როგორ გავწმინდოთ ფანჯრები იდეალურად

ფანჯრების გაწმენდა ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, თუმცა თუკი გსურთ რომ თქვენი ფანჯრები ნამდვილად ბრწყინავდეს და სრულიად თავისუფალი იყოს ლაქებისგან, მაშინ ამ პროფესიონალურ ხრიკს უნდა მიმართოთ. ნახეთ რამხელა საოცრების მოხდენა შეუძლია შესაფუთ ქაღალდს ფანჯრების გაწმენდისას:

დაგჭირდებათ:

შუშის საწმენდი საშუალება
ჭურჭლის სარეცხი სითხის და წყლის ნაზავი სპრეი ბოთლში
ნაჭერი ან პირსახოცი ზოლების გარეშე
ფანჯრის სახეხი
შესაფუთი ქაღალდი

როგორ უნდა გაწმინდოთ ფანჯრები:

1. თუ ფანჯრები ძალიან ჭუჭყიანია, მიასხით წყლის და სარეცხი სითხის ნაზავი სპრეი ბოთლით მის ზედაპირს
2. კარგად ჩამოამშრალეთ ფანჯრები ნაჭრით
3. მოაშორეთ ფანჯარას ზედ შერჩენილი წებოვანი ქაღალდები ან ძნელად მოსაშორებელი ნარჩენები სახეხით
4. მაღლიდან დაბლა ფანჯრის თითოეულ ნაწილს მიასხით საწმენდი საშუალება სპრეის ბოთლით და ჩამოწმინდეთ შესაფუთი ქაღალდით. თუ გარეთა ნაწილსაც წმინდავთ, მაშინ გაწმინდეთ ჯერ გარეთა ზედა ნაწილი, შემდეგ შიდა ზედა ნაწილი და ამის შემდეგ გარეთა დაბლითა ნაწილი და ბოლოს შიდა ქვედა ნაწილი.