არ გამოიყენოთ ეს ფერები ინტერიერში: შემდეგ დიდხანს ინანებთ

უკანასკნელ პერიოდში ინტერიერში ნათელი ფერების გამოყენება მოდური გახდა. ამასთან ბევრი ანიჭებს უპირატესობას ერთი ტონალობის დიზაინს. ამა თუ იმ ოთახის ფერის გადაწყვეტა ჩვენს ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს. ბევრი ამას არ ითვალისწინებს.

ჩვენ გაგიზიარებთ სასარგებლო ინფორმაციას, რათა სახლის გაფორმებისას შეცდომები თავიდან აიცილოთ.

1. მას შემდეგ, რაც ლოფტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილება გახდა, ინტერიერში შავი ფერის გამოყენება თითქმის ყველამ დაიწყო.

მართლაც, ლაკონური გაფორმება მუქ ტონალობებში საკმაოდ პრეზენტაბელურად გამოიყურება. თუმცა, თუ საქმე პატარა ოთახს ეხება, მაშინ შავი ფერი მას ვიზუალურად დააპატარავებს.

ამასთან, ასეთ ოთახში ხშირად ყოფნამ შესაძლოა ნერვულ აშლილობამდე და დეპრესიამდე მიგვიყვანოს.

2. რთულია მოიფიქროთ უფრო ნათელი, ვიდრე წითელი. სწორედ ის ასოცირდება ყველაზე ძლიერ ემოციებთან. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ წითელი სიყვარულის და ვნების ფერია, მისი ინტერიერში დომინირება შესაძლოა ნეგატიური ზემოქმედების მომხდენი იყოს.

თუ არ გსურთ გატეხილი ჭურჭლის რეგულარული აკრეფა, მაშინ ამ ფერს ნუ გამოიყენებთ, რადგანაც ის ხანდახან აგრესიის გამოვლენისკენ გვიბიძგებს.

3. ყვითელი ფერის ოთახი ნერვული სისტემის ძლიერი აღმგზნები საშუალებაა. განსაკუთრებით ეს ბავშვის ორგანიზმს ეხება.

ამიტომაც, პატარებს ყვითლად ოთახს ნუ შეუღებავთ.

4. ცნობილია, რომ ღია ცისფერი ტონალობა ტვინს აქტიური მუშაობის სტიმულს აძლევს. ასევე, ეხმარება ახალი ინფორმაციის შეთვისებაზე კონცენტრირდეს.

ამავდროულად, ღრმა ცისფერი ფერი დაღლილობას და აპათიას იწვევს. ამიტომაც მასთან ფრთხლად უნდა იყოთ.

5. ბევრს გააკვირვებს ამ სიაში ნაცრისფრის მოხვედრა.

ზოგადად, ის ძალიან მშვიდი ფერია. მაგრამ, სტრესის ემოციური მდგომარეობა, რომელსაც ის იწვევს, მშვენიერი მაგალითია მის გამოყენებაზე უარი თქვათ.

6. რაც შეეხება ნარინჯისფერს, მას შეუძლია თავის ტკივილებამდე მიგვიყვანოს.

ამიტომაც, სამუშაო კაბინეტს ამ ფრად ნუ გადაწყვიტავთ.

7. მწვანე ფერს მოსადუნელები ეფექტი აქვს და ყურადღების კონცენტრირებას აფერხებს.

ამიტომაც, სამუშაო ზონას მწვანედ ნუ გააფორმებთ. სათამაშო ოთახისთვის კი ის იდეალური გადაწყვეტილებაა.

გაითვალისწინეთ, რომ მუქ ფერებში გაფორმებულ სახლს ძლიერი ბუნებრივი განათება აუცილებლად სჭირდება.

მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად მოახდინეთ მუქი ავეჯის და ღია ფერის ხის ზონების კომბინაცია. ასევე, ჩასვით დიდი ფანჯრები, რათა მზის სხივები უპრობლემოდ ხვდებოდნენ შიდა სივრცეში.