როგორ გამოვიყენოთ ყინულის ფორმები არაპირდაპირი დანიშნულებით

მაცივარი გამოცვალეთ და არ იცით რა უყოთ ძველ ყინულის ფორმებს? მათში ხომ ყველაფრის გაყინვა შეიძლება! ლამაზიც იქნება და პრაქტიკულიც. ჩვენ რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ.

ყავა, ნაყინი და რძე

წყლის მაგივრად მოხარშული და გაციებული ყავა გაყინეთ. ცხელ ამინდში გამოიღეთ კუბიკები მაცივრიდან და რძიან ჭიქას დაუმატეთ. ასე მშვენიერ კოქტეილს მიიღებთ.

მოათავსეთ ყინულის ფორმებში რამდენიმე სახის ნაყინი: თეთრი, შავი, ხილის. თუ თქვენი პატარა უარს იტყვის ჩვეულებრივი რძის დალევაზე, დაუმატეთ ჭიქას ტკბილი კუბიკები და ამ შემთხვევაში სიხარულით დაგთანხმდებათ. რძე შეგიძლიათ ოდნავ გაათბოთ.

ხილი

თითოეულ ოთხკუთხედში შეგიძლიათ მწიფე კენკრა მოათავსოთ. ეს შეიძლება იყოს მარწყვი, ალუბალი და ყურძენი. ასევე, ლიმონი და პიტნა. სტუმრების მიღების შემთხვევაში ეს მოხერხებული და პრაქტიკულია. შეურიეთ საყვარელ სასმელებს.

შეგიძლიათ ხილის პიურე გაყინოთ. ამის გაკეთება მარტივია მსხლისგან, საზამთროსგან ან ანანასისგან. შემდეგ გამოიყენეთ ის როგორც დამოუკიდებელი დესერტი და დაუმატეთ სალათებს.

ხილის წვენი ასევე მშვენიერი გადაწყვეტილებაა ყინულის ფორმებისთვის. კუბიკებს კოქტეილებისა და სხვა სასმელებისთვის გამოიყენებთ. ეს შეიძლება იყოს გრეიფრუტის, წითელი ფორთოხლის, ვაშლის, ლაიმის ან ლიმნის წვენი.

მზა ხილის კუბიკები არაა აუცილებელი ყინულის ფორმებში იყვნენ. მოათავსეთ ისინი პაკეტში და საყინულეში ისე შეინახეთ.

მწვანილი

გაყინეთ სალათები და მწვანილი. დაჭლიტეთ კამა, ოხრახუში, ქინძი, მწვანე ხახვი, ნიორი თუ ავოკადო. ბოსტნეულის პიურეც ისევე კარგად შეინახება როგორც ხილის.

რაც შეეხება სუპებისა და კერძების საკმაზებს, აურიეთ სუნელები მაგალითად ნაღების კარაქთან. შემდეგ მსგავსი კუბიკი დაუმატეთ ფაფას ან სუპს. ვარიანტი უთვალავია!

ყვავილები

ახლა კი ცოტა ეგზოტიკის შესახებ. ყინულის ფორმა მშვენიერი საშუალებაა ყვავილების გასაყინად. გამოიყენეთ მცენარეული ჩაის გაციებისთვის, რომელსაც ყვავილები განსაკუთრებულ არომატს შესძენენ. ისინი ასევე უხდებიან საქორწილო შამპანიურს.

ყველაფრის გაყინვაა შესაძლებელი. თუნდაც ალოეს წვენის, რათა შემდგომ სახე დაიტენიანოთ. უბრალოდ გადაიტარეთ კუბიკი სახეზე.