პირველადი დახმარების ყუთი: რა უნდა გქონდეთ სახლში მუდმივად

ყველა სახლში უნდა იყოს პირველადი დახმარების ნაკრები, რადგან უბედური შემთხვევებისგან და ტრამვებისგან არავინ არაა დაზღვეული. პირველადი დახმარების ნაკრები პროფესიონალურ სამედიცინო დახმარებას არ უდრის, თუმცა იგი პირველადი დახმარების გასაწევად ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ქონა ყოველთვის ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, რის გამოც უნდა ვიცოდეთ რისი მოთავსებაა საჭირო პირველადი დახმარების ნაკრებში. ეს ნივთები უამრავი სახის დაზიანების თუ პრობლემის სამკურნალოდ გამოგადგებათ, ზოგიერთი მათგანი კი შეიძლება საერთოდაც არასდროს დაგჭირდეთ, თუმცა მათი ხელმისაწვდომ ადგილზე ქონა მაინც აუცილებელია ყოველი შემთხვევისთვის.

რას უნდა შეიცავდეს პირველადი დახმარების ნაკრები:

  • ლატექსის ხელთათმანები ჭრილობების მოსავლელად
  • ჭრილობის შესახვევი საფენები
  • სამედიცინო წებოვანი ქაღალდი
  • ყინულის პაკეტები
  • სუპერ წებო
  • პატარა მაკრატელი
  • პინცეტი
  • თვალის საფენი
  • სახვევები
  • წყალბადის ზეჟანგი
  • ჰიდროკორტიზონის კრემი
  • ანტიბიოტიკური მალამო
  • ხელის სადეზინფექციო ხსნარი და ალკოჰოლური ხელსახოცები
  • კალამინის ლოსიონი
  • თვალის საწმენდი სტერილური სითხე
  • ალოე ვერას გელი
  • ბამბის ბურთულები და საფენები
  • ალუმინის სათითე
  • თერმომეტრი
  • გამადიდებელი შუშა
  • ასანთი ან სანთებელა მეტალის ინსტრუმენტების სტერილიზაციისთვის
  • საგანგებო სამსახურების ტელეფონის ნომრები

ასევე კარგი იქნება ნაკრებში პირველადი დახმარების ტექნიკების სასწავლო წიგნის მოთავსებაც, რომელშიც ახსნილია სხვადასხვა სახის ნაკბენების, ნაზი ქსოვილების დაზიანების და ტემპერატურით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის პირველადი საშუალებები.

პირველადი დახმარების ნაკრებში მოსათავსებელი მედიკამენტები

ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებთან ერთად, ნაკრებში ასევე ჭკვიანური იქნება სხვადასხვანაირი მედიკამენტების მოთავსება. თუკი თქვენ სახლში ვინმე საჭიროებს სპეციალურ ასთმის აპარატს ან სისხლის წნევის სამკურნალო მედიკამენტს, კარგი იქნება თუ მათ სათადარიგო პაკეტს მოათავსებთ ნაკრებში.

პირველადი დახმარების ნაკრებში მოსათავსებელი მედიკამენტების სია:

  • ტკივილგამაყუჩებელი
  • სიცხის დამწევი
  • ეპინეპრინი
  • ანტაციდები
  • საფაღარათო საშუალებები
  • ხველის და გაციების მედიკამენტები
  • დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტები
  • გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტები
  • ანტიჰისტამინური საშუალებები
  • ცხვირის წვეთები

ეს მედიკამენტების სია არ უნდა შეიცავდეს ისეთ წამლებს, რომელიც საჭიროებს მაცივარში შენახვას.

შეჯამება

თქვენ პირველადი დახმარების ნაკრებში მოთავსებული ნივთებიდან ზოგიერთი სხვებზე უფრო ხშირად იქნება გამოყენებული, ზოგიერთს კი სავარაუდოდ არასდროს არ გამოიყენებთ. თუმცა, მთავარი იდეა ისაა, რომ ხელმისაწვდომ მანძილზე გქონდეთ უამრავი სახის პრობლემის სამკურნალო საშუალებები. მაგალითად მეტალის სათითეები და თვალის საფენები მხოლოდ სპეციფიურ სიტუაციებშია გამოსადეგი, თუმცა როდესაც ისინი დაგჭირდებათ, მათი ახლოს ქონა ძალიან გაგაბედნიერებთ. დროის დასაზოგად შეგიძლიათ ასევე შეიძინოთ სხვადასხვა სახის წინასწარ გამზადებული პირველადი დახმარების ნაკრებებიც.