მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდრული სახლი, რომელთა ფასი არასდროს დაეცემა

რიგით ადამიანებს ყოველთვის სურთ იცოდნენ, როგორ ცხოვრობენ სამყაროს ძლიერი და მდიდარი ადამიანები. როგორც წესი, მდიდრულ სასახლეებში მოხვედრა წარმოუდგენელი რამაა, მაგრამ როდესაც ისინი აუქციონზე გააქვთ, სწორედ მაშინ ჩნდება ათასობით საოცარი ფოტო. მომხმარებლების ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ჩვენ შევარჩიეთ მსოფლიოს ხუთი ყველაზე ძვირადღირებული რეზიდენცია, რომლებიც კონკურენციას უწევენ არა მხოლოდ ინტერიერების სიმდიდრეს, არამედ ფასების ზღაპრულ მაჩვენებელსაც.

1. “Mesa Vista Ranch” ტეხასში (ღირებულება 220 მლნ დოლარი)

“Mesa Vista”-ს უზარმაზარი რანჩოსთვის, რომელიც ტეხასის ლამაზ რაიონში (აშშ) მდებარეობს, მისი მფლობელის გარდაცვალების შემდეგ, სულ მცირე 220 მლნ დოლარს ითხოვენ. მისი ლეგენდარული სამკვიდრო, რომელიც ოდესღაც ნავთობის მაგნატის თომას ბუნ პიკენსის საკუთრება იყო, მიწის ნაკვეთი 260 კვადრატულ მეტრზე მეტს ითვლის, რომელზეც უთვალავი რაოდენობის აუზი, რამდენიმე მდიდრული სახლი, სამლოცველო, გოლფის მინდორი, 40 ძაღლის სახლი, მინაშენი, რომელსაც “The Lodge” ეწოდება, იქ კიდევ ნავთობის ჭაბურღილი და კერძო აეროდრომიც მდებარეობს. ეს სასახლე ასევე ცნობილია იმით, რომ პიკენსს იგი მიაჩნდა “საუკეთესო ადგილად მწყერებზე ნადირობისთვის.”

2. “The villa at 37 Island Road” ჰონგკონგში (ღირებულება 230 მლნ დოლარი)

შემდეგი მდიდრული სახლი ჰონგკონგში მდებარეობს და მის სანაცვლოდ ზღაპრულ თანხას ითხოვენ, თუმცა, თავად ვილა რანჩო “Mesa Vista”-ს სასტუმრო ფრთასთან შედარებით საკმაოდ მინიატურულია.

საინტერესო ფაქტი: ჰონგკონგის სასახლის “The villa at 37 Island Road”-ის ერთი კვადრატული მეტრი 450 ათას დოლარად ფასობს.

თუმცა, თუ ჰონგკონგში უძრავი ქონების ღირებულებას გავითვალისწინებთ, გასაგები გახდება, თუ რატომ აქვს ასეთი ზღაპრული ფასი ამ პატარა სახლს, რომელსაც 4 საძინებელი, 5 სააბაზანო ოთახი, მისაღები-სასადილო ზონა, ლაუნჯი და ულამაზესი ტერასა აქვს სახურავზე, საიდანაც ლურჯი ყურის სუნთქვის შემკვრელი ხედები იშლება.

3. რანჩო “West Creek” კოლორადოში (ღირებულება 279 მლნ დოლარი)

Discover Channel-ის დამფუძნებელმა, ჯონ ჰენდრიკმა გამოაცხადა, რომ კოლორადოს მთის მწვერვალებს შორის მდებარე თავის მდიდრულ სასახლეს 279 მლნ დოლარად ყიდის. Forbes-ის თანახმად, ქონება, რომელიც 3,5 ათასი ჰექტარია, მესას მთავარი უბანში (კოლორადოს შტატი) მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონებაა მთელს ქვეყანაში. და ეს გასაკვირი არც არის, რადგან ობიექტების ჩამონათვალში შედის ფანტასტიკური სასახლე, რომელიც 2 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია, თეატრი, სპორტდარბაზი, ობსერვატორია, თავლები, საძოვრები ცხენებისა და ბიზონებისთვის, ანგარი ვერტმრენებისთვის, ვერტმფრენის ტერიტორია, მინერალების უიშვიათესი კოლექცია, 55 მლნ დოლარის ღირებულების ძველი ავტომობილების მუზეუმი და იქვე ახლოს კურორტი “Gateway Canyons”.

4. რეზიდენცია “Palais Bulles” ტეულ-სიურ-მერში (ღირებულება 390 მლნ დოლარი)

უჩვეულო “ბუშტების სასახლე” (Palais Bulles), რომელიც უნგრელმა არქიტექტორმა ანთი ლოვაგმა შექმნა, კანნთან ახლოს (საფრანგეთი), ტეულ-სიურ-მერში მდებარეობს. არაორდინალური ხუროთმოძღვარი იმდენად შთაგონებული იყო ქალის სხეულით და მისი მომრგვალებული ფორმებით, რომ ცდილობდა ისინი თავის სასახლეში მოეთავსებინა, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით არ აქვს კუთხეები. ეს სასახლე მან ერთი კრეატიული მეწარმისთვის შექმნა, რომელიც მისგან ექსტრავაგანტული სასტუმროს გაკეთებაზე ოცნებობდა. მაგრამ მის გეგმებს ახდენა არ ეწერა, დამკვეთი მშენებლობის დასრულებამდე გარდაიცვალა, მისმა მემკვიდრეებმა კი სასახლე აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. სასახლის თავისებურმა გარეგნობამ და ინტერიერმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ლეგენდარულ დიზაინერ პიერ კარდენზე, რომ მან გადაწყვიტა სასახლე შეიძინოს როგორც დასასვენებელი სახლი, სადაც მოდის კვირეულებს და შოუებს გამართავს.

5. სასახლე “The One” ლოს ანჯელესში, Bel Air-ის პრესტიჟულ უბანში (ღირებულება 500 მლნ დოლარი)

ახლა კი დროა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სახლის გაცნობის დრო დადგა – ვილა “The One”, რომელიც ბელ ეირში მდებარეობს, კალიფორნიის (აშშ) შტატში ლოს ანჯელესის ყველაზე პრესტიჟულ უბანში. ეს უზარმაზარი სასახლე (ფართობი 9,3 ათასი კვადრატული მეტრი) 500 მლნ დოლარად იყიდება. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იგი არა მხოლოდ დდააფინანსა, არამედ დააპროექტა არა საუკეთესო არქიტექტორმა ან სუპერმოდურმა დიზაინერმა, არამედ ჩვეულებრივმა პროდიუსერმა ნილ ნიამმა, რომლის ფილმებშიც ბევრჯერ ითამაშეს სტივენ სიგალმა, მილი რურკემ და სხვა ცნობილმა ადამიანებმა.

გარდა მდიდრული ვილისა, რომელშიც 460 კვადრატული მეტრის ფართობის საძინებელია, მყიდველი (თუ ასეთი ვინმე მოიძებნება) მიიღებს ღამის კლუბს VIP-ზონით, ბოულინგის დარბაზს, რამდენიმე სახეობის აუზებს, ლაუნჯ-ზონას აკვარიუმით, რომელიც მედუზებითაა სავსე და ავტოფარეხს, რომელიც 30 მანქანას იტევს.