როგორ მოვაშოროთ შინაური ცხოველების შარდის სუნი და ლაქები ავეჯსა და სხვა ნივთებს

ყველა სახლში, სადაც კატა ან ძაღლი ბინადრობს, გაუთვალისწინებელი გარემოებები შეიძლება შეიქმნას. შინაური ცხოველი ყოველთვის ვერ აღწევს “უნიტაზთან” მისვლას, ვერ ელოდება გარეთ გასეირნებას ან უბრალოდ გადაწყვეტს, საკუთარი ტერიტორია მონიშნოს. მფლობელებს კი მათი შარდის ლაქებთან და სპეციფიკურ სუნთან გამკლავება უწევთ. ჩვენ მოგიყვებით, როგორ მოაშოროთ დაბინძურება ეფექტურად სხვადასხვა ზედაპირიდან.

ცხოველებს საკმაოდ ტოქსიკური შარდი აქვთ. მისი სუნი უფრო მძაფრია, ვიდრე ადამიანების შარდის სუნი. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოველების სასიცოცხლო მოქმედების პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით შარდმჟავას. ის მყისიერად კრისტალიზდება და არ იხსნება წყალში, რის გამოც შარდის ჩამორეცხვა და სუნის ამოყვანა ძალიან რთულდება. თუმცა, იმპროვიზებული საშუალებების გამოყენებით, შეუძლებელიც კი შესაძლებელი ხდება.

1. ტანსაცმელი და ტექსტილი

თუ შინაურმა ცხოველმა ტანსაცმელზე ან საწოლზე მოშარდა, არ იდარდოთ. პირველადი დამუშავება უმჯობესია ხელით განახორციელოთ. აიღეთ თასი, ჩაასხით ცივი წყალი და ერთი ჭიქა თეთრი ძმარი დაუმატეთ. პროდუქტი შარდმჟავის ამოყვანაში დაგეხმარებათ, რის წყალობითაც ლაქა უპრობლემოდ გაქრება.

შემდეგ, ხელმეორედ უნდა გარეცხოთ ნივთები, მაგრამ სარეცხ მანქანაში. გამოიყენეთ ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილი და აირჩიეთ რეჟიმი ქსოვილისთვის დაშვებული მაქსიმალურად ცხელი წყლით. იმ შემთხვევაში, როდესაც ინციდენტი ვერ შენიშნეთ და ტანსაცმელზე შარდი დიდი ხნის განმავლობაში გაჩერდა, იგი ცივ ძმრიან წყალში ჩაალბეთ მთელი ღამით, დილით კი სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. ეს გაიმეორეთ მანამ, სანამ ლაქა და უსიამოვნო სუნი მთლიანად არ გაქრება.

ხრიკი ლეიბისთვის. დასუფთავების შემსუბუქებისმიზნით, ლეიბი ჩააბრუნეთ. გაწმენდისას, დასვრილ ადგილს ქვეშ პირსახოცი დაუფინეთ, რომ ჭარბი სითხე შეიწოვოს და არ მოგიწიოთ დანარჩენი ლეიბის დასველება.

2. რბილი ავეჯი

ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა დაიცვათ მწარმოებლის რჩევები ავეჯის მოვლის შესახებ. უფრო მარტივ გადასაფარებლებს დამოუკიდებლად გაუმკლლავდებით. ვინტაჟური, ანტიკვარული და აბრეშუმის ქსოვილების შემთხვევაში,უმჯობესია პროფესიონალურ წმენდას მიენდოთ. თუ შინაური ცხოველი უკვე გყავთ და დივნის ან სავარძლის შეძენა გსურთ, განიხილეთ ვარიანტები უფრო პრაქტიკული და საიმედო ქსოვილით.

ახალი ლაქების ამოყვანა საკმაოდ მარტივია. დასაწყისისთვის, აიღეთ მიკროფიბერის ხელსახოცი და გაწმინდეთ დალბობილი ლაქა, ზედმეტი სითხის მოსაშორებლად. შემდეგ შექმენით საწმენდისაშუალება. დაგჭირდებათ: 1 ს.კ. ჭურჭლის სარეცხი სითხე, 2 ჭიქა ცივი წყალი, 1 ს.კ. ძმარი. შეურიეთ ყველა კომპონენტი ერთმანეთს და ფრთხილად მოურიეთ. საწმენდი საშუალება მიკროფიბერის ხელსახოცს წაუსვით და გარე მხრილად დაიწყეთ დაბინძურებული ადგილის გაწმენდა. მეორე ხელსახოცი წყალში ჩაალბეთ და ნარჩენები საწმენდი ხსნარით მოაშორეთ. პროცედურა ლაქების გაქრობამდე გაიმეორეთ.

ჩამჯდარი ლაქების ამოყვანას ცოტა მეტი ძალისხმევა დასჭირდება. 300 მლ წყალბადის ზეჟანგს შეურიეთ 3 ს.კ. საკვები სოდა და რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული სითხე პულვერიზატორში ჩაასხით და დაბინძურებულ ადგილებზე მიაშხეფეთ. დააყოვნეთ დაახლოებით ერთი საათით და თუ ლაქა არ გაქრება, პროცედურა გაიმეორეთ. წარმატების შემთხვევაში, გასუფთავებული ადგილი სველი ქსოვილით გაწმინდეთ და მშრალი ხელსახოცით გააშრეთ. არ გადაამეტოთ რეკომენდაციას, რადგან ამ საშუალების ნარჩენებზე შეიძლება მტვერი და ჭუჭყი ჩაჯდეს, წყალბადის ზეჟანგს კი გადასაფარებლების გათეთრების თვისება აქვს და იგი ქსოვილის ბოჭკოს გაათხელებს.

მნიშვნელოვანია! სანამ წმენდას დაიწყებდეთ, ხსნარი პატარა შეუმჩნეველ ადგილზე წაუსვით. დარწმუნდით, რომ საშუალება არ შეცვლის ქსოვილის ფერს და არ მოახდენს გავლენას მის ხარისხზე.

3. ხალიჩები

რაც უფრო სწრაფად აღმოაჩენთ ლაქას და მასთან ბრძოლას დაიწყებთ, მოგების მით უფრო მაღალი შანსი გექნებათ. თუ ლაქა ახალია, ხელსახოცით გაწმინდეთ შარდი ხალიჩიდან. შემდეგ გარეცხეთ ეს მონაკვეთი ცივი წყლით. თქვენ გამოგადგებათ ფერმენტული გამწმენდი, რომელსაც შარდის კრისტალების დაშლა და მისი სუნის გაქრობა შეუძლია. წაუსვით პროდუქტი ლაქას და მინიმუმ 5 წუთით გააჩერეთ.

ბევრი ცდილობს დაუყოვნებლივ ჩამორეცხოს საშუალება, თუმცა, ეს შეცდომაა. შინაური ცხოველის შარდი ღრმად შეიწოვება ხალიჩაში. უმჯობესია გამწმენდი საშუალება არა მხოლოდ ლაქაზე, არამედ მის გარშემოც წაუსვათ, რათა მან უფრო ეფექტურად იმოქმედოს.

ჯიუტი ლაქების შემთხვევაში, საქმე უფრო რთულდება. ზოგჯერ მათი აღმოჩენა რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ  მოშორბაზე, მაგრამ ცდა ნამდვილად ღირს. თქვენ უნდა შეასრულოთზემოთ ჩამოთვლილი მანიპულაციები, მაგრამ შესაძლოა უფრო მეტი მოთმინება და გამეორება დაგჭირდეთ.

4. ფეხსაცმელი

თუ შინაურმა ცხოველმა ბოტასებზე ან კედებზე მოშარდა, რომლებიც მანქანაში ირეცხება, ჯერ ჩაალბეთისინი ცივ ძმრიან წყალში. შემდეგ სარეცხ მანქანაში შესაბამის რეჟიმზე გარეცხეთ. ფეხსაცმლის, ჩექმებისა და ბოტების შემთხვევაში, რეცხვა ვარიანტი არ არის. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში კარგად უნდა გააშროთ სველი ზედაპირი გაზეთის ან ხელსახოცის გამოყენებით. შემდეგ ერთმანეთს შეურიეთ ცოტაოდენიძმარი და სარეცხი საპნის ქაფი. მიღებული პროდუქტით გაწმინდეთ ფეხსაცმელი, სანამ მთლიანად არ გაქრებასუნი. დასასრულს, ზედაპირი კარგად გაამშრალეთ.

5. რა არ უნდა გააკეთოთ

არასწორმა ქმედებებმა შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს. მათ შორის:

  1. არ დაასხათ ლაქებს სუნამოები და სპრეები. შარდის სუნის დაფარვა მხოლოდ მცირე ხნითარის შესაძლებელი, არომატის შემდეგ კი იგი კიდევ უფრო აუტანელი გახდება.
  2. ამიაკი მავნებელია მრავალი ქსოვილისთვის, ამიტომ არ გამოიყენოთ იგი ტექსტილის ნაწარმის გასაწმენდად.
  3. მართალია ქლორი კარგად უმკლავდება შარდს, მაგრამ მისი ტოქსიკურობის გამო  შეიძლება საშიში იყოს როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისთვისაც. თანაც, ეს პროდუქტი უარყოფითად მოქმედებს ქსოვილების ბოჭკოებზე, მათ ათხელებს და არაელასტიურს ხდის.

შინაური ცხოველების შარდის ლაქების მოცილება სხვადაასხვა ზედაპირებიდან სავსებით რეალურია. ამაში საუკეთესო დამხმარეები ხალხური იმპროვიზებული საშუალებებია, რომლებიც კარგად უმკლავდება როგორც ახალ დაბინძურებას, ასევე ძველს. შემოთავაზებული ხრიკების წყალობით, თქვენ შესანიშნავ იერს დაუბრუნებთ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ავეჯს, ლეიბებსა და ხალიჩებს.