როგორ შევღებოთ ტანსაცმელი საკვების ნარჩენებით: ზაფხულის ნატურალური ფერები

საკუთარი ხელით სხვადასხვა აქსესუარების შეღება ზაფხულის პერიოდში ყოველთვის აქტუალურია. თუკი თქვენ გსურთ გამოიყენოთ ნატურალური საღებავები ყველაზე ლამაზი ფერების მისაღებად, მაშინ შეგიძლიათ ეს მეთოდი გამოსცადოთ

დაგჭირდებათ:

  • ძველი ქვაბი
  • საწური
  • ჯამი
  • წყალი
  • მარილი
  • შაბი

პირველრიგში უნდა მოიძიოთ სასურველი ფერის ნატურალური წყაროები. საჭირო პროდუქტების და ბოსტნეულის ყიდვისას აუცილებელია დაიმახსოვროთ, რომ საღებავი მოხარშვისას შემცირდება, ამიტომაც უნდა იყიდოთ მინიმუმ ქვაბის გასავსებად საკმარისი პროდუქტების რაოდენობა.

პოპულარული ფერები:

  • ვარდისფერი – ბოლოკი, წითელი ხახვი, მარწყვი
    სტაფილოსფერი – ავოკადოს კანი და კურკა
  • ყვითელი – ხახვი, სტაფილო, ცედრა
  • ლურჯი – შავი ლობიო, კენკრა
  • მწვანე – ბალახი, ისპანახი, არტიშოკი
  • იასამნისფერი – წითელი კომბოსტო, რეჰანის ფოთლები

როგორ მოვამზადოთ:

1. დაჭერით პროდუქტები

თუ იყენებთ ყვავილებს, ხილს ან ბოსტნეულს, დაჭერით და მოათავსეთ ჯამში ნაჭრები. დაასხით წყალი და დატოვეთ ასე 24 საათით.

2. მოამზადეთ საღებავი

ჩაასხით შემცირებული საღებავის ნაზავი საწურის გავლით ჯამში, დაჭყლიტეთ პროდუქტები უფრო მეტი სითხის მისაღებად.

დაუმატეთ 2 ს/კ შაბი ყოველ 2 ლიტრა სითხეზე და აურიეთ კარგად. ეს ნივთიერება შესაღებ ნივთზე საღებავის კარგად მიკრობასა და პიგმენტების გამკვრივებას შეუწყობს ხელს.

3. აარჩიეთ შეღებვის მეთოდი

სამოციანი წლების შეღებვის სტილი წლევანდელ ტრენდებში ერთადერთი არაა. ინდიგოზე დაფუძნებული იაპონური შიბორი ან მონოქრომული ღრმა შეღებვის ტექნიკა ასევე ლამაზად გააფერადებს თქვენს მინიმალისტურ სივრცეს ზედმეტი სიმკვეთრის გარეშე. მაქსიმალისტური სივრცეებისთვის ეცადეთ შეეცადეთ შეუხამოთ ერთმანეთს ორი ან სამი განსხვავებული ფავორიტი ფერის საღებავი ერთმანეთს სხვადასხვა წერტილის გასაფორმებლად.

აუცილებლად გარეცხეთ და კარგად გააშრეთ შესაღები აქსესუარები შეღებვის დაწყებამდე. შეღებვის შემდეგ როდესაც საღებავი კარგად გაჯერდება ქსოვილში, გამოიტანეთ ნაჭერი გარეთ და ჩამოკიდეთ ჰაერზე გასაშრობად.