როგორ მოვიწყოთ სპა სააბაზანოში: საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის

Design Point-ის დიზაინერები მოგიყვებათ, თუ რამდენად ადვილია სახლში სპა-პროცედურების ორგანიზება – მაშინაც კი, თუ ძალიან პატარა სააბაზანო ოთახი გაქვთ.

თუ აბაზანა პატარა ზომისაა

იმის დასადგენად, თუ რა ავეჯი და სანტექნიკა იქნება საჭირო, გადაწყვიტეთ, რა გიყვართ უფრო მეტად: აბაზანა თუ შხაპი. აბაზანაში კარგია რელაქსაცია და დაძაბულობის მოხსნა, საშხაპეში კი  ორთქლის აბაზანის მოწყობა. თუ ოჯახი ორივეს საჭიროებს, აბაზანის თავზე შხაპის ფარდები განათავსეთ.

შეეცადეთ არ განათავსოთ ტუალეტი აბაზანის მახლობლად – ასეთი განლაგება ესთეტიკას აფუჭებს. უმჯობესია იგი ტიხრით ან ავეჯით დაყოთ, იდეალურ შემთხვევაში კი სველი წერტილები ერთმანეთისგან გამოყოთ.

დიდი სააბაზანო ოთახისთვის

ამ შემთხვევაში, თქვენი ფანტაზია პრაქტიკულად შეუზღუდავია. უპირატესობა მიანიჭეთ დიდი ზომის ცალკემდგომ აბაზანას, აღჭურვეთ იგი იატაკიდან მიქსერებით და მოხერხებულობისთვის გვერდით პატარა მაგიდაც განათავსეთ. იმისთვის, რომ თქვენი სააბაზანო ოთახი მაქსიმალურად კომფორტული იყოს დასასვენებლად, გამოიყენეთ ბუნებრივი მასალები: ხე, კერამოგრანიტი ქვის ქვეშ.

კუთხის ჰიდრომასაჟის აბაზანები დიდი ხანია აღარ არის მოდაში – ისინი იკავებს სივრცეს და იშვიათად გამოიყურება ესთეტიკურად. სამაგიეროდ, საუნას მოყვარულებს, თავისუფალი სივრცის არსებობის პირობებში, შეუძლიათ საინტერესოდ მოარგონ ინტერიერს ფიტოკასრი.

გამწვანება

თუ სააბაზანოში ფანჯარა გაქვთ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ინტერიერის გასამწვანებლად. მეთოდი უამრავი არსებობს: მაგალითად, დადგით რამდენიმე დიდი ზომის ცალკეული მცენარეები, ღია და მუქი ფერის სიმწვანეები ლამაზი კომპოზიციის შესაქმნელად რიგრიგობით დაალაგეთ.

დღის შუქის გარეშე და მაღალი ტენიანობის პირობებში მცენარეებს არსებობა ძალიან უჭირთ. მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩრდილისმოყვარული მცენარეები ან გამხმარი ყვავილების კომპოზიციები შექმნათ.

დეკორაციისა და აქსესუარების შერჩევა

მოიფიქრეთ განათების სხვადასხვა სცენარები, დეკორაციისთვის ფერისა და ფაქტურის შერჩევისას კი შეეცადეთ არ გადატვირთოთ ოთახი. კარგი განათება, წყალი, მსუბუქი მუსიკა, ჩხირების ან ზეთების სასიამოვნო არომატი საჭირო განწყობას შეგიქმნით.