნულების – სამუსაო, დასაძინებელი, განსატვირთი და სასადილო ზონების სახით. გაყავით მეოთხედებათ, დიაგონალებათ და მიანიჭეთ ყველა სექციას ფუნქცია” – ელეინ გრიფინი

4. იატაკისa და კედლების ფერისთვის არასაკმარისი ყურადღების მინიჭება

” ღია ფერის კედლები და იატაკი ავტომატურად აჩენს უფრო მეტი სივრცის ილუზიას” – მერი მაკგი

5. პატარა ავეჯზე დამოკიდებულება

“მუქი ფერები და რამდენიმე დიდი ზომის ავეჯი სწორად შერჩეული განათებით და აქსესუარებით ოთახს უფრო დიდს და ძვირფასს გამოაჩენს” – მონა ჰაჯი

6. ოქროს შუალედის დავიწყება

“ანუ მაგალითად ოთახის სამკაულების ზარდახშად გადაქცევა. ჩემი აპარტამენტის პატარა ოთახი მდიდრულ დასასვენებელ სივრცედ ვაქციე კედლებზე გაკრული ბამბის ხალიჩებით, მოძრავ ძირზე დამაგრებული ბრტყელი ტელევიზორით, გიგანტური სარკით მეტი სივრცის შესაქმნელად და სპეციალური ფორმის დივანით სივრცის ოპტიმიზაციისთვის. ახლა ეს მყუდრო სივრცე მთელი ოჯახის მიერ გამოყენებადი განსატვირთი ადგილია” – ფილიპ გორივანი

7. თეთრი კედლები

“შეღებეთ ოთახი მუქი ნაცრისფერით ან რალ ლორენის საფირმო შავი ფერით. ეს რეალურად უფრო გახსნის სივრცეს” – პოლ მეთიუ

8. პროპორციები და მასშტაბები მნიშვნელოვანია

” სპეციალური ფორმების მქონე ავეჯი მთავარია, თუკი გსურთ აირიდოთ თავიდან ოთახის გადატვირთვა ისეთი ავეჯით, რომელიც სტეროიდებით გადიდებულს ჰგავს. უნდა დაამზადებინოთ სწორი სიგანის, სიმაღლის და სიღრმის მქონე ავეჯი ოთახის მასშტატებთან შეთანხმებით. მე ვერიდები 90 სანტიმეტრზე უფრო ღრმა ავეჯის გამოყენებას. არ გადაავსოთ ოთახი ზედმეტად გრძელი ავეჯით, რომელიც სასახლეების გიგანტური სივრცეების შესავსებადაა დამზადებული. უფრო დიდი ყოველთვის უფრო უკეთესს არ ნიშნავს” – ტოდ კლეინი